მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569881.
ბიოლოგია | თავი XXXVI
აორთქლების სიჩქარეზე შეიძლება გავლენა იქონიოს ღრუბლის გადავლამ ან ტყის სიღრმეში მზის წუთიერმა სინათლემაც კი.
Even the passage of a cloud or a transient shaft of sunlight through a forest canopy can affect the rate of transpiration.
569882.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ქსეროფიტების ადაპტაციები, რომლებიც ამცირებს აორთქლებას.
Xerophyte Adaptations That Reduce Transpiration.
569883.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მშრალ კლიმატს შეგუებულ მცენარეებს, რომლებსაც ქსეროფიტები ეწოდება, აქვთ ფოთლის სხვადასხვა მოდიფიკაცია, რომლებიც ამცირებს აორთქლების სიჩქარეს.
Plants adapted to arid climates, called xerophytes, have various leaf modifications that reduce the rate of transpiration.
569884.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ბევრ ქსეროფიტს აქვს მცირე ზომის სქელი ფოთლები. ეს არის ადაპტაცია, რომელიც ზღუდავს წყლის კარგვას ზედაპირის ფართობის შემცირებით ფოთლის მოცულობასთან შედარებით.
Many xerophytes have small, thick leaves, an adaptation that limits water loss by reducing surface area relative to leaf volume.
569885.
ბიოლოგია | თავი XXXVI
სქელი კუტიკულა ზოგ ფოთოლს ტყავისებურ კონსისტენციას აძლევს.
A thick cuticle gives some of these leaves a leathery consistency.
569886.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ქსეროფიტების სხვა ადაპტაციებს შორისაა არეკვლის დიდი უნარის მქონე ფოთლები და ბუსუსებიანი ფოთლები, რომლებიც წყლის განაპირა შრეს იჭერს.
Some other xerophyte adaptations are highly reflective leaves and hairy leaves that trap a boundary layer of water.
569887.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ქსეროფიტების ბაგეები კონცენტრირებულია ქვედა (დაჩრდილული) ფოთლების ზედაპირზე, და ისინი ხშირად განლაგებულია სიღრმეებში, რომლებიც იცავს ფორებს მშრალი ქარისგან.
The stomata of xerophytes are concentrated on the lower (shady) leaf surface, and they are often located in depressions that shelter the pores from the dry wind.
569888.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ყველაზე მშრალ თვეებში, ზოგ უდაბნოს მცენარეს ფოთლები სცვივა.
During the driest months, some desert plants shed their leaves.
569889.
ბიოლოგია | თავი XXXVI
სხვები, როგორიცაა კაქტუსები, იმ წყლით სარგებლობს, რომელსაც მცენარე ხორციან ღეროში ინახავს წვიმიანი პერიოდის განმავლობაში.
Others, such as cacti, subsist on water the plant stores in fleshy stems during the rainy season.
569890.
ბიოლოგია | თავი XXXVI
Crassulaceae-ის ოჯახის სუკულენტები კარგად არიან შეგუებული მშრალ გარემოს, ისევე, როგორც ყინულის მცენარეები და მცენარეთა ბევრი სხვა ოჯახი.
An elegant adaptation to arid habitats is found in succulents of the family Crassulaceae, in ice plants, and in many other plant families.
569891.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ეს მცენარეები ახდენენ ნახშირორჟანგის ასიმილაციას ფოტოსინთეზის ალტერნატიული გზით, რომელსაც CAM ეწოდება - კარბონმჟავების მეტაბოლიზმი.
These plants assimilate CO2 by an alternative photosynthetic pathway known as CAM, for crassulacean acid metabolism.
569892.
ბიოლოგია | თავი XXXVI
CAM მცენარის მეზოფილურ უჯრედებს აქვთ ფერმენტები, რომლებსაც შეუძლიათ ნახშირორჟანგის ორგანულ მჟავებში შეყვანა ღამის განმავლობაში.
Mesophyll cells in a CAM plant have enzymes that can incorporate CO2 into organic acids during the night.
569893.
ბიოლოგია | თავი XXXVI
დღისით, ორგანული მჟავები იშლება, რათა გამოყონ ნახშირორჟანგი იმავე უჯრედებში, შაქარი კი სინთეზირდება ფოტოსინთეზის ჩვეული გზით (C3).
During the daytime, the organic acids are broken down to release CO2 in the same cells, and sugars are synthesized by the conventional (C3) photosynthetic pathway.
569894.
ბიოლოგია | თავი XXXVI
რადგან ფოთოლი ნახშირორჟანგს ღამით ისრუტავს, ბაგეები შეიძლება დაიხუროს დღისით, როცა ყველაზე მეტია აორთქლება.
Because the leaf takes in CO2 at night, the stomata can close during the day, when transpiration would be greatest.
569895.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ორგანული საკვები ნივთიერებები გადაადგილდება ფლოემის მეშვეობით.
Organic nutrients are translocated through the phloem.
569896.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ქსილემის წვენი მიედინება ფესვებიდან ფოთლებამდე, იმ მიმართულების საპირისპიროდ, რომელიც აუცილებელია შაქრის ფოთლებიდან მცენარის სხვა ნაწილებში გადასატანად.
Xylem sap flows from roots to leaves, in a direction opposite to that necessary to transport sugars from leaves to other parts of the plant.
569897.
ბიოლოგია | თავი XXXVI
სწორედ მეორე ჭურჭლოვან ქსოვილს - ფლოემას გადააქვს ფოტოსინთეზის პროდუქტები.
It is a second vascular tissue, the phloem, that transports the products of photosynthesis.
569898.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ორგანული საკვები ნივთიერებების ამ ტრანსპორტირებას მცენარეში ტრანსლოკაცია ეწოდება.
This transport of organic nutrients in the plant is called translocation.
569899.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მოძრაობა შაქრის წყაროებიდან შაქარში ჩაძირულ ორგანოებამდე.
Movement from Sugar Sources to Sugar Sinks.
569900.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ფარულთესლოვან მცენარეებში, ფლოემის სპეციალიზებული უჯრედები, რომლებიც ტრანსლოკაციის ფუნქციას ასრულებს, არიან საცრისებრი მილის უჯრედები. ეს უჯრედები განლაგებულია ბოლოებით ერთმანეთისკენ და ქმნის გრძელ მილს.
In angiosperms, the specialized cells of phloem that function as the conduits for translocation are the sieve-tube members, arranged end to end to form long sieve tubes.