მოიძებნა 668042 ჩანაწერი
570181.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მცენარის სასიგნალო სისტემის საშუალებით ხდება გენის მარეგულირებელი ცილის გააქტიურება ბაქტერიაში, რომელიც თავის მხრივ ამუშავებს ბაქტერიული გენის – ნოდ კლასტერს იმისთვის, რომ მოხდეს „კვანძური გენის“ გამომუშავება.
The plant's signal activates a generegulating protein in the bacterium, which switches on a cluster of bacterial genes called nod, for "nodulation" genes.
570182.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ნოდის გენები გამოიმუშავებენ ფერმენტებს, რომლებიც ახდენენ ნოდ ფაქტორების – სპეციფიკური მოლეკულების წარმოქმნის კატალიზებას.
These nod genes produce enzymes that catalyze production of species-specific molecules called Nod factors.
570183.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ბაქტერიული უჯრედებით სეკრეტირებული ნოდ ფაქტორები ფესვს ატყობინებენ ინფიცირების პროცესის დაწყების აუცილებლობას, რაც თავის მხრივ, რიზობიუმს საშუალებას აძლევს, შეაღწიოს ფესვში და დაიწყოს ფესვის კოჟრის წარმოქმნა.
Secreted by the bacterial cells, the Nod factors signal the root to initiate the infection process that enables the Rhizobium to enter the root and to begin forming the root nodule.
570184.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მცენარის მხრიდან რეაგირების პროცესის დასაწყებად საჭიროა მოხდეს ადრეული ნოდულინის გენის აქტივაცია, რაც მიმდინარეობს სიგნალის ტრანსდუქციის გზით და მასში ე.წ მეორე გენეტიკური ინფორმაციის მოლეკულის როლს Ca2 + ასრულებს.
The plant's responses require activation of genes called early nodulin genes by a signal transduction pathway involving Ca2+ as second messengers.
570185.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ფესვების კოჟრების ჩამოყალიბების პროცესი მოლეკულური ბიოლოგიის სფეროა, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ დაადგენენ, როგორ მოახდინონ რიზობიუმის ათვისება და კოჟრის წარმოქმნა იმ ერთწლიან კულტურებში, რომლებიც ჩვეულებრივ, არ ქმნიან ასეთი აზოტი-ფიქსაციის სიმბიოზურ ურთიერთკავშირს.
By understanding the molecular biology underlying the formation of root nodules, researchers hope to learn how to induce Rhizobium uptake and nodule formation in crop plants that do not normally form such nitrogen-fixing symbiotic relationships.
570186.
ბიოლოგია | თავი XXXVII
სიმბიოზური აზოტის ფიქსაცია და სოფლის მეურნეობა.
Symbiotic Nitrogen Fixation and Agriculture.
570187.
ბიოლოგია | თავი XXXVII
სიმბიოზური აზოტის ფიქსაცია სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობისაა.
The agricultural benefits of symbiotic nitrogen fixation underlie crop rotation.
570188.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ნიადაგზე, სადაც მოჰყავთ სიმინდი, რომელიც არ განეკუთვნება პარკოსანთა ოჯახს, მეორე წელიწადს სასურველია დაითესოს იონჯა ან სხვა პარკოსანი მცენარე, რათა ნიადაგში აღდგეს ფიქსირებული აზოტის კონცენტრაცია.
In this practice, a non-legume such as maize is planted one year, and the following year alfalfa or some other legume is planted to restore the concentration of fixed nitrogen in the soil.
570189.
ბიოლოგია | თავი XXXVII
რიზობიუმთან შეერთების უზრუნველსაყოფად პარკოსანი მცენარის თესლს დათესვამდე ასველებენ ბაქტერიების ნარევში ან ბაქტერიების შემცველ მტვერში.
To ensure that the legume encounters its specific Rhizobium, the seeds are soaked in a culture of the bacteria or dusted with bacterial spores before sowing.
570190.
ბიოლოგია | თავი XXXVII
პარკოსნის მცენარის მოსავალს ხშირ შემთხვევაში არ იღებენ, არამედ პირდაპირ ნიადაგის კულტივაციის დროს ნიადაგში აყოლებენ, რათა ბელტების ქვეშ დაშლის შედეგად შეიქმნას „მწვანე სასუქი“. ასეთ ნიადაგს თითქმის არ სჭირდება ქარხნული წესით დამზადებული სასუქით გამდიდრება.
Instead of being harvested, the legume crop is often plowed under so that it will decompose as "green manure," reducing the need for manufactured fertilizers.
570191.
ბიოლოგია | თავი XXXVII
პარკოსან მცენარეთა გარდა, სხვა მცენარეებიც შეიცავენ ისეთ არსებებს, რომლებიც სიმბიოზური აზოტის ფიქსაციის საშუალებით არსებობენ.
Many plant families besides legumes include species that benefit from symbiotic nitrogen fixation.
570192.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მაგალითად, თხმელასა და ზოგიერთ ტროპიკულ ბალახოვან მცენარესთან თანაარსებობს აქტინომიცეტის ჯგუფის გრამდადებითი ბაქტერია.
For example, alder trees and certain tropical grasses host gram-positive bacteria of the actinomycetes group.
570193.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ბრინჯი, რომელზეც დიდი მოთხოვნაა მთელ მსოფლიოში, ე.წ. არაპირდაპირი გზით იღებს სარგებელს სიმბიოზური აზოტის ფიქსაციისგან.
Rice, a crop of great commercial importance, benefits indirectly from symbiotic nitrogen fixation.
570194.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ბრინჯის დათესვამდე ფერმერებს მოჰყავთ წყლის გვიმრის ნაირსახეობა აზოლა, რომელიც სიმბიოზურ ციანობაქტერიას შეიცავს, რაც ახდენს აზოტის ფიქსაციას და ზრდის ბრინჯის მოსავლის რაოდენობას.
Rice farmers culture a free-floating aquatic fern called Azolla, which has symbiotic cyanobacteria that fix nitrogen and increase the fertility of the rice paddy.
570195.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ზრდის პროცესში ბრინჯი ეტაპობრივად ანადგურებს აზოლას და ამ ორგანული მასალის დაშლის შედეგად წარმოიქმნება აზოტნარევი სასუქი, რაც ამდიდრებს ბრინჯის ნათესების ნიადაგს.
The growing rice eventually shades and kills the Azolla, and decomposition of this organic material adds more nitrogenous compounds to the paddy.
570196.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მიკორიზა და მცენარის კვება.
Mycorrhizae and Plant Nutrition.
570197.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მიკორიზა („სოკოვანი ფესვები“) არის მოდიფიცირებული ფესვები, რომლებიც სოკოებისა და ფესვის მუტუალისტური კავშირის შედეგად ყალიბდება.
Mycorrhizae ("fungus roots") are modified roots consisting of mutualistic associations of fungi and roots.
570198.
ბიოლოგია | თავი XXXVII
სოკო იკვებება საქაროზით, რომელსაც მუდმივად იღებს მცენარისგან.
The fungus benefits from a steady supply of sugar donated by the host plant.
570199.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მიკორიზა არ არის ოდიტი; მას მცენარეთა უმეტესი ნაწილი წარმოშობს.
Mycorrhizae are not oddities; they are formed by most plant species.
570200.
ბიოლოგია | თავი XXXVII
რასაკვირველია, ადრეული მცენარეების ფოსილიზირებული ფესვების შემადგენლობაში არის ნაპოვნი მიკორიზა.
Indeed, fossilized roots from some of the earliest plants include mycorrhizae.