მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569581.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ზოგი სატრანსპორტო ცილა შერჩევით იერთებს გახსნილ ნივთიერებას მემბრანის ერთ მხარეს და მეორე მხარეს უშვებს მას.
Some transport proteins bind selectively to a solute on one side of the membrane and release the solute on the opposite side.
569582.
ბიოლოგია | თავი XXXVI
სხვა სატრანსპორტო ცილები ქმნის შერჩევით არხებს მემბრანის გავლით.
Other transport proteins provide selective channels across the membrane.
569583.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მაგალითად, მცენარეული უჯრედების უმეტესი ნაწილის მემბრანებში არის კალიუმის არხები, რომლებიც კალიუმის იონებს (K+) ატარებს, მაგრამ სხვა იონებს არა, როგორიცაა, მაგალითად, ნატრიუმის იონები (Nა+).
For example, membranes of most plant cells have potassium channels that allow potassium ions (K) to pass, but not other ions, such as sodium (Na).
569584.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ქვემოთ ამ თავში განვიხილავთ, როგორ ფუნქციონირებს კალიუმის იონების არხები ჩამკეტ უჯრედებში ბაგეების ხვრელების გახსნისა და დახურვისას.
Later in this chapter, we will discuss how K+ channels in guard cells function in the opening and closing of stomata.
569585.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ზოგ არხს აქვს სარქველი და ის იღება ან იხურება გარკვეული მასტიმულირებელი ფაქტორების საპასუხოდ.
Some channels are gated, opening or closing in response to certain stimuli.
569586.
ბიოლოგია | თავი XXXVI
პროტონული ტუმბოს ძირითადი როლი.
The Central Role of Proton Pumps.
569587.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ცილა აქტიური ტრანსპორტირებისთვის მცენარეული უჯრედების პლაზმურ მემბრანებში არის პროტონული ტუმბო, რომელიც იყენებს ატფ-ს ენერგიას წყალბადის იონების (H+) უჯრედიდან გამოსატუმბად.
The most important active transport protein in the plasma membranes of plant cells is the proton pump, which uses energy from ATP to pump hydrogen ions (H) out of the cell.
569588.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ამის შედეგად კი ვიღებთ პროტონის გრადიენტს, რომელშიც წყალბადის იონების კონცენტრაცია უჯრედის გარეთ მეტია, ვიდრე მის შიგნით.
This results in a proton gradient with a higher H+ concentration outside the cell than inside.
569589.
ბიოლოგია | თავი XXXVI
გრადიენტი არის პოტენციური (შენახული) ენერგიის ფორმა, რადგან ხდება წყალბადის იონების დიფუზია უკან უჯრედებში დაბალი კონცენტრაციის ადგილისკენ და შესაძლებელია წყალბადის იონების ამ დინების გამოყენება სამუშაოს შესასრულებლად.
The gradient is a form of potential (stored) energy because the hydrogen ions tend to diffuse "downhill" back into the cell, and this "flow" of can be harnessed to do work.
569590.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ასევე, ვინაიდან პროტონულ ტუმბოს გააქვს დადებითი მუხტი წყალბადის იონის სახით უჯრედიდან გარეთ, ტუმბო ამავდროულად არის იმ ძაბვის ნაწილი, რომელიც ცნობილია მემბრანული პოტენციალის სახელით. მემბრანული პოტენციალი, თავის მხრივ, არის მემბრანის გასწვრივ საწინააღმდეგო მუხტების განცალკევება.
And because the proton pump moves positive charge, in the form of H+, out of the cell, the pump also contributes to a voltage known as a membrane potential, a separation of opposite charges across a membrane.
569591.
ბიოლოგია | თავი XXXVI
პროტონული დატუმბვა მცენარეული უჯრედის შიგნით უარყოფით მუხტს ქმნის უჯრედის გარემოსთან შედარებით.
Proton pumping makes the inside of a plant cell negative in charge relative to the outside.
569592.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ამ ძაბვას მემბრანის პოტენციალი ჰქვია, რადგან მუხტის განცალკევება არის პოტენციური ენერგიის სახე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უჯრედის სამუშაოს შესასრულებლად.
This voltage is called a membrane potential because the charge separation is a form of potential energy that can be harnessed to perform cellular work.
569593.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მცენარეული უჯრედები იყენებს პროტონის გრადიენტსა და მემბრანის პოტენციალის ენერგიას ბევრი სხვადასხვა გახსნილი ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის.
Plant cells use energy stored in the proton gradient and membrane potential to drive the transport of many different solutes.
569594.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მაგალითად, პროტონული ტუმბოების მიერ წარმოქმნილ მემბრანის პოტენციალს წვლილი შეაქვს ფესვის უჯრედების მიერ კალიუმის იონების მიღებაში.
For example, the membrane potential generated by proton pumps contributes to the uptake of K by root cells.
569595.
ბიოლოგია | თავი XXXVI
თანატრანსპორტირების „მსგავსი” ეფექტი ასევე პასუხისმგებელია მცენარეული უჯრედების მიერ შაქრის საქაროზის მიღებაზე.
The "coattail" effect of cotransport is also responsible for the uptake of the sugar sucrose by plant cells.
569596.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მემბრანის ცილა აწარმოებს საქაროზის თანატრანსპორტირებასთან ერთად, რომელიც დაბალი კონცენტრაციის ზონისკენ მოძრაობს ცილის გავლით.
A membrane protein cotransports sucrose with the H* that is moving down its gradient through the protein.
569597.
ბიოლოგია | თავი XXXVI
პროტონის ტუმბოების როლი არის ასევე ტრანსპორტირებაში ქემიოსმოსის შემოღება.
The role of proton pumps in transport is an application of chemiosmosis.
569598.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ქემიოსმოსის ძირითადი მახასიათებელი პროტონის ტრანსმემბრანული გრადიენტია, რომელიც აკავშირებს უჯრედებში ენერგიის გამომუშავების პროცესებს ენერგიის მოხმარების პროცესებთან.
The key feature of chemiosmosis is a transmembrane proton gradient, which links energy-releasing processes to energy-consuming processes in cells.
569599.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მაგალითად, მე-9 და მე-10 თავებში ვისწავლეთ, რომ მიტოქონდრიები და ქლოროპლასტები იყენებს პროტონის გრადიენტს, რომელიც ელექტრონგადამტანების ჯაჭვებისგანაა შექმნილი (რომლებიც ენერგიას გასცემს). ამის მიზანი ატფ-ს სინთეზის უზრუნველყოფაა (რაც ენერგიას მოიხმარს).
For example, you learned in Chapters 9 and 10 that mitochondria and chloroplasts use proton gradients generated by electron transport chains (which release energy) to drive ATP synthesis (which consumes energy).
569600.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ატფ-ს სინთეზი, რომელიც (H+)-ის დიფუზიას უკავშირდება უჯრედის სუნთქვისას და ფოტოსინთეზის მიმდინარეობისას, მუშაობს გარკვეულწილად პროტონული ტუმბოების მსგავსად მცენარეულ უჯრედებში.
The ATP synthases that couple H+ diffusion to ATP synthesis during cellular respiration and photosynthesis work somewhat like the proton pumps in plant cells.