მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569741.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ფოთლების წყალმომარაგება სწორედ ნივთიერებათა მიტანის ამ ეფექტურ სისტემაზეა დამოკიდებული.
Leaves depend on this efficient delivery system for their supply of water.
569742.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მცენარეები საოცარი რაოდენობით წყალს კარგავს ტრანსპირაციის პროცესში, რაც წყლის ორთქლის დაკარგვაა ფოთლებიდან და სხვა მიწისზედა ნაწილებიდან.
Plants lose an astonishing amount of water by transpiration, the loss of water vapor from leaves and other aerial parts of the plant.
569743.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მოდით, განვიხილოთ სიმინდის მაგალითი.
Consider the example of maize.
569744.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ერთი მცენარე აორთქლებს 125 ლ. წყალს ზრდის სეზონის განმავლობაში.
A single plant transpires 125 L of water during a growing season.
569745.
ბიოლოგია | თავი XXXVI
სიმინდის ყანა, რომელიც ერთ ჰექტარზე 75,000 მცენარის ტიპური სიმჭიდროვით იზრდება, დაახლოებით 10 მილიონ ლიტრ (10 მილიონ კგ.) წყალს აორთქლებს თითო ჰექტარზე ყოველ სეზონზე (რაც უდრის დაახლოებით 1.25 მილიონ გალონ წყალს ერთ აკრზე ზრდის ერთი სეზონის განმავლობაში).
A maize crop growing at a typical density of 75,000 plants per hectare transpires almost 10 million L (10 million kg) of water per hectare every growing season (equivalent to about 1.25 million gallons of water per acre per growing season).
569746.
ბიოლოგია | თავი XXXVI
თუ აორთქლებულ წყალს ფესვებიდან ტრანსპორტირებული წყალი არ შეცვლის, ფოთლები დაჭკნება და მცენარე საბოლოოდ დაიღუპება.
Unless the transpired water is replaced by water transported up from the roots, the leaves will wilt and the plants will eventually die.
569747.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ქსილემის წვენის ზემოთ მოძრაობა ასევე უზრუნველყოფს მინერალური საკვები ნივთიერებების მიწისზედა ორგანოების სისტემამდე მიტანას.
The upward flow of xylem sap also brings mineral nutrients to the shoot system.
569748.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ქსილემის წვენის ზევით მოძრაობაზე გავლენის მომხდენი ფაქტორები.
Factors Affecting the Ascent of Xylem Sap.
569749.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ქსილემის წვენი ადის სიმაღლემდე, რომელიც 100 მეტრს აჭარბებს ყველაზე მაღალ ხეებში.
Xylem sap rises to heights of more than 100 m in the tallest trees.
569750.
ბიოლოგია | თავი XXXVI
წვენი ფესვებიდან იტუმბება ზემოთ, თუ მას ზემოთ ფოთლები ქაჩავს?
Is the sap pushed upward from the roots, or is it pulled upward by the leaves?
569751.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მოდით, შევაფასოთ ამ ორი შესაძლო მექანიზმის შეფარდებითი წვლილი.
Let's evaluate the relative contributions of these two possible mechanisms.
569752.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ქსილემის წვენის ატუმბვა: ფესვის წნევა.
Pushing Xylem Sap: Root Pressure.
569753.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ღამით, როცა აორთქლება ძალიან მცირე ან ნულის ტოლია, ფესვის უჯრედები აგრძელებს მინერალური იონების ჭურჭლოვანი ცილინდრის ქსილემაში გადატუმბვას.
At night, when transpiration is very low or zero, root cells continue pumping mineral ions into the xylem of the vascular cylinder.
569754.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ამავდროულად, ენდოდერმა ხელს უშლის იონების გარეთ გაჟონვას.
Meanwhile, the endodermis helps prevent the ions from leaking out.
569755.
ბიოლოგია | თავი XXXVI
შედეგად მიღებული აკუმულირებული მინერალები ამცირებს წყლის პოტენციალს ჭურჭლოვან ცილინდრში.
The resulting accumulation of minerals lowers the water potential within the vascular cylinder.
569756.
ბიოლოგია | თავი XXXVI
წყალი შემოდის ფესვის ქერქიდან, რაც იწვევს ფესვის წნევის აკუმულირებას და ქსილემის წვენის ზევით აწევას.
Water flows in from the root cortex, generating root pressure, an upward push of xylem sap.
569757.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ზოგჯერ, ფესვის წნევა იწვევს მეტი წყლის შედინებას ფოთლებში წყლის იმ რაოდენობასთან შედარებით, რომელიც ორთქლდება, რაც გუტაციით მთავრდება.
The root pressure sometimes causes more water to enter the leaves than is transpired, resulting in guttation.
569758.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ეს არის წყლის წვეთების გამოყოფა, რაც დილით ჩანს ბალახის წვეროებზე ან ზოგი მცირე ზომის ბალახოვანი ორლებნიანების ფოთლების კიდეებზე.
This is the exudation of water droplets that can be seen in the morning on tips of grass blades or the leaf margins of some small, herbaceous eudicots.
569759.
ბიოლოგია | თავი XXXVI
გუტაციის სითხე განსხვავდება ცვრისგან, რომელიც წარმოადგენს ტრანსპირაციის დროს წარმოქმნილ კონდენსირებულ ტენს.
Guttation fluid differs from dew, which is condensed moisture produced during transpiration.
569760.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მცენარეთა უმეტესობაში, ფესვის წნევა არის საკმაოდ უმნიშვნელო მექანიზმი, რომელიც ქსილემის წვენის ზევით მოძრაობას იწვევს; ძირითადად, ის წყალს ზემოთ მხოლოდ რამდენიმე მეტრზე ექაჩება.
In most plants, root pressure is a minor mechanism driving the ascent of xylem sap, at most forcing water upward only a few meters.