მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571141.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ გრძელი დღის მცენარეებს მოკლე დღის მცენარეებისგან განვასხვავებთ არა აბსოლუტური ღამის სიგრძით, არამედ იმითაც, ღამის კრიტიკული სიგრძე ყვავილობისთვის საჭირო სიბნელის საათების რაოდენობის მაქსიმუმს (გრძელი დღის მცენარეები) განსაზღვრავს, თუ მინიმუმს (მოკლე დღის მცენარეები).
Notice that we distinguish long-day from short-day plants not by an absolute night length but by whether the critical night length sets a maximum (long-day plants) or minimum (shortday plants) number of hours of darkness required for flowering.
571142.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ორივე შემთხვევაში, ღამის კრიტიკული სიგრძის საათების რეალური რაოდენობა მცენარის ყოველი სახეობისთვის სპეციფიკურია.
In both cases, the actual number of hours in the critical night length is specific to each species of plant.
571143.
ბიოლოგია | თავი XXXIX
წითელი სინათლე ყველაზე ეფექტური ფერია ფოტოპერიოდის ღამეული ნაწილის შესაწყვეტად.
Red light is the most effective color in interrupting the nighttime portion of the photoperiod.
571144.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მოქმედების სპექტრისა და ფოტოშექცევადობის ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ წითელ სინათლეს მიიღებს პიგმენტი ფიტოქრომი.
Action spectra and photoreversibility experiments show that phytochrome is the pigment that receives the red light.
571145.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მაგალითად, თუ წითელი სინათლის (R) ნაკადს სიბნელის პერიოდში მოჰყვა შორეული წითელი სინათლის (FR) ნაკადი, მაშინ მცენარე ღამის სიგრძის შეწყვეტას არ აფიქსირებს.
For example, if a flash of red light (R) during the dark period is followed by a flash of far-red (FR) light, then the plant detects no interruption of right length.
571146.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ფიტოქრომებით სტიმულირებული თესლის გაღვივების ანალოგიურად, ხდება წითელი/შორეული წითელი ფოტოშექცევადობა.
As in the case of phytochrome-mediated seed germination, red/far-red photoreversibility occurs.
571147.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მცენარეები ზუსტად აფიქსირებენ ღამის ხანგრძლივობას.
Plants detect night length very precisely.
571148.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ზოგიერთი მოკლე დღის მცენარე არ აყვავდება, თუ ღამე კრიტიკულ სიგრძეზე ერთი წუთით მაინც მოკლეა.
Some short-day plants will not flower if the night is even 1 minute shorter than the critical length.
571149.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მცენარეთა ზოგიერთი სახეობა ყოველთვის წლის ერთსა და იმავე დღეს ყვავილობს.
Some plant species always flower on the same day each year.
571150.
ბიოლოგია | თავი XXXIX
როგორც ჩანს, მცენარეები ფიტოქრომის დახმარებით მომართულ თავიანთ ბიოლოგიურ საათს იყენებენ, რომ ღამის სიგრძის გაზომვით წელიწადის დრო განსაზღვრონ.
It appears that plants use their biological clock, apparently entrained with the help of phytochrome, to tell the season of the year by measuring night length.
571151.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მეყვავილეობა (ყვავილების მოშენება) ამ ცოდნას იყენებს არასეზონურად ყვავილების მოსაშენებლად.
The floriculture (flower-growing) industry has applied this knowledge to produce flowers out of season.
571152.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მაგალითად, ქრიზანთემა მოკლე დღის მცენარეა, რომელიც ჩვეულებრივ, შემოდგომაზე ყვავის, მაგრამ მცენარის მოტყუებით შეიძლება მისი ყვავილობის დედის დღემდე, მაისამდე გადაწევა, ამას თითოეულ გრძელ ღამეს სინათლის ნაკადის დასხივებით ახერხებენ, და ამრიგად, ერთ გრძელ ღამეს ორ მოკლე ღამედ აქცევენ.
Chrysanthemums, for instance, are short-day plants that normally bloom in fall, but their blooming can be stalled until Mother's Day in May by punctuating each long night with a flash of light, thus turning one long night into two short nights.
571153.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ზოგიერთი მცენარე ყვავილობისთვის საჭირო ერთი ფოტოპერიოდის შედეგად ყვავის.
Some plants bloom after a single exposure to the photoperiod required for flowering.
571154.
ბიოლოგია | თავი XXXIX
სხვა სახეობებს შესაბამისი ფოტოპერიოდის რამდენიმე თანმიმდევრული დღე სჭირდება.
Other species need several successive days of the appropriate photoperiod.
571155.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ხოლო ზოგი მცენარე ფოტოპერიოდს უპასუხებს მხოლოდ მაშინ, თუ მათზე უკვე იქონია გავლენა სხვა რაიმე გარემო გამაღიზიანებელმა, როგორიცაა ცივი ტემპერატურის პერიოდი.
Still, other plants will respond to a photoperiod only if they have been previously exposed to some other environmental stimulus, such as a period of cold temperatures.
571156.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მაგალითად, საშემოდგომო ხორბალი არ აყვავდება, თუ ჯერ რამდენიმე კვირით 10°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე არ იმყოფება.
Winter wheat, for example, will not flower unless it has been exposed to several weeks of temperatures below 10°C.
571157.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მცენარის გაყვავილების მისაღწევად ცივი დამუშავების გამოყენებას, იაროვიზაცია (ლათ. „გაზაფხული“) ეწოდება.
This use of pretreatment with cold to induce flowering is called vernalization (Latin for "spring").
571158.
ბიოლოგია | თავი XXXIX
საშემოდგომო ხორბლის იაროვიზაციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გრძელდღეებიანი (მოკლე ღამეებიანი) ფოტოპერიოდი აყვავებას იწვევს.
Several weeks after winter wheat is vernalized, a photoperiod with long days (short nights) induces flowering.
571159.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ყვავილობის ჰორმონი?
A Flowering Hormone?
571160.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ყვავილობს მცენარის კვირტი, მაგრამ ბევრ სახეობაში სწორედ ფოთოლი აფიქსირებს ფოტოპერიოდს.
Floral buds develop into flowers, but in many species, it is leaves that detect photoperiod.