მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569141.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფესვების, ღეროებისა და ფოთლების უფრო ახლოს გაცნობასთან ერთად, შევეცდებით ეს ორგანოები ხმელეთზე ცხოვრების ადაპტაციის ევოლუციური პერსპექტივის თვალსაზრისითაც განვიხილოთ.
As we take a closer look at roots, stems, and leaves, try to view these organs from the evolutionary perspective of adaptations to living on land.
569142.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამ ორგანოების ზოგიერთი სახეცვლილების იდენტიფიცირებისას, ჩვენ ძირითადად ფარულთესლოვანების ორ მთავარ ჯგუფზე: ერთლებნიანებსა და ორლებნიანებზე გავამახვილებთ ყურადღებას.
In identifying some variations in these organs, we will focus mainly on the two major groups of angiosperms: monocots and eudicots.
569143.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფესვი არის ორგანო, რომელიც ჭურჭლოვან მცენარეს ამაგრებს (ჩვეულებრივ ნიადაგში), შთანთქავს მინერალებსა და წყალს და ხშირ შემთხვევაში, იმარაგებს ორგანულ საკვებს.
A root is an organ that anchors a vascular plant (usually in the soil), absorbs minerals and water, and often stores organic nutrients.
569144.
ბიოლოგია | თავი XXXV
ორლებნიანებისა და შიშველთესლოვნების უმრავლესობას მთავარღერძიანი ფესვთა სისტემა აქვს, რომელიც ერთი ძირითადი ვერტიკალური ფესვისგან (მთავარი ფესვი) შედგება, რომელიც ემბრიონული ფესვისგან ვითარდება.
Most eudicots and gymnosperms have a taproot system, consisting of one main vertical root (the taproot) that develops from an embryonic root.
569145.
ბიოლოგია | თავი XXXV
მთავარი ფესვი დასაბამს აძლევს ლატერალურ ფესვებს, რომლებსაც ასევე გვერდით ფესვებსაც უწოდებენ.
The taproot gives rise to lateral roots, also called branch roots.
569146.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფარულთესლოვნებში მთავარ ფესვში ხშირად გროვდება ორგანული საკვები, რომელსაც მცენარე ყვავილობისა და მსხმოიარობის დროს შთანთქავს.
In angiosperms, the taproot often stores organic nutrients that the plant consumes during flowering and fruit production.
569147.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამის გამო, ძირხვენების, მაგალითად, სტაფილოს, თალგამისა და ჭარხლის მოსავალს, ყვავილობამდე იღებენ.
For this reason, root crops such as carrots, turnips, and sugar beets are harvested before they flower.
569148.
ბიოლოგია | თავი XXXV
ჩვეულებრივ, მთავარღერძიან ფესვთა სისტემა მიწაში ღრმად აღწევს.
Taproot systems generally penetrate deeply into the ground.
569149.
ბიოლოგია | თავი XXXV
უთესლო ჭურჭლოვან მცენარეებში და ერთლებნიანების უმრავლესობაში, მაგალითად, ბალახებში, ემბრიონული ფესვი კვდება და არ აძლევს დასაბამს მთავარ ფესვს.
In seedless vascular plants and in most monocots, such as grasses, the embryonic root dies and does not give rise to a main root.
569150.
ბიოლოგია | თავი XXXV
მის ნაცვლად, ღეროდან მრავალი მცირე ფესვი იზრდება და თითოეულ ამ მცირე ფესვს საკუთარი გვერდითი ფესვები აქვს.
Instead, many small roots grow from the stem, with each small root forming its own lateral roots.
569151.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამის შედეგად წარმოიქმნება ფუნჯა ფესვთა სისტემა – როგორც წესი, წვრილ ფესვთა საფარი, რომელიც მიწის სიღრმეში ვრცელდება და რომელთაგანაც არც ერთი მთავარი ფესვი არ გამოირჩევა.
The result is a fibrous root system-a mat of generally thin roots spreading out below the soil surface, with no root standing out as the main one.
569152.
ბიოლოგია | თავი XXXV
ღეროდან გამომავალ ფესვებს დამატებით (ლათინურად adventicius - პერიფერიული) ფესვებს უწოდებენ, ტერმინი აღწერს მცენარის ნებისმიერ ნაწილს, რომელიც უჩვეულო ადგილზე იზრდება.
Roots arising from the stem are said to be adventitious (from the Latin adventicius, oors to extraneous), a term describing any plant part that grows in an unusual location.
569153.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფუნჯა ფესვთა სისტემა, ჩვეულებრივ, უფრო ზედაპირულია ვიდრე მთავარღერძიან ფესვთა სისტემა.
A fibrous root system is usually shallower than a taproot system.
569154.
ბიოლოგია | თავი XXXV
განსაკუთრებით ზედაპირულია ბალახების ფესვები, რომლებიც ნიადაგის ზედა ფენის რამდენიმე სანტიმეტრშია კონცენტრირებული.
Grass roots are particularly shallow, being concentrated in the upper few centimeters of the soil.
569155.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამის გამო ბალახების ფესვები ნიადაგის ზედა ფენას ადგილზე ამაგრებს და შესანიშნავ პირობებს ქმნის ეროზიის პრევენციისთვის.
Because grass roots hold the topsoil in place, they make excellent ground cover for preventing erosion.
569156.
ბიოლოგია | თავი XXXV
დიდი ზომის ერთლებნიანებს, მაგალითად, პალმებსა და ბამბუკს, ძირითადად მძლავრი ფესურები აკავებს, რომლებიც ჰორიზონტალურ მიწისქვეშა ღეროებს წარმოადგენს.
Large monocots, such as palms and bamboo, are mainly anchored by sturdy rhizomes, which are horizontal underground stems.
569157.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფესვთა მთელი სისტემა მცენარის დამაგრებას უწყობს ხელს, თუმცა მცენარეთა უმრავლესობაში წყლისა და მინერალების შეწოვა უშუალოდ ფესვის წვერის სიახლოვეს ხდება, სადაც მრავალრიცხოვანი ფესვების ციცქნა ბუსუსები მეტისმეტად ზრდის ფესვების ზედაპირს.
The entire root system helps anchor a plant, but in most plants the absorption of water and minerals occurs primarily near the root tips, where vast numbers of tiny root hairs increase the surface area of the root enormously.
569158.
ბიოლოგია | თავი XXXV
მცენარის ბუსუსი ფესვის ეპიდერმული უჯრედის გამონაზარდია (დამცავი უჯრედი მცენარის ზედაპირზე).
A root hair is an extension of a root epidermal cell (protective cell on a plant surface).
569159.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფესვის ბუსუსები არ შეგეშალოთ გვერდითა ფესვებში, რომლებიც მრავალუჯრედიანი ორგანოებია.
Root hairs are not to be confused with lateral roots, which are multicellular organs.
569160.
ბიოლოგია | თავი XXXV
მცენარის ფესვსა და სოკოსა და ბაქტერიას შორის სიმბიოზური დამოკიდებულების დროს შეწოვა უფრო ინტენსიურად ხდება, როგორც ამას 36-ე და 37-ე თავებში შეიტყობთ.
Absorption is often enhanced by symbiotic relationships between plant roots and fungi and bacteria, as you will see in Chapters 36 and 37.