მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569301.
ბიოლოგია | თავი XXXV
ზოგი მცენარე, მათ შორის ბალახოვანი მცენარეები, მთელი ყლორტის სიგრძეზე იზრდება. თითოეული ფოთლის უბეში მერისტემული უბანია, რომელსაც ინტერკალარული მერისტემა ეწოდება.
Some plants, including grasses, elongate all along the shoot because there are meristematic regions called intercalary meristems at the base of each leaf.
569302.
ბიოლოგია | თავი XXXV
სწორედ ამიტომ, ბალახი გათიბვის შემდეგაც აგრძელებს ზრდას.
That is why grass continues to grow after being mowed.
569303.
ბიოლოგია | თავი XXXV
ქსოვილთა ორგანიზება ღეროებში.
Tissue Organization of Stems.
569304.
ბიოლოგია | თავი XXXV
ეპიდერმისი, როგორც უწყვეტი დერმალური სისტემის ნაწილი ღეროებს ფარავს.
The epidermis covers stems as part of the continuous dermal tissue system.
569305.
ბიოლოგია | თავი XXXV
გამტარი ქსოვილი ღეროს სიგრძეზე, ჭურჭლოვანი კონების სახით გასდევს.
Vascular tissue runs the length of a stem in vascular bundles.
569306.
ბიოლოგია | თავი XXXV
გვერდითი ფესვებისგან განსხვავებით, რომლებიც ფესვის სიღრმიდან, გამტარი ქსოვილისგან წარმოიქმნება, გვერდითი ყლორტები ღეროს ზედაპირზე არსებული უბის კვირტებიდან ვითარდება.
Unlike lateral roots, which arise from vascular tissue deep within a root, lateral shoots arise from preexisting axillary buds on the surface of a stem.
569307.
ბიოლოგია | თავი XXXV
ღეროს ჭურჭლოვანი კონები ფესვის ჭურჭლოვან ცილინდრში, ნიადაგის ზედაპირის ახლოს ლოკალიზებულ გარდამავალ ზონაში იყრის თავს.
The vascular bundles of the stem converge with the root's vascular cylinder in a zone of transition located near the soil surface.
569308.
ბიოლოგია | თავი XXXV
შიშველთესლოვნებში და ერთლებნიანების უმრავლესობაში გამტარი ქსოვილი რგოლურად ორგანიზებული ჭურჭლოვანი კონების სახით არსებობს.
In gymnosperms and most eudicots, the vascular tissue consists of vascular bundles arranged in a ring.
569309.
ბიოლოგია | თავი XXXV
ყოველ ჭურჭლოვან კონაში ქსილემა გულგულისკენ არის მიმართული, ხოლო ფლოემა – კორტექსისკენ.
The xylem in each vascular bundle faces the pith, and the phloem faces the cortex.
569310.
ბიოლოგია | თავი XXXV
ერთლებნიანთა უმრავლესობის ღეროებში, კონები მთელ საფარ ქსოვილში უფროა გაფანტული, ვიდრე რგოლურად განლაგებული.
In most monocot stems, the bundles are scattered throughout the ground tissue, rather than forming a ring.
569311.
ბიოლოგია | თავი XXXV
როგორც ერთლებნიანების, ასევე ორლებნიანების ღეროებში საფარი ქსოვილი ძირითადად პარენქიმისგან შედგება, მაგრამ კოლენქიმის უჯრედები, რომლებიც ზუსტად ეპიდერმისის ქვეშაა, ბევრ ღეროს ანიჭებს სიმტკიცეს.
In both monocot and eudicot stems, ground tissue consists mostly of parenchyma, but collenchyma cells just beneath the epidermis strengthen many stems.
569312.
ბიოლოგია | თავი XXXV
სკლერენქიმის უჯრედები კერძოდ, ბოჭკოვანი უჯრედები ჭურჭლოვანი კონების შიგნით, აგრეთვე უზრუნველყოფს მცენარეს საყრდენით.
Sclerenchyma cells, specifically fiber cells within vascular bundles, also provide support.
569313.
ბიოლოგია | თავი XXXV
სურათ 35.17-ზე მოცემულია ფოთლის სტრუქტურა.
Figure 35.17 provides an overview of leaf structure.
569314.
ბიოლოგია | თავი XXXV
ეპიდერმულ ბარიერს ბაგეები (stomata, მხოლობითში stoma) არღვევს, რომლებიც გარემომცველ ჰაერსა და ფოთლის შიგნით არსებულ ფოტომასინთეზებელ უჯრედებს შორის CO2-ის გაცვლის შესაძლებლობას იძლევა.
The epidermal barrier is interrupted by the stomata (singular, stoma), which allow CO2 exchange between the surrounding air and the photosynthetic cells inside the leaf.
569315.
ბიოლოგია | თავი XXXV
ტერმინი stoma ბაგის ხვრელზე ან მთლიანად სტომატალურ კომპლექსზე მიუთითებს, რომელიც ხვრელისა და ორი გვერდითი ჩამკეტი უჯრედისგან შედგება, რომლებიც ხვრელის გაღებასა და დახურვას არეგულირებენ.
The term stoma can refer to the stomatal pore or to the entire stomatal complex consisting of a pore flanked by two guard cells, which regulate the opening and closing of the pore.
569316.
ბიოლოგია | თავი XXXV
გარდა იმისა, რომ ბაგეები CO2-ის გაცვლას არეგულირებს, ისინი, როგორც ამას 36-ე თავში ნახავთ, წყლის აორთქლებით დაკარგვის ძირითადი გზაცაა.
In addition to regulating CO2 exchange, stomata are major avenues for the evaporative loss of water, as you will see in Chapter 36.
569317.
ბიოლოგია | თავი XXXV
ძირითადი პარენქიმა ზედა და ქვედა ეპიდერმისს შორის არის მოთავსებული, რომელსაც მეზოფილი ეწოდება (ბერძნულად mesos – შუალედურს, ხოლო phyll ფოთოლს ნიშნავს).
The ground tissue is sandwiched between the upper and lower epidermis, a region called the mesophyll (from the Greek mesos, middle, and phyll, leaf).
569318.
ბიოლოგია | თავი XXXV
მეზოფილი, ძირითადად ფოტოსინთეზზე სპეციალიზებული პარენქიმული უჯრედებისგან შედგება.
Mesophyll consists mainly of parenchyma cells specialized for photosynthesis.
569319.
ბიოლოგია | თავი XXXV
მრავალი ორლებნიანის ფოთლებს ორი სხვადასხვა ზონა აქვს: პალისადური (სვეტისებრი) პარენქიმის და ღრუბლისებრი პარენქიმის.
The leaves of many eudicots have two distinct areas: palisade mesophyll and spongy mesophyll.
569320.
ბიოლოგია | თავი XXXV
პალისადური მეზოფილი, ან პალისადური პარენქიმა ფოთლის ზედა ნაწილში ერთ ან მეტ შრედ განლაგებული წაგრძელებული უჯრედებისგან შედგება.
The palisade mesophyll, or palisade parenchyma, consists of one or more layers of elongated cells on the upper part of the leaf.