მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569521.
ბიოლოგია | თავი XXXV
იუვენილური ფაზიდან ზრდასრულ ფაზაზე გადასვლისას ყველაზე უფრო აშკარა მორფოლოგიური ცვლილებები ჩვეულებრივ, ფოთლის ზომასა და ფორმაში გვხვდება.
During the transition from a juvenile phase to an adult phase, the most obvious morphological changes typically occur in leaf size and shape.
569522.
ბიოლოგია | თავი XXXV
მას შემდეგ, რაც აპიკალური მერისტემა დასაბამს მისცემს იუვენილურ მუხლებსა და მუხლთშორისებს, ისინი ამ სტატუსს მაშინაც კი ინარჩუნებენ, როდესაც ყლორტი ელონგაციას განაგრძობს, ხოლო ყლორტის აპიკალური მერისტემა მომწიფებულ ფაზაში გადადის.
Once the apical meristem has laid down juvenile nodes and internodes, they retain that status even after the shoot continues to elongate and the shoot apical meristem has changed to the adult phase.
569523.
ბიოლოგია | თავი XXXV
აქედან გამომდინარე, ახალი ფოთლები, რომლებიც ტოტებზე ვითარდება და რომლებიც იუვენილური მუხლების უბის კვირტებიდან წარმოიქმნება, აგრეთვე იუვენილური იქნება მაშინაც, თუ აპიკალური მერისტემა წლების განმავლობაში ზრდასრულ მუხლებს აძლევს დასაბამს.
Therefore, any new leaves that develop on branches that emerge from axillary buds at juvenile nodes will also be juvenile, even though the apical meristem may have been laying down mature nodes for years.
569524.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფაზის ცვლილებები მცენარის განვითარებაში – შეგუებულობის მაგალითია.
Phase changes are examples of plasticity in plant development.
569525.
ბიოლოგია | თავი XXXV
იუვენილური ფოთლების ზრდასრულ ფოთლებად გარდაქმნა ფაზის ცვლილების მხოლოდ ერთი სახეა.
The transition from juvenile to adult leaves is only one type of phase change.
569526.
ბიოლოგია | თავი XXXV
კაბომბას ფრთისებრი წყალქვეშა ფოთლების ტრანსფორმაცია მარაოსებრ მოტივტივე ფოთლებად, ამის კიდევ ერთი მაგალითია.
The transition in the fanwort from feathery underwater leaves to fan-shaped floating leaves is another example.
569527.
ბიოლოგია | თავი XXXV
შემდეგ ჩვენ განვიხილავთ გავრცელებულ, მაგრამ მაინც საოცარ ფაზის ცვლილებას – აპიკალური მერისტემის ვეგეტატიური ყლორტის ტრანსფორმაციას ყვავილის მერისტემად.
Next, we will examine a common but nevertheless remarkable phase change-the transition of a vegetative shoot apical meristem into a floral meristem.
569528.
ბიოლოგია | თავი XXXV
ყვავილის ფორმირების გენეტიკური კონტროლი.
Genetic Control of Flowering.
569529.
ბიოლოგია | თავი XXXV
ყვავილის ფორმირება იწვევს ფაზის ცვლილებას ვეგეტატიური ზრდიდან რეპროდუქციული ზრდისკენ.
Flower formation involves a phase change from vegetative growth to reproductive growth.
569530.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამ ტრანსფორმაციას ბიძგს აძლევს გარემო გამღიზიანებლების მაგალითად, დღის ხანგრძლივობისა და შიდა სიგნალების მაგალითად, ჰორმონების კომბინაცია.
This transition is triggered by a combination of environmental cues, such as day length, and internal signals, such as hormones.
569531.
ბიოლოგია | თავი XXXV
ვეგეტატიური ზრდისგან განსხვავებით, რომელიც არ არის დეტერმინირებული, რეპროდუქციული ზრდა დეტერმინირებულია: ყლორტის აპიკალური მერისტემიდან წარმოქმნილი ყვავილი აჩერებს ამ ყლორტის პირველად ზრდას.
Unlike vegetative growth, which is indeterminate, reproductive growth is determinate: The production of a flower by a shoot apical meristem stops the primary growth of that shoot.
569532.
ბიოლოგია | თავი XXXV
ვეგეტატიური ზრდიდან ყვავილობაზე გადასვლა ყვავილის მერისტემის საიდენტიფიკაციო გენების გადართვასთან არის დაკავშირებული.
The transition from vegetative growth to flowering is associated with the switching-on of floral meristem identity genes.
569533.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამ გენების ცილოვანი პროდუქტები ტრანსკრიფციის ფაქტორებია, რომლებიც არადეტერმინირებული ვეგეტატიური მერისტემიდან, დეტერმინირებულ ყვავილის მერისტემად გარდასაქმნელად საჭირო გენებს არეგულირებს.
The protein products of these genes are transcription factors that regulate the genes required for the conversion of the indeterminate vegetative meristems into determinate floral meristems.
569534.
ბიოლოგია | თავი XXXV
როდესაც ყლორტის აპიკალური მერისტემა ყვავილად ინდუცირდება, თითოეული ფოთლის ბორცვიდან, მისი მდებარეობის შესაბამისად, ყვავილის ცალკეული ორგანო – მტვრიანა, ნაყოფის ფოთოლი, ჯამის ფოთოლაკი, ან ყვავილის ფურცელი წარმოიქმნება.
When a shoot apical meristem is induced to flower, each leaf primordium that forms will develop into a specific type of floral organ based on its relative position-a stamen, carpel, sepal, or petal.
569535.
ბიოლოგია | თავი XXXV
ზედხედში, ყვავილის ორგანოები ოთხ კონცენტრულ წრეს ან რგოლს ქმნის: ჯამის ფოთოლაკები ქმნის მეოთხე (გარეთა) რგოლს; ყვავილის ფურცლები – მესამეს, მტვრიანები – მეორეს, ხოლო ნაყოფის ფოთლები – პირველ (შიდა) რგოლს.
Viewed from above, the floral organs develop in four concentric circles, or whorls: Sepals form the fourth (outermost) whorl; petals form the third; stamens form the second; and carpels form the first (innermost) whorl.
569536.
ბიოლოგია | თავი XXXV
მცენარეთა ბიოლოგებმა რამდენიმე ორგანოს საიდენტიფიკაციო გენი განსაზღვრეს, რომლებიც ყვავილის დამახასიათებელი სტრუქტურების განვითარებას არეგულირებს.
Plant biologists have identified several organ identity genes that regulate the development of this characteristic floral pattern.
569537.
ბიოლოგია | თავი XXXV
ორგანოს საიდენტიფიკაციო გენები, რომელთაც მცენარის ჰომეოტურ გენებსაც უწოდებენ, ტრანსკრიფციის ფაქტორებს აკოდირებს.
Organ identity genes, also called plant homeotic genes, code for transcription factors.
569538.
ბიოლოგია | თავი XXXV
პოზიციური ინფორმაცია განსაზღვრავს, რომელი ორგანოს საიდენტიფიკაციო გენების ექსპრესია ხდება ცალკეულ ყვავილის ორგანოს ჩანასახში.
Positional information determines which organ identity genes are expressed in a particular floral organ primordium.
569539.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამის შედეგია განვითარებადი ფოთლის ჩამოყალიბება ყვავილის კონკრეტულ ორგანოდ, მაგალითად ყვავილის ფურცლად ან მტვრიანად.
The result is development of an emerging leaf into a specific floral organ, such as a petal or a stamen.
569540.
ბიოლოგია | თავი XXXV
ისე, როგორც ჰომეოტური გენის მუტაციას დროზოფილაში შეიძლება მოჰყვეს საცეცების ადგილზე ფეხების განვითარება, ასევე მუტაციას მცენარის ორგანოს საიდენტიფიკაციო გენში, ყვავილის ანომალიური განვითარების გამოწვევა შეუძლია, მაგალითად, ყვავილის ფურცლების ზრდა მტვრიანების ადგილზე, როგორც ეს სურათ 35.30-ზეა ნაჩვენები.
Just as a mutation in a fruit fly homeotic gene can cause legs to grow in place of antennae, a mutation in a plant organ identity gene can cause abnormal floral development, such as petals growing in place of stamens, as shown in Figure 35.30.