მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569181.
ბიოლოგია | თავი XXXV
ზოგიერთ ერთლებნიანს, მათ შორის პალმებს, ყუნწები აქვთ.
Some monocots, including palm trees, do have petioles.
569182.
ბიოლოგია | თავი XXXV
ერთლებნიანები და ორლებნიანები ძარღვების განლაგებით, ფოთლების ჭურჭლოვანი ქსოვილითაც განსხვავდებიან.
Monocots and eudicots differ in the arrangement of veins, the vascular tissue of leaves.
569183.
ბიოლოგია | თავი XXXV
ერთლებნიანების უმეტესობას მთავარი პარალელური ძარღვები აქვს, რომლებიც ფოთლის ფირფიტას სიგრძეზე გასდევს.
Most monocots have parallel major veins that run the length of the leaf blade.
569184.
ბიოლოგია | თავი XXXV
მათგან განსხვავებით ორლებნიანებს, ჩვეულებრივ, მთავარი ძარღვების დატოტვილი ქსელი აქვს.
In contrast, eudicot leaves generally have a multibranched network of major veins.
569185.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფარულთესლოვნების იდენტიფიცირებისა და კლასიფიცირებისას ტაქსონომისტები ძირითადად ყვავილის მორფოლოგიას ეყრდნობიან, მაგრამ ისინი ფოთლის მორფოლოგიის ცვალებადობასაც იყენებენ.
In identifying and classifying angiosperms, taxonomists rely mainly on floral morphology, but they also use variations in leaf morphology.
569186.
ბიოლოგია | თავი XXXV
მაგალითად, ფოთლის ფორმას, ფოთლების სივრცეში განლაგებასა და ფოთლების დაძარღვას.
Such as leaf shape, spatial arrangement of leaves, and the pattern of a leaf's veins.
569187.
ბიოლოგია | თავი XXXV
სურათ 35.6-ზე ნაჩვენებია ფოთლის სხვადასხვა ფორმა: მარტივი და რთული ფოთლები.
Figure 35.6 illustrates a difference in leaf shape: simple versus compound leaves.
569188.
ბიოლოგია | თავი XXXV
დიდი ფოთლების უმეტესობა რთული ან ორმაგად რთულია.
Most very large leaves are compound or doubly compound.
569189.
ბიოლოგია | თავი XXXV
ეს სტრუქტურული ადაპტაცია დიდ ფოთლებს შესაძლებლობას აძლევს, წინ აღუდგეს ძლიერ ქარს და ნაკლებად დაზიანდეს; აგრეთვე მათ უფრო შეუძლიათ პათოგენის შეზღუდვა, რომელიც ფოთლის ცალკეულ ფოთოლაკს უტევს და მას მთელს ფოთოლზე გავრცელების საშუალებას არ აძლევს.
This structural adaptation may enable large leaves to withstand strong wind with less tearing and also confine some pathogens that invade the leaf to a single leaflet, rather than allowing them to spread to the entire leaf.
569190.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფოთლები უმეტესად ფოტოსინთეზზეა სპეციალიზებული.
Most leaves are specialized for photosynthesis.
569191.
ბიოლოგია | თავი XXXV
თუმცა, მცენარის ზოგიერთ სახეობას აქვს ფოთლები, რომლებმაც ევოლუციის პროცესში ადაპტაცია განიცადა და სხვა ფუნქცია მაგალითად, დამაგრების, დაცვის, დაგროვების ან გამრავლების ფუნქცია შეიძინა.
However, some plant species have leaves that have become adapted by evolution for other functions, such as support, protection, storage, or reproduction.
569192.
ბიოლოგია | თავი XXXV
ქსოვილთა სამი სისტემა: დერმალური, გამტარი და საფარი.
The Three Tissue Systems: Dermal, Vascular, and Ground.
569193.
ბიოლოგია | თავი XXXV
მცენარის ყველა ორგანოს – ფესვს, ღეროსა და ფოთოლს დერმალური, გამტარი და საფარი ქსოვილი აქვს.
Each plant organ-root, stem, or leaf-has dermal, vascular, and ground tissues.
569194.
ბიოლოგია | თავი XXXV
ქსოვილთა სისტემა ფუნქციონალურ ერთეულებადაა ორგანიზებული და ერთი ან მეტი ქსოვილისგან შედგება, რომელიც მცენარის ორგანოებს აკავშირებს.
A tissue system consists of one or more tissues organized into a functional unit connecting the organs of a plant.
569195.
ბიოლოგია | თავი XXXV
ქსოვილთა ყოველი სისტემა მცენარის მთელ ორგანიზმში ვრცელდება, მაგრამ ქსოვილთა სპეციფიკური მახასიათებლები და სივრცეში მათი ურთიერთდამოკიდებულება სხვადასხვა ორგანოში განსხვავებულია.
Each tissue system is continuous throughout the entire plant body, but specific characteristics of the tissues and their spatial relationships to one another vary in different organs.
569196.
ბიოლოგია | თავი XXXV
დერმალურ ქსოვილთა სისტემა გარეთა დამცავი საფარია.
The dermal tissue system is the outer protective covering.
569197.
ბიოლოგია | თავი XXXV
ჩვენი კანის მსგავსად, იგი დაცვის პირველად ხაზს ქმნის ფიზიკური დაზიანებისა და პათოგენური ორგანიზმების წინააღმდეგ.
Like our skin, it forms the first line of defense against physical damage and pathogenic organisms.
569198.
ბიოლოგია | თავი XXXV
ბალახოვან მცენარეებში დერმალური ქსოვილი ჩვეულებრივ, მჭიდროდ განლაგებულ უჯრედთა ერთი შრისგან შედგება, რომელსაც ეპიდერმისს უწოდებენ.
In nonwoody plants, the dermal tissue usually consists of a single layer of tightly packed cells called the epidermis.
569199.
ბიოლოგია | თავი XXXV
მერქნიან მცენარეებში დამცავი ქსოვილები, რომლებიც ცნობილია როგორც პერიდერმა, ღეროებისა და ფესვების ხანდაზმულ უბნებში ეპიდერმისს ცვლის; ეს პროცესი ამ თავში მოგვიანებით იქნება განხილული.
In woody plants, protective tissues known as periderm replace the epidermis in older regions of stems and roots by a process discussed later in the chapter.
569200.
ბიოლოგია | თავი XXXV
გარდა იმისა, რომ ეპიდერმისი მცენარეს წყლის დაკარგვისა და დაავადებებისგან იცავს, ყოველ ორგანოში მას სპეციფიკური ფუნქციაც აქვს.
In addition to protecting the plant from water loss and disease, the epidermis has specialized characteristics in each organ.