მოიძებნა 668042 ჩანაწერი
570401.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
სკუტელუმი ძალიან თხელია. მას ფართო ზედაპირი აქვს, რომელიც ენდოსპერმს ეკვრის. სკუტელუმი აღმოცენების პერიოდში საკვებ ნივთიერებებს ენდოსპერმიდან იღებს.
The scutellum is very thin, with a large surface area pressed against the endosperm, from which the scutellum absorbs nutrients during germination.
570402.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ბალახის თესლის ემბრიონი მოთავსებულია ორ საბურველში: კოლეოპტილი, რომელიც ახლადაღმოცენებულ ყლორტს ეკვრის, და კოლეორიზა, რომელიც ახლადგანვითარებულ ფესვზეა შემორტყმული.
The embryo of a grass seed is enclosed by two sheathes: a coleoptile, which covers the young shoot, and a coleorhiza, which covers the young root.
570403.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ბუტკოდან ნაყოფამდე.
From Ovary to Fruit.
570404.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მაშინ როცა თესლკვირტებიდან თესლი ვითარდება, ყვავილის ბუტკოდან ნაყოფი ვითარდება, რომელიც იცავს მასში მოთავსებულ თესლს და მომწიფების შემდეგ ხელს უწყობს თესლის გავრცელებას ქარისა თუ ცხოველების საშუალებით.
While the seeds are developing from ovules, the ovary of the flower is developing into a fruit, which protects the enclosed seeds and, when mature, aids in their dispersal by wind or animals.
570405.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
განაყოფიერება იწვევს ჰორმონალურ ცვლილებებს, რომლის შედეგადაც ბუტკო იწყებს ტრანსფორმაციას და ნაყოფად იქცევა.
Fertilization triggers hormonal changes that cause the ovary to begin its transformation into a fruit.
570406.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ჩვეულებრივ, ნაყოფი არ აღმოცენდება თუ ყვავილი არ დაიმტვერა. შედეგად, ყვავილი ჭკნება და კვდება.
If a flower has not been pollinated, fruit usually does not develop, and the entire flower withers and falls away.
570407.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ნაყოფის განვითარების დროს, ბუტკოს კედელი ნაყოფსაფარად, ანუ ნაყოფის სქელ კედლად გადაიქცევა.
During fruit development, the ovary wall becomes the pericarp, the thickened wall of the fruit.
570408.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ბუტკოს ზრდასთან ერთად, ყვავილის სხვა ნაწილები ჭკნება და ცვივა.
As the ovary grows, the other parts of the flower wither and are shed.
570409.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მაგალითად, ბარდას გამოფიტული თავი მუხუდოს ყვავილის სტიგმის ნარჩენია.
For example, the pointed tip of a pea pod is the withered remains of the pea flower's stigma.
570410.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ნაყოფი რამდენიმე ტიპის კატეგორიად იყოფა თავისი წარმოშობისა და განვითარების მიხედვით.
Fruits are classified into several types, depending on their developmental origin.
570411.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ნაყოფის უმრავლესობა ერთი ნაყოფფოთლიდან ან რამდენიმე შერწყმული ნაყოფფოთლიდან ვითარდება. მათ მარტივი ნაყოფი ეწოდებათ.
Most fruits are derived from a single carpel or several fused carpels and are called simple fruits.
570412.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ზოგიერთი მარტივი ნაყოფი წვნიანია, როგორიცაა მაგალითად ატამი; სხვები კი გამომშრალია, როგორიცაა მაგალითად, ბარდა ან თხილი.
Some simple fruits are fleshy, such as a peach, whereas others are dry, such as a pea pod or a nut.
570413.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
რთული ნაყოფი აღმოცენდება მხოლოდ ერთი ყვავილიდან, რომელსაც ერთზე მეტი ცალკეული ნაყოფფოთოლი აქვს.
An aggregate fruit results from a single flower that has more than one separate carpel, each forming a small fruit.
570414.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თითოეული მათგანი პატარა ნაყოფად ყალიბდება. ისინი ერთად გროვდება, სწორედ ისე, როგორც ჟოლოში.
These "fruitlets" are clustered together on a single receptacle, as in a raspberry.
570415.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
რაც შეეხება რთული სტრუქტურის ნაყოფს, იგი ყვავილედიდან – ერთმანეთთან მჭიდროდ შეერთებული ყვავილების ჯგუფად ვითარდება.
A multiple fruit develops from an inflorescence, a group of flowers tightly clustered together.
570416.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
როცა ბუტკოების კედლები შესქელებას იწყებს, ისინი ერთმანეთს ერწყმის და ერთ ნაყოფში ერთიანდება, როგორც ანანასის შემთხვევაში ხდება.
When the walls of the many ovaries start to thicken, they fuse together and become incorporated into one fruit, as in a pineapple.
570417.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მაგალითად, ვაშლის ყვავილებში ბუტკო მოთავსებულია ყვავილსაჯდომში. ამ მარტივი ნაყოფის წვნიანი ნაწილი, როგორც წესი, დიდი ზომის ყვავილსაჯდომიდან წარმოიქმნება; მხოლოდ ვაშლის გული ყალიბდება ბუტკოდან.
In apple flowers, for example, the ovary is embedded in the receptacle, and the fleshy part of this simple fruit is derived mainly from the enlarged receptacle; only the apple core develops from the ovary.
570418.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ამ მხრივ, მაგალითისთვის მარწყვიც გამოდგება, რადგან იგი რთული ნაყოფია, რომელიც დიდი ზომის ყვავილსაჯდომისგან შედგება პატარა ერთთესლიანი ნაყოფებით.
Another example is the strawberry, an aggregate fruit consisting of an enlarged receptacle embedded with tiny one-seeded fruits.
570419.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ჩვეულებრივ, ნაყოფი თითქმის იმავე დროს მწიფდება, როცა თესლი ჩამოყალიბებას ასრულებს.
A fruit usually ripens about the same time that its seeds complete their development.
570420.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
უნდა აღინიშნოს, რომ მშრალი ნაყოფების (როგორიცაა მაგალითად, სოია) დამწიფებას ნაყოფის ქსოვილების დაბერება და გამოშრობა უძღვის წინ. იგივე პროცესი წვნიანი ნაყოფების შემთხვევაში გაცილებით უფრო კომპლექსურია.
Whereas the ripening of a dry fruit, such as a soybean pod, involves the aging and drying out of fruit tissues, the process in a fleshy fruit is more elaborate.