მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569941.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, მიესადაგება თუ არა ეს მოდელი სხვა ჭურჭლოვან მცენარეებსაც.
It is not yet known if this model applies to other vascular plants.
569942.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ჩვენ განვიხილეთ შაქრის ტრანსპორტირების მაგალითები სამ დონეზე.
We have seen examples of sugar transport on three levels.
569943.
ბიოლოგია | თავი XXXVI
უჯრედის დონეზე პლაზმური მემბრანების გავლით (საქაროზის დაგროვება აქტიური ტრანსპორტირებით ფლოემაში).
At the cellular level across plasma membranes (sucrose accumulation by active transport in phloem).
569944.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ორგანოებში მცირე მანძილზე ტრანსპორტირება (საქაროზის მიგრაცია მეზოფილიდან ფლოემაში სიმპლასტისა და აპოპლასტის გავლით).
Short-distance transport within organs (sucrose migration from mesophyll to phloem via the symplast and apoplast).
569945.
ბიოლოგია | თავი XXXVI
დიდ მანძილზე ტრანსპორტირება ორგანოებს შორის (მოცულობითი ნაკადი საცრისებრ მილებში).
Long-distance transport between organs (bulk flow in sieve tubes).
569946.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ამ პროცესების გაგება უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.
Understanding these processes is central to agricultural advancement.
569947.
ბიოლოგია | თავი XXXVI
კვლევათა მოდელირება ზრდის იდეალურ პირობებში გვიჩვენებს, რომ ფოტოსინთეზი კი არ ამცირებს მოსავალს, არამედ შაქრის ტრანსპორტირების უნარი.
Modeling studies in ideal growing conditions indicate that it is not photosynthesis that limits yield, but rather the ability to transport sugars.
569948.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მაშასადამე, უფრო მეტი მოსავლის მომცემი მცენარეების გენური ინჟინერია შეიძლება დაეყრდნოს იმ ფაქტორთა უკეთ შესწავლას, რომლებიც ზღუდავს შაქრის მოცულობით ნაკადს.
Thus, genetic engineering of higher-yielding crop plants may depend on a better understanding of factors that limit bulk flow of sugars.
569949.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, როგორ უკავშირდება მცენარეთა ბაზისური კვლევა სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიას.
This is just one example of how basic plant research connects to agricultural technology.
569950.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მცენარის კვება.
Plant Nutrition.
569951.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მცენარეების კვების სისტემა.
A Nutritional Network.
569952.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ენერგიისა და ბიოლოგიური მასალების ურთიერთგაცვლა მუდმივი პროცესია გარემოსა და ცოცხალ ორგანიზმებს შორის.
Every organism continuously exchanges energy and materials with its environment.
569953.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ეკოსისტემის დონეზე მცენარეები და სხვა ფოტოსინთეზური ავტოტროფები ასრულებენ მთავარ როლს – არაორგანული ნივთიერებების ტრანსფორმაციას ორგანულ ნივთიერებებად.
At the level of the ecosystem, plants and other photosynthetic autotrophs perform the key step of transforming inorganic compounds into organic compounds.
569954.
ბიოლოგია | თავი XXXVII
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ავტოტროფული არ ნიშნავს ავტონომიურს.
Autotrophic, however, does not mean autonomous.
569955.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მცენარეებს სჭირდება სინათლე, რაც ფოტოსინთეზისთვის ენერგიის წყაროა.
Plants need light as the energy source for photosynthesis.
569956.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ორგანული ნივთიერების სინთეზისთვის მცენარეებს ასევე სჭირდება ნედლეული არაორგანული მკვებავი ნივთიერებების სახით: წყალი, მინერალები და ნახშირორჟანგი.
In order to synthesize organic matter, plants also require raw materials in the form of inorganic nutrients: water, minerals, and carbon dioxide.
569957.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ჩვეულებრივ, მცენარე წყალსა და მინერალებს იღებს ნიადაგიდან, ხოლო ნახშირორჟანგის წყარო მცენარისთვის ჰაერია.
For a typical plant, water and minerals come from the soil, while carbon dioxide comes from the air.
569958.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მრავალძარღვოვანი მცენარის დატოტვილი ფესვები და ყლორტების სისტემა (shoot system) უზრუნველყოფს მცენარის ამ არაორგანული საკვების მარაგის წყაროს ინტენსიურ გამოყენებას.
The branching root system and the shoot system of a vascular plant ensure extensive networking with both of these reservoirs of inorganic nutrients.
569959.
ბიოლოგია | თავი XXXVII
წინამდებარე სახელმძღვანელოს 36 თავში განხილული იყო მრავალძარღვოვან მცენარეებში წყლის, მინერალების და სხვა ორგანული ნივთიერებების შეწოვისა და მცენარეში მათი მოძრაობის მექანიზმები.
In Chapter 36, you studied the mechanisms by which vascular plants transport water, minerals, and organic nutrients.
569960.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ამჟამად, თქვენ უფრო დაწვრილებით გაეცნობით მცენარის კვების სისტემისთვის აუცილებელ პირობებს, აგრეთვე შეისწავლით მცენარის ზოგიერთ კვების ადაპტერებს, რაც ევოლუციის შედეგად ჩამოუყალიბდათ მცენარეებს.
Here you will learn more about nutritional requirements and examine some nutritional adaptations that have evolved in plants, often in relationship with other organisms.