მოიძებნა 668042 ჩანაწერი
570361.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ორმაგი განაყოფიერების შემდეგ, თითოეული თესლკვირტი გადაიქცევა თესლად, ხოლო ბუტკო – ნაყოფად, რომელიც მოიცავს თესლს (ან ბევრს).
After double fertilization, each ovule develops into a seed, and the ovary develops into a fruit enclosing the seed(s).
570362.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
როცა ზიგოტიდან ემბრიონი განვითარდება, თესლი იწყებს სხვადასხვა რაოდენობით ცილების, ზეთისა და სახამებელს შეგროვებას. ჩამოთვლილ ნივთიერებათა რაოდენობა დამოკიდებულია მცენარეთა ნაირსახეობაზე.
As the embryo develops from the zygote, the seed stockpiles proteins, oils, and starch to varying extents, depending on the species.
570363.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
სწორედ ამიტომ, თესლში ყველაზე მეტი შაქარი გროვდება.
This is why seeds are such major sugar sinks.
570364.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თავიდან, საკვები ნივთიერებები ენდოსპერმში გროვდება, მაგრამ მოგვიანებით, არა ერთი ჯიშის შემთხვევაში, ისინი თესლში გადაინაცვლებენ. ამრიგად, ენდოსპერმის ფუნქციას – მეტ-ნაკლებად შეინახოს საკვები ნივთიერებები, ემბრიონის ლებანი ითავსებს.
Initially, these nutrients are stored in the endosperm, but later in seed development in many species, the storage function of the endosperm is more or less taken over by the swelling cotyledons of the embryo.
570365.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ენდოსპერმის განვითარება.
Endosperm Development.
570366.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
როგორც წესი, ენდოსპერმი ემბრიონზე უფრო ადრე ვითარდება.
Endosperm development usually precedes embryo development.
570367.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ორმაგი განაყოფიერების შემდეგ, თესლკვირტის ცენტრალური უჯრედის ტრიპლოიდური ბირთვი იყოფა და წარმოქმნის მრავალბირთვიან „სუპერუჯრედს”, რომელსაც რძისმაგვარი კონსისტენცია ახასიათებს.
After double fertilization, the triploid nucleus of the ovule's central cell divides, forming a multinucleate "supercell" having a milky consistency.
570368.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მოცემული თხევადი მასა, ენდოსპერმი, მრავალბირთვიანი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ციტოკინეზი ანაწევრებს ციტოპლაზმას ბირთვებს შორის მემბრანების წარმოქმნის საშუალებით.
This liquid mass, the endosperm, becomes multicellular when cytokinesis partitions the cytoplasm by forming membranes between the nuclei.
570369.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
საბოლოო ჯამში, ეს „შიშველი“ უჯრედები ქმნიან უჯრედოვან კედლებს და ენდოსპერმი მყარი კონსისტენციის ხდება.
Eventually, these "naked" cells produce cell walls, and the endosperm becomes solid.
570370.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ქოქოსის „რძე“ თხევადი ენდოსპერმის მაგალითია, ხოლო ქოქოსის „რბილობი“ – არათხევადი (მყარი კონსისტენციის მქონე) ენდოსპერმისა.
Coconut "milk" is an example of liquid endosperm; coconut "meat" is an example of solid endosperm.
570371.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მარცვლებსა და სხვა არა ერთ მონოკოტში, ისევე როგორც ეუდიკოტში, ენდოსპერმი ინახავს საკვებ ნივთიერებებს, რომლებსაც აღმოცენების შემდეგ ნერგი გამოიყენებს.
The white fluffy part of popcorn is also solid endosperm. In grains and most other monocots, as well as many eudicots, the endosperm stores nutrients that can be used by the seedling after germination.
570372.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
სხვა ეუდიკოტებში (მათ შორის ლობიოს მარცვლები), ენდოსპერმის საკვები ნივთიერებების რეზერვი მთლიანად ლებნებს გადაეცემა მანამ, ვიდრე თესლი ზრდას დაასრულებს; შესაბამისად, მომწიფებულ თესლს აკლია ენდოსპერმი.
In other eudicots (including bean seeds), the food reserves of the endosperm are completely exported to the cotyledons before the seed completes its development; consequently, the mature seed lacks endosperm.
570373.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ემბრიონის განვითარება.
Embryo Development.
570374.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ზიგოტის პირველი მიტოზური დაყოფა ტრანსვერსიულია; განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ბაზალურ და ტერმინალურ უჯრედად იყოფა.
The first mitotic division of the zygote is transverse, splitting the fertilized egg into a basal cell and a terminal cell.
570375.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ტერმინალური უჯრედი საფუძველს უყრის ემბრიონის ძირითადი ნაწილის წარმოქმნას.
The terminal cell eventually gives rise to most of the embryo.
570376.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ბაზალური უჯრედი აგრძელებს ტრანსვერსიულად დაყოფას და ქმნის სუსპენზორად წოდებული უჯრედების ძაფს. სუსპენზორები ემბრიონს თავის მშობელს მიამაგრებს.
The basal cell continues to divide transversely, producing a thread of cells called the suspensor, which anchors the embryo to its parent.
570377.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
სუსპენზორების ფუნქცია მშობელი მცენარიდან (ზოგ შემთხვევაში კი ენდოსპერმიდან) ემბრიონზე მკვებავი ნივთიერებების გადატანაში მდგომარეობს.
The suspensor functions in the transfer of nutrients to the embryo from the parent plant and, in some plants, from the endosperm.
570378.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
სუსპენზორი იზრდება და ემბრიონს სულ უფრო და უფრო ღრმად უბიძგებს მკვებავი და დამცავი ქსოვილებისკენ.
As the suspensor elongates, it also pushes the embryo deeper into the nutritive and protective tissues.
570379.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ამასობაში, ტერმინალური უჯრედი იყოფა რამდენჯერმე და ქმნის სფერულ პროემბრიონს, რომელიც სუსპენზორზეა მიმაგრებული.
Meanwhile, the terminal cell divides several times and forms a spherical proembryo attached to the suspensor.
570380.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ლებნები ამონაზარდის სახით ვითარდება პროემბრიონზე.
The cotyledons begin to form as bumps on the proembryo.