მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571241.
ბიოლოგია | თავი XXXIX
წყლის უკიდურესი დეფიციტი, რასაკვირველია, მცენარეს კლავს, რაც ალბათ ქოთნის ყვავილების მაგალითზე საკუთარი გამოცდილებიდანაც გეცოდინებათ.
Severe water deficit, of course, will kill a plant, as you may know from experience with houseplants.
571242.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მაგრამ მცენარეებს აქვთ კონტროლის სისტემები, რაც მათ საშუალებას აძლევს წყლის ნაკლებად ექსტრემალურ დეფიციტს გაუძლონ.
But plants have control systems that enable them to cope with less extreme water deficits.
571243.
ბიოლოგია | თავი XXXIX
წყლის დეფიციტზე მცენარის ბევრი პასუხი ეხმარება მას, დაზოგოს წყალი ტრანსპირაციის დონის შემცირებით.
Many of a plant's responses to water deficit help the plant conserve water by reducing the rate of transpiration.
571244.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ფოთოლში წყლის დეფიციტი ჩამკეტ უჯრედებს აკარგვინებს ტურგორს, კონტროლის მარტივ მექანიზმს, რომელიც ტრანსპირაციას ბაგეების ხვრელის დახურვით ანელებს.
Water deficit in a leaf causes guard cells to lose turgor, a simple control mechanism that slows transpiration by closing stomata.
571245.
ბიოლოგია | თავი XXXIX
გარდა ამისა, წყლის დეფიციტი ფოთოლში სტიმულს აძლევს სინთეზის მატებას და აბსცისის მჟავის გამოთავისუფლებას, ეს ჰორმონი კი ბაგეების ხვრელის დახურვას ჩამკეტი უჯრედების მემბრანებზე ზემოქმედებით ეხმარება.
Water deficit also stimulates increased synthesis and release of abscisic acid in the leaf, and this hormone helps keep stomata closed by acting on guard cell membranes.
571246.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ფოთლები წყლის დეფიციტზე სხვაგვარადაც რეაგირებენ.
Leaves respond to water deficits in several other ways.
571247.
ბიოლოგია | თავი XXXIX
იმის გამო, რომ უჯრედის გაფართოება ტურგორზე დამოკიდებული პროცესია, წყლის დეფიციტი აბრკოლებს ნედლი ფოთლების ზრდას.
Because cell expansion is a turgor-dependent process, a water deficit will inhibit the growth of young leaves.
571248.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ამ პასუხს მინიმუმამდე დაჰყავს ტრანსპირაციის გზით წყლის დაკარგვა, რადგან აფერხებს ფოთლის ზედაპირის ზრდას.
This response minimizes the transpirational loss of water by slowing the increase in leaf surface.
571249.
ბიოლოგია | თავი XXXIX
როდესაც წყლის დეფიციტის გამო ბევრი ბალახეული სახეობა და სხვა მცენარეების ფოთლები ჭკნება, ისინი ისეთ ფორმას იღებენ, რომ მშრალ ჰაერსა და ქარისგან ფოთლის რაც შეიძლება ნაკლები ზედაპირი აღმოჩნდეს დაუცველი, რათა ტრანსპირაცია შეამცირონ.
When the leaves of many grasses and other plants wilt from a water deficit, they roll into a shape that reduces transpiration by exposing less leaf surface to dry air and wind.
571250.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ გვალვა მოსავლიანობას ამცირებს.
This is one reason a drought diminishes crop yield.
571251.
ბიოლოგია | თავი XXXIX
წყლის დეფიციტს ფესვის ზრდაც პასუხობს.
Root growth also responds to water deficit.
571252.
ბიოლოგია | თავი XXXIX
გვალვისას ნიადაგის გაშრობა ჩვეულებრივ, ზედაპირიდან იწყება.
During a drought, the soil usually dries from the surface down.
571253.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ეს აფერხებს ზედაპირთან ახლოს ფესვების ზრდას ნაწილობრივ იმის გამო, რომ უჯრედები ვერ ინარჩუნებენ დაგრძელებისთვის საჭირო ტურგორს.
This inhibits the growth of shallow roots, partly because cells cannot maintain the turgor required for elongation.
571254.
ბიოლოგია | თავი XXXIX
უფრო ღრმა ფესვები, რომლებიც ჯერ კიდევ ნოტიო ნიადაგშია, ზრდას აგრძელებენ.
Deeper roots surrounded by soil that is still moist continue to grow.
571255.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ამრიგად, ფესვების სისტემის პროლიფერაცია ხდება იმგვარად, რომ მან ნიადაგის წყლით მაქსიმალურად ისარგებლოს.
Thus, the root system proliferates in a way that maximizes exposure to soil water.
571256.
ბიოლოგია | თავი XXXIX
დატბორილი სათბურის მცენარე შეიძლება დაიხრჩოს, რადგან ნიადაგს აკლია ჰაერი, რომელიც ჟანგბადს მიაწვდის ფესვებს უჯრედული რესპირაციისთვის.
An overwatered houseplant may suffocate because the soil lacks the air spaces that provide oxygen for cellular respiration in the roots.
571257.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ზოგიერთი მცენარე სტრუქტურულადაა ადაპტირებული ძალზე ნესტიან გავრცელების არეალს.
Some plants are structurally adapted to very wet habitats.
571258.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მაგალითად, სანაპიროს მეჩხერ წყლებში მზარდი მანგოს ხეების წყალქვეშა ფესვები წარმოადგენენ გაგრძელებას ჰაერში მყოფი ფესვებისა, საიდანაც ჟანგბადს იღებენ.
For example, the submerged roots of trees called mangroves, which inhabit coastal marshes, are continuous with aerial roots that provide access to oxygen.
571259.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მაგრამ როგორ ეგუებიან წყალქვეშა გარემოს ნაკლებად მორგებული მცენარეები ჟანგბადის ნაკლებობას წყლით დატბორილ ნიადაგში?
But how do plants less specialized for aquatic environments cope with oxygen deprivation in waterlogged soils?
571260.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ჟანგბადის ნაკლებობა ასტიმულირებს ჰორმონ ეთილენს, რაც იწვევს ფესვის ქერქის ზოგიერთი უჯრედის აპოპტოზს (უჯრედის პროგრამირებულ სიკვდილს).
Oxygen deprivation stimulates the production of the hormone ethylene, which causes some of the cells in the root cortex to undergo apoptosis (programmed cell death).