მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569801.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ჰაერის ბუშტუკების სწრაფი ზრდა ზომაში კავიტაციის დროს იწვევს ტკაცუნის ხმას, რომელიც შეიძლება დაფიქსირდეს ღეროს ზედაპირზე სენსიტიური მიკროფონების დადებით.
The rapid expansion of air bubbles during cavitation produces clicking noises that can be heard by placing sensitive microphones at the surface of the stem.
569802.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ფესვის წნევა საშუალებას აძლევს მცირე ზომის მცენარეებს, შეივსონ ემბოლიზებული ჭურჭლები გაზაფხულზე.
Root pressure enables small plants to refill embolized vessels in spring.
569803.
ბიოლოგია | თავი XXXVI
თუმცა ხეებში ფესვის წნევას არ ძალუძს წყლის ხის კენწერომდე აქაჩვა, ასე რომ, წყლის ორთქლის ჯიბიან ჭურჭელს, ჩვეულებრივ, აღარ შეუძლია კვლავ წყლის მილსადენის ფუნქციის შესრულება.
In trees, though, root pressure cannot push water to the top, so a vessel with a water vapor pocket usually cannot function as a water pipe again.
569804.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მაგრამ მოლეკულების ჯაჭვს შეუძლია, გვერდი აუაროს ამ ჯიბეს ახლომდებარე ტრაქეიდებს ან ჭურჭლებს შორის არსებული ზონებით. ასევე, მეორადი ზრდის შედეგად, ყოველ წელს ქსილემას ახალი ფენა ემატება.
However, the chain of molecules can detour around the pocket through pits between adjacent tracheids or vessels, and secondary growth adds a layer of new xylem each year.
569805.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე განაპირა მეორადი ქსილემა ატარებს წყალს.
Only the youngest, outermost secondary xylem transports water.
569806.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მართალია, ძველ მეორად ქსილემას უკვე აღარ აკისრია წყლის ტრანსპორტირების ფუნქცია, მაგრამ ის საყრდენს ქმნის ხისთვის.
Although no longer functional in water transport, the older secondary xylem does provide support for the tree.
569807.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ქსილემის წვენის ასვლა ზევით მოცულობითი ნაკადის მეშვეობით: შეჯამება.
Xylem Sap Ascent by Bulk Flow: A Review.
569808.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ტრანსპირაციის-გადაბმის-დაჭიმვის მექანიზმი, რომელიც ახდენს ქსილემის წვენის ტრანსპორტირებას გრავიტაციის ძალის საპირისპიროდ, შესანიშნავი მაგალითია იმისა, როგორ მიესადაგება ფიზიკური პრინციპები ბიოლოგიურ პროცესებს.
The transpiration-cohesion-tension mechanism that transports xylem sap against gravity is an excellent example of how physical principles apply to biological processes.
569809.
ბიოლოგია | თავი XXXVI
წყლის დიდ მანძილზე ტრანსპორტირებისას ფესვებიდან ფოთლებამდე მოცულობით ნაკადში, სითხის მოძრაობა განპირობებულია წყლის პოტენციალში არსებული განსხვავებით წყალგამტარი მილის საპირისპირო ბოლოებში.
In the long-distance transport of water from roots to leaves by bulk flow, the movement of fluid is driven by a water potential difference at opposite ends of a conduit.
569810.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მცენარეში გამტარის ფუნქციას ასრულებს ჭურჭლები ან ტრაქეიდების ჯაჭვები.
In a plant, the conduits are vessels or chains of tracheids.
569811.
ბიოლოგია | თავი XXXVI
წყლის პოტენციალში განსხვავება აკუმულირდება ფოთლის ბოლოში ტრანსპირაციის ძალის მეშვეობით, რაც ამცირებს წყლის პოტენციალს (ზრდის ძაბვას) ქსილემის „ზედა” ბოლოზე.
The water potential difference is generated at the leaf end by transpirational pull, which lowers the water potential (increases tension) at the "upstream" end of the xylem.
569812.
ბიოლოგია | თავი XXXVI
უფრო მცირე მასშტაბით, წყლის პოტენციალის გრადიენტი განაპირობებს წყლის ოსმოსურ მოძრაობას უჯრედიდან უჯრედამდე ფესვისა და ფოთლის ქსოვილში.
On a smaller scale, water potential gradients drive the osmotic movement of water from cell to cell within root and leaf tissue.
569813.
ბიოლოგია | თავი XXXVI
გახსნილი ნივთიერების კონცენტრაციასა და ტურგორულ წნევაში განსხვავება ხელს უწყობს მოკლე მანძილზე ტრანსპორტირებას.
Differences in both solute concentration and turgor pressure contribute to this short-distance transport.
569814.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ამის საპირისპიროდ, მოცულობითი ნაკადი მხოლოდ წნევაზეა დამოკიდებული.
In contrast, bulk flow depends only on pressure.
569815.
ბიოლოგია | თავი XXXVI
კიდევ ერთი განსხვავება ოსმოსისგან იმაში მდგომარეობს, რომ ოსმოსი მხოლოდ წყალს ამოძრავებს, მოცულობითი ნაკადი კი მთლიან ხსნარს, რომელშიც წყალთან ერთად შედის მინერალები და ნებისმიერი სხვა ნივთიერება, რომელიც წყალშია გახსნილი.
Another contrast with osmosis, which moves only water, is that bulk flow moves the whole solution, water plus minerals and any other solutes dissolved in the water.
569816.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მცენარე არ გამოყოფს არანაირ ენერგიას ქსილემის წვენის აქაჩვაზე მოცულობით ნაკადში.
The plant expends no energy to lift xylem sap by bulk flow.
569817.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ამის ნაცვლად, მზის შუქის შეწოვა იწვევს აორთქლებას - წყალი ორთქლდება მეზოფილური უჯრედების ტენიანი კედლებიდან და ამით მცირდება ფოთოლში ჰაერის ბალიშებში არსებული წყლის პოტენციალი.
Instead, the absorption of sunlight drives transpiration by causing water to evaporate from the moist walls of mesophyll cells and by lowering the water potential in the air spaces within a leaf.
569818.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ასე რომ, ქსილემის წვენის ზევით აქაჩვა საბოლოოდ მზის ენერგიით ხდება.
Thus, the ascent of xylem sap is ultimately solar powered.
569819.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ბაგეების ხვრელები ხელს უწყობს ტრანსპირაციის სიჩქარის რეგულირებას.
Stomata help regulate the rate of transpiration.
569820.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ფოთლებს, ზოგადად, დიდი ზედაპირული ფართობი აქვთ და ზედაპირული ფართობის მოცულობასთან შეფარდებაც მაღალია.
Leaves generally have broad surface areas and high surface areato-volume ratios.