მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571201.
ბიოლოგია | თავი XXXIX
სტატოლითებს, თავიანთი სიხშირის წყალობით, შეუძლიათ, გრავიტაციის აღქმის უნარი ისეთი მექანიზმით გაზარდონ, რომელიც მათი არყოფნის შემთხვევაში უფრო ნელა მოქმედებს.
Statoliths, because of their density, may enhance gravitational sensing by a mechanism that works more slowly in their absence.
571202.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მექანიკური გამაღიზიანებლები.
Mechanical Stimuli.
571203.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ქარიანი მთის ქედზე მდგარ ხეს ჩვეულებრივ უფრო მოკლე, განიერი ზრო აქვს, ვიდრე იმავე ჯიშის ხეს, რომელიც უფრო დაცულ ადგილზე იზრდება.
A tree growing on a windy mountain ridge usually has a shorter, stockier trunk than a tree of the same species growing in a more sheltered location.
571204.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ტანმორჩილობის უპირატესობა ისაა, რომ ეს საშუალებას აძლევს მცენარეს, ძლიერი ქარის დროს მიწაზე თავი შეიმაგროს.
The advantage of this stunted morphology is that it enables the plant to hold its ground against strong gusts of wind.
571205.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ტერმინი ტიგმომორფოგენეზი (ბერძ. thigma – შეხება) ნიშნავს ფორმის შეცვლას მექანიკური გაღიზიანებების საპასუხოდ.
The term thigmomorphogenesis (from the Greek thigma, touch) refers to the changes in form that result from mechanical perturbation.
571206.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მცენარეები ძალზე მგრძნობიარენი არიან მექანიკური სტრესისადმი.
Plants are very sensitive to mechanical stress.
571207.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ფოთლის სიგრძის სახაზავით გაზომვაც კი მოქმედებს მის შემდგომ ზრდაზე.
Even the act of measuring the length slub of a leaf with a ruler alters its subsequent growth.
571208.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ახალგაზრდა მცენარის ღეროზე დღეში ორჯერ გახახუნების შედეგად უფრო მოკლე მცენარეებს ვიღებთ.
Rubbing the stems of a young plant a couple of times daily results in plants that are shorter than controls.
571209.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მექანიკური სტიმულირება ააქტიურებს სასიგნალო გადამცემ გზას, რაც ასევე გულისხმობს ციტოზოლური Ca2+- ის მატებას, ეს კი გარკვეული გენების გააქტიურებას ემსახურება.
Mechanical stimulation activates a signal transduction pathway involving an increase in cytosolic Ca2+ that mediates the activation of specific genes.
571210.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ზოგიერთი სახეობის მცენარე ხანგრძლივი ევოლუციის შედეგად „შეხების სპეციალისტი“ გახდა.
Some plant species have become, over the course of their evolution, "touch specialists."
571211.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მწვავე რეაქცია მექანიკურ გამაღიზიანებელზე ასეთი მცენარეების სიცოცხლის „სტრატეგიის“ განუყოფელი ნაწილია.
Acute responsiveness to mechanical stimuli is an integral part of these plants' life "strategies."
571212.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ზოგიერთ ვაზსა და სხვა მცოცავ მცენარეებს აქვს ულვაშები, რომლებიც სწრაფად შემოეჭდობა დასაყრდენებს.
Most vines and other climbing plants have tendrils that coil rap(a) Unstimulated idly around supports.
571213.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ეს მობღაუჭე მცენარეები ჩვეულებრივ სიმაღლეში იზრდება, სანამ რამეს ეხება.
These grasping organs usually grow straight until they touch something.
571214.
ბიოლოგია | თავი XXXIX
კონტაქტი ასტიმულირებს დაგრაგნის პასუხს, რასაც იწვევს ულვაშის საპირისპირო მხარეებზე უჯრედების განსხვავებული ზრდა.
The contact stimulates coiling responses caused by the differential growth of cells on Leaflets on opposite sides of the tendril.
571215.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ამ მიმართულ ზრდას შეხებაზე საპასუხოდ ეწოდება ტიგმოტროფიზმი, და იგი ვაზს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს ნებისმიერი მექანიკური საყრდენით თავის გზაზე და აცოცდეს ტყის საფარისკენ.
This directional growth in response to touch is called thigmotropism, and it allows the vine to take advantage of whatever mechanical supports it comes across as it climbs upward toward a forest canopy.
571216.
ბიოლოგია | თავი XXXIX
შეხების სპეციალისტების სხვა მაგალითებია მცენარეები, რომლებიც მექანიკურ მასტიმულირებლებზე ფოთლების სწრაფი მოძრაობით რეაგირებენ.
Other examples of touch specialists are plants that undergo rapid leaf movements in response to mechanical stimulation.
571217.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მაგალითად, როდესაც მგრძნობიარე მცენარის Mimosa pudica-ის რთულ ფოთოლს ეხებიან, იგი ჩამოიშლება და მისი ფურცლები ერთმანეთში ჩაიხვევა.
For example, when the compound leaf of the sensitive plant Mimosa pudica is touched, it collapses, and its leaflets fold together.
571218.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ამ პასუხს, რომელსაც მხოლოდ ერთი ან ორი წამი სჭირდება, იწვევს ფოთლის ბალიშების შიგნითა უჯრედების მიერ ტურგორის სწრაფი კარგვა, ესენია სპეციალიზებული მოტორული ორგანოები, რომლებიც ფოთლის მუხლთან არიან მოთავსებული.
This response, which takes only a second or two, results from a rapid loss of turgor by cells within pulvini, specialized motor organs located at the joints of the leaf.
571219.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მოტორული უჯრედები გაღიზიანებისთანავე დუნდებიან, რადგანაც ისინი კარგავენ კალიუმს, ეს კი ოსმოსის საშუალებით უჯრედების წყლისგან დაცლას იწვევს.
The motor cells suddenly become flaccid after stimulation because they lose potassium, which causes water to leave the cells by osmosis.
571220.
ბიოლოგია | თავი XXXIX
უჯრედს დაახლოებით 10 წუთი სჭირდება ტურგორის დასაბრუნებლად და ფოთლის „არასტიმულირებული“ ფორმის აღსადგენად.
It takes about 10 minutes for the cells to regain their turgor and restore the "unstimulated" form of the leaf.