მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571561.
ბიოლოგია | თავი XL
ფაშარ შემაერთებელ ქსოვილს ძირითადად ორი ტიპის უჯრედები შეადგენენ: ფიბრობლასტები და მაკროფაგები.
Among the cells scattered in loose connective tissue, two types predominate: fibroblasts and macrophages.
571562.
ბიოლოგია | თავი XL
ფიბრობლასტები გამოყოფენ უჯრედშორისი ბოჭკოების ცილოვან ინგრედიენტებს.
Fibroblasts secrete the protein ingredients of the extracellular fibers.
571563.
ბიოლოგია | თავი XL
მაკროფაგები ამებოიდური უჯრედები არიან, რომლებიც ბოჭკოების ლაბირინთში მოგზაურობენ და უცხო ნაწილაკებსა და მკვდარ უჯრედებს ყლაპავენ ფაგოციტოზის საშუალებით.
Macrophages are amoeboid cells that roam the maze of fibers, engulfing foreign particles and the debris of dead cells by phagocytosis.
571564.
ბიოლოგია | თავი XL
თქვენ გაეცნობით ამ უჯრედების დამახასიათებელ ფუნქციებს და სხვადასხვა ტიპის შემაერთებელ ქსოვილებს ამ თავში მოგვიანებით.
You will learn more about the specific functions of those cells and various connective tissues later in this unit.
571565.
ბიოლოგია | თავი XL
კუნთოვანი ქსოვილი.
Muscle Tissue.
571566.
ბიოლოგია | თავი XL
კუნთოვანი ქსოვილი შედგება გრძელი უჯრედებისგან, რომლებსაც კუნთოვანი ბოჭკოები ეწოდება.
Muscle tissue is composed of long cells called muscle fibers.
571567.
ბიოლოგია | თავი XL
კუნთოვანი ბოჭკოები ციტოპლაზმაში ერთმანეთის პარალელურად არიან განლაგებულნი და შედგება დიდი რაოდენობით შეკუმშვის უნარის მქონე ერთეულებისგან, რომელთაც მიოფიბრილები ეწოდება.
Arranged in parallel within the cytoplasm of muscle fibers are large numbers of contracting units called myofibrils.
571568.
ბიოლოგია | თავი XL
ცხოველთა ქსოვილებს შორის კუნთოვანი ქსოვილი ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება.
Muscle is the most abundant tissue in most animals.
571569.
ბიოლოგია | თავი XL
კუნთის შეკუმშვა დიდი რაოდენობით ენერგიას საჭიროებს, რომელიც უჯრედის მუშაობის დროს წარმოიქმნება აქტიურ ცხოველში.
Muscle contraction accounts for much of the energy-consuming cellular work in an active animal.
571570.
ბიოლოგია | თავი XL
ხერხემლიან ცხოველთა სხეულში სამი სახეობის კუნთოვანი ქსოვილი გვხვდება: ჩონჩხის (განივზოლიანი) კუნთები, გულის კუნთი და გლუვი კუნთები.
In the vertebrate body, there are three types of muscle tissue: skeletal muscle, cardiac muscle, and smooth muscle.
571571.
ბიოლოგია | თავი XL
ნერვული ქსოვილი სტიმულებს აღიქვამს და სიგნალებს, ნერვული იმპულსების ფორმით, გადასცემს ცხოველის სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეში.
Nervous tissue senses stimuli and transmits signals in the form of nerve impulses from one part of the animal to another.
571572.
ბიოლოგია | თავი XL
ნერვული ქსოვილის ფუნქციური ერთეული არის ნეირონი, ანუ ნერვული უჯრედი, რომელიც მოწყობილია ისე, რომ გადასცეს ნერვული იმპულსი, როგორც ეს დეტალურად იყო განხილული 48-ე თავში.
The functional unit of nervous tissue is the neuron, or nerve cell, which is uniquely specialized to transmit nerve impulses, as we discuss in detail in Chapter 48.
571573.
ბიოლოგია | თავი XL
ცხოველების უმრავლესობაში ნერვული ქსოვილი კონცენტრირებულია ტვინში, რომელიც ფუნქციონირებს როგორც ცხოველთა აქტივობის მაკონტროლებელი ცენტრი.
In many animals, nervous tissue is concentrated in the brain, which functions as the control center that coordinates many of the animal's activities.
571574.
ბიოლოგია | თავი XL
ორგანოები და ორგანოთა სისტემები.
Organs and Organ Systems.
571575.
ბიოლოგია | თავი XL
ყველა ცხოველში განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფი ცხოველების გარდა (ღრუბელები და ზოგიერთი ნაწლავღრუიანები), სხვადასხვა ქსოვილი წარმოქმნის ორგანოებს.
In all but the simplest animals (sponges and some cnidarians), different tissues are organized into organs.
571576.
ბიოლოგია | თავი XL
ზოგიერთ ორგანოებში ქსოვილები შრეებს ქმნის.
In some organs, the tissues are arranged in layers.
571577.
ბიოლოგია | თავი XL
მაგალითად, ხერხემლიანების კუჭს აქვს ძირითადი ქსოვილის ოთხი შრე.
For example, the vertebrate stomach has four major tissue layers.
571578.
ბიოლოგია | თავი XL
თხელი ეპითელიუმი გამოფენს კუჭის ღრუს და გამოყოფს ლორწოს და მომნელებელ წვენს.
A thick epithelium lines the lumen and secretes mucus and digestive juices into it.
571579.
ბიოლოგია | თავი XL
ამ შრის გარეთ მოთავსებულია შემაერთებელქსოვილოვანი შრე, რომელიც გარშემორტყმულია გლუვი კუნთებით.
Outside this layer is a zone of connective tissue, surrounded by a thick layer of smooth muscle.
571580.
ბიოლოგია | თავი XL
შემაერთებელი ქსოვილის მომდევნო შრე კი მთლიანად კუჭს ფარავს.
Yet another layer of connective tissue encases the entire stomach.