მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569161.
ბიოლოგია | თავი XXXV
ბევრ მცენარეს სახეცვლილი ფესვები აქვს.
Many plants have modified roots.
569162.
ბიოლოგია | თავი XXXV
ზოგი მათგანი ფესვებისგან წარმოიქმნება, ზოგიც დამატებითია – ღეროდან ვითარდება, ხოლო იშვიათ შემთხვევებში – ფოთლებიდან.
Some of these arise from roots, and others are adventitious, developing from stems and, in rare cases, leaves.
569163.
ბიოლოგია | თავი XXXV
ზოგიერთი სახეცვლილი ფესვი მცენარეს უფრო მეტი მარაგითა და საყრდენით უზრუნველყოფს, მაშინ, როცა სხვა ფესვები წყალსა და საკვებს იმარაგებენ ან ჰაერიდან შთანთქავენ ჟანგბადს ან წყალს.
Some modified roots provide more support and anchorage, while others store water and nutrients or absorb oxygen or water from the air.
569164.
ბიოლოგია | თავი XXXV
ღერო ორგანოა, რომელიც მონაცვლეობით განლაგებული მუხლების სისტემისა, რომლებზეც ფოთლებია მიმაგრებული და მუხლთშორისებისგან - მუხლებს შორის არსებული ღეროს სეგმენტებისგან შედგება.
A stem is an organ consisting of an alternating system of nodes, the points at which leaves are attached, and internodes, the stem segments between nodes.
569165.
ბიოლოგია | თავი XXXV
კუთხეში (უბეში), რომელიც თითოეულ ფოთოლსა და ღეროს შორის წარმოიქმნება უბის კვირტია – სტრუქტურა, რომელსაც გვერდითი ყლორტის წარმოქმნის პოტენციალი აქვს და რომელსაც ჩვეულებრივ, ტოტს უწოდებენ.
In the angle (axil) formed by each leaf and the stem is an axillary bud, a structure that has the potential to form a lateral shoot, commonly called a branch.
569166.
ბიოლოგია | თავი XXXV
ახალგაზრდა ყლორტის უბის კვირტების უმრავლესობა მოსვენებულ მდგომარეობაშია (არ იზრდება).
Most axillary buds of a young shoot are dormant (not growing).
569167.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამრიგად, ახალგაზრდა ყლორტის ელონგაცია ჩვეულებრივ, ყლორტის აპექსის (წვერის) ახლოსაა კონცენტრირებული, რომელიც კენწრული კვირტისგან შედგება და განვითარებადი ფოთლებისა და კომპაქტური მუხლებისა და მუხლთშორისების მთელი წყება აქვს.
Thus, elongation of a young shoot is usually concentrated near the shoot apex (tip), which consists of a terminal bud with developing leaves and a compact series of nodes and internodes.
569168.
ბიოლოგია | თავი XXXV
კენწრული კვირტის სიახლოვე, ნაწილობრივ უბის კვირტების ზრდის ინჰიბირებაზეა პასუხისმგებელი – ფენომენზე, რომელსაც აპიკალური დომინირება ეწოდება.
The proximity of the terminal bud is partly responsible for inhibiting the growth of axillary buds, a phenomenon called apical dominance.
569169.
ბიოლოგია | თავი XXXV
რესურსების ელონგაციაზე კონცენტრირებული აპიკალური დომინირება ევოლუციურ ადაპტაციას წარმოადგენს, რომელიც ზრდის მცენარეზე სინათლის ზემოქმედებას.
By concentrating resources toward elongation, apical dominance is an evolutionary adaptation that increases the plant's exposure to light.
569170.
ბიოლოგია | თავი XXXV
მაგრამ რა მოხდება, თუ ცხოველი ღეროს ბოლოს შეჭამს?
But what if an animal eats the end of the shoot?
569171.
ბიოლოგია | თავი XXXV
ან თუ რომელიმე ობიექტის დაჩრდილვის გამო, სინათლე მცენარის გვერდითა მხრიდან უფრო ინტენსიური იქნება, ვიდრე უშუალოდ მის ზემოდან?
Or what if, because of obstructions, light is more intense to the side of a plant than directly above it?
569172.
ბიოლოგია | თავი XXXV
ასეთ პირობებში, უბის კვირტების მოსვენებული მდგომარეობა ირღვევა, ანუ, ისინი ზრდას იწყებს.
Under such conditions, axillary buds break dormancy; that is, they start growing.
569173.
ბიოლოგია | თავი XXXV
მზარდი უბის კვირტი დასაბამს აძლევს გვერდითა ყლორტს, რომელსაც საკუთარი კენწრული კვირტი, ფოთლები და უბის კვირტები გააჩნია.
A growing axillary bud gives rise to a lateral shoot, complete with its own terminal bud, leaves, and axillary buds.
569174.
ბიოლოგია | თავი XXXV
კენწრული კვირტის მოცილება ჩვეულებრივ, უბის კვირტების ზრდას ასტიმულირებს, რის შედეგადაც უფრო მეტი გვერდითი ყლორტები მიიღება.
Removing the terminal bud usually stimulates the growth of axillary buds, resulting in more lateral shoots.
569175.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამიტომ, ხეებისა და ბუჩქების გასხვლა და ოთახის მცენარეების წაჭრა მათ უფრო „დაბუჩქულს“ ხდის.
That is why pruning trees and shrubs and "pinching back" houseplants will make them "bushier."
569176.
ბიოლოგია | თავი XXXV
ბევრ მცენარეში განვითარდა სახეცვლილი ღეროები, რომელთაც სხვადასხვა ფუნქცია აქვთ, როგორც გარემოსადმი ადაპტაცია.
Modified stems with diverse functions have evolved in many plants as environmental adaptations.
569177.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამ სახეცვლილ ღეროებს, რომლებშიც კავები, ფესურები, გორგლები და ბოლქვები შედის, ხშირად შეცდომით ფესვებად მიიჩნევენ.
These modified stems, which include stolons, rhizomes, tubers, and bulbs, are often mistaken for roots.
569178.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფოთოლი, უმეტესი ჭურჭლოვანი მცენარეების ძირითადი მაფოტოსინთეზირებელი ორგანოა, თუმცა ფოტოსინთეზს მწვანე ღეროებიც ახორციელებს.
The leaf is the main photosynthetic organ of most vascular plants, although green stems also perform photosynthesis.
569179.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფოთლები ფორმით ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ისინი, ჩვეულებრივ, გაბრტყელებული ფირფიტისა და ყუნწისგან შედგება, რომელიც ფოთოლს ღეროს მუხლთან აკავშირებს.
Leaves vary extensively in form but generally consist of a flattened blade and a stalk, the petiole, which joins the leaf to a node of the stem.
569180.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფარულთესლოვნებიდან ბალახებსა და ბევრ სხვა ერთლებნიანს ყუნწი არ აქვს; მის ნაცვლად ფოთლის ფუძე ხალთას ქმნის, რომელიც ღეროს ეხვევა.
Among angiosperms, grasses and many other monocots lack petioles; instead, the base of the leaf forms a sheath that envelops the stem.