მოიძებნა 668042 ჩანაწერი
570221.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მცენარის ფესვების მიკორიზად ტრანსფორმირება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სოკოს სპეციფიკურ სახეობებთან მყარდება კავშირი.
eye, Roots can be transformed into mycorrhizae only if exposed to the appropriate species of fungus.
570222.
ბიოლოგია | თავი XXXVII
თითქმის ყველგან ასეთი სახის სოკოები ნიადაგში მრავლადაა და მიკორიზას განვითარებას მცენარის ნერგები იწყებენ.
In most natural ecosystems, these fungi are present in the soil, and seedlings develop mycorrhizae.
570223.
ბიოლოგია | თავი XXXVII
მეცნიერები მსგავს შედეგებს იღებენ თავიანთ ექსპერიმენტებში, როდესაც ნიადაგის სოკოს მოწამვლა ხდება.
Researchers observe similar results in experiments in which soil fungi are poisoned.
570224.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ფერმერები და სატყეო მეურნეობის სპეციალისტები პრაქტიკაში ითვალისწინებენ ამ ექსპერიმენტების შედეგებს.
Farmers and foresters are already applying the lessons of such research.
570225.
ბიოლოგია | თავი XXXVII
ეპიფიტები, პარაზიტული მცენარეები და ხორცისმჭამელი მცენარეები.
Epiphytes, Parasitic Plants, and Carnivorous Plants.
570226.
ბიოლოგია | თავი XXXVII
თითქმის ყველა მცენარეს მუტუალისტური კავშირი აქვს სოკოებთან და ბაქტერიებთან.
Almost all plant species have mutualistic relationships with fungi, bacteria, or both.
570227.
ბიოლოგია | თავი XXXVII
თუმცა, არიან მცენარეებიც, რომლებიც ასევე სხვა ორგანიზმებს იყენებენ არამუტუალისტური გზით.
Though rarer, there are also plant species with nutritional adaptations that use other organisms in nonmutualistic ways.
570228.
ბიოლოგია | თავი XXXVII
იხილეთ 37.13, სადაც მოცემულია სამი განსხვავებული ადაპტაციის მაგალითი: ეპიფიტების, პარაზიტული მცენარეებისა და ხორცისმჭამელი მცენარეების.
Figure 37.13, on the next page, provides an overview of three unusual adaptations: epiphytes, parasitic plants, and carnivorous plants.
570229.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ანგიოსპერმის რეპროდუქცია და ბიოტექნოლოგია.
Angiosperm Reproduction and Biotechnology.
570230.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
დავთესოთ თუ არა?
To Seed or Not to Seed.
570231.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
პარაზიტული მცენარე Rafflesia arnoldii, რომელიც მხოლოდ სამხრეთ აზიაში იზრდება, „მასპინძელი“ მცოცავი მცენარის შეფოთლილ ქსოვილებში იმალება და ამ გზით უცხო თვალისგან შეუმჩნევლად იზრდება.
The parasitic plant Rafflesia arnoldii, found only in Southeast Asia, spends most of its life invisible to passersby, growing within the woody tissue of a host vine.
570232.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ყვავილს გახრწნილი ლეშის სუნი ასდის, რის შედეგადაც იგი უამრავ ლეშის მოყვარულ ბუზს იზიდავს, რომლებსაც, თავის მხრივ, მტვერი ერთი ყვავილიდან მეორეზე გადააქვთ.
With an odor reminiscent of a decaying corpse, the flower attracts carrion flies that shuttle the pollen from one flower to another.
570233.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
გაშლიდან სულ რამდენიმე დღეში, ყვავილი იფიტება, ჭკნება და თავის სასიცოცხლო ციკლს ასრულებს.
A few days after opening, the flower collapses and shrivels, its function completed.
570234.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თითოეულ მდედრ ყვავილს 4 მილიონი თესლის წარმოება შეუძლია.
A single female flower may produce up to 4 million seeds.
570235.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თუმცა, სქესობრივი რეპროდუქცია, როგორც ეს რაფლეზიას შემთხვევაში ხდება, ყვავილოვანი მცენარეების (ანგიოსპერმები) გამრავლების ერთადერთ საშუალებას არ წარმოადგენს.
However, sexual reproduction, as in Rafflesia, is not the only means by which flowering plants (angiosperms) reproduce.
570236.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ბევრი მცენარე არასქესობრივად მრავლდება, რის შედეგადაც აღმოცენებული ნაყოფი გენეტიკური თვალსაზრისით თავისი მშობლის იდენტურია.
Many species also reproduce asexually, creating offspring that are genetically identical to the parent.
570237.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ყვავილოვანი მცენარეების გამრავლებას სქესობრივი თუ არასქესობრივი გზით სოფლის მეურნეობისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი ფაქტორია.
The propagation of flowering plants by sexual and asexual reproduction forms the basis of agriculture.
570238.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
დაახლოებით 10,000 წლის წინ სოფლის მეურნეობის ჩასახვიდან მოყოლებული, მცენარის გამრავლებით დასაქმებული მოსახლეობა ხელოვნური სელექციის საშუალებით აწარმოებდა გენეტიკურ მანიპულაციებს რამდენიმე ასეულ ველურ ანგიოსპერმულ ჯიშებზე.
Since the dawn of agriculture about 10,000 years ago, plant breeders have genetically manipulated the traits of a few hundred wild angiosperm species by artificial selection, transforming them into the crops we cultivate today.
570239.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თავებში 29 და 30, მცენარეთა რეპროდუქციაზე ევოლუციის გადმოსახედიდან ვსაუბრობთ და ანგიოსპერმებისა თუ ხმელეთის სხვა მცენარეების წარმომავლობის განსაზღვრას მათი წინამორბედი წყალმცენარეების კვლევით ვცდილობთ.
In Chapters 29 and 30, we approached plant reproduction from an evolutionary perspective, tracing the descent of angiosperms and other land plants from their algal ancestors.
570240.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
წინამდებარე თავში ყვავილოვანი მცენარეების რეპროდუქციული ბიოლოგიის საკითხებს დაწვრილებით განვიხილავთ, რადგან ეს მცენარეები ხმელეთის ეკოსისტემებისა და სოფლის მეურნეობის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ჯგუფს წარმოადგენენ.
In this chapter, we will explore the reproductive biology of flowering plants in much greater detail because they are the most important group of plants in most terrestrial ecosystems and in agriculture.