მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571581.
ბიოლოგია | თავი XL
ხერხემლიანი ცხოველების მრავალი ორგანო დამაგრებულია სხეულის სითხით სავსე ღრუებში შემაერთებელი ქსოვილის გარსების საშუალებით, რომელსაც მეზენტერიუმი ეწოდება.
Many of the organs of vertebrates are suspended by sheets of connective tissue called mesenteries in moist or fluid-filled body cavities.
571582.
ბიოლოგია | თავი XL
ძუძუმწოვრებს აქვთ გულმკერდის ღრუ, სადაც მდებარეობს გული და ფილტვები და რომელიც გამოყოფილია მის ქვემოთ მდებარე მუცლის ღრუსგან კუნთოვანი შრით - დიაფრაგმით.
Mammals have a thoracic cavity housing the lungs and heart that is separated from the lower abdominal cavity by a sheet of muscle called the diaphragm.
571583.
ბიოლოგია | თავი XL
ორგანოები ქმნიან ორგანოთა სისტემებს, რომლებიც ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის აუცილებელ ძირითად ფუნქციებს ასრულებენ.
Representing a level of organization higher than organs, organ systems carry out the major body functions of most animals.
571584.
ბიოლოგია | თავი XL
თითოეული ორგანოთა სისტემა რამდენიმე ორგანოსგან შედგება და სპეციფიკურ ფუნქციას ახორციელებს, თუმცა ყველა სისტემის კოორდინირებული მოქმედება აუცილებელია ცხოველის არსებობისთვის.
Each organ system consists of several organs and has specific functions, but the efforts of all systems must be coordinated for the animal to survive.
571585.
ბიოლოგია | თავი XL
მაგალითად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მიერ შეწოვილი საკვები ნივთიერებები ვრცელდება მთელ ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის სისტემის დახმარებით.
For instance, nutrients absorbed from the digestive tract are distributed throughout the body by the circulatory system.
571586.
ბიოლოგია | თავი XL
მაგრამ გული, რომლის შეკუმშვის შედეგადაც სისხლი სისხლძარღვებში მოძრაობს, დამოკიდებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ შეთვისებულ საკვებ ნივთიერებებზე და ჟანგბადზე, რომლის მოწოდებასაც სუნთქვის სისტემა უზრუნველყოფს.
But the heart, which pumps blood through the circulatory system, depends on nutrients absorbed by the digestive tract as well as on oxygen obtained by the respiratory system.
571587.
ბიოლოგია | თავი XL
ცხოველები იყენებენ საკვების ქიმიურ ენერგიას ფორმისა და ფუნქციის შესანარჩუნებლად.
Animals use the chemical energy in food to sustain form and function.
571588.
ბიოლოგია | თავი XL
ყველა ორგანიზმი საჭიროებს ქიმიურ ენერგიას ზრდის, აღდგენის, სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესებისთვის (ცხოველებში მოძრაობის ჩათვლით), რეგულაციისა და რეპროდუქციისთვის.
All organisms require chemical energy for growth, repair, physiological processes (including movement in the case of animals), regulation, and reproduction.
571589.
ბიოლოგია | თავი XL
როგორც სხვა თავებში იქნა განხილული, ორგანიზმების დაყოფა შეიძლება მათ მიერ ენერგიის მოხმარების გზების მიხედვით.
As we have discussed in other chapters, organisms can be classified by how they obtain this energy.
571590.
ბიოლოგია | თავი XL
ავტოტროფები, როგორიც არიან მცენარეები, გამოიყენებენ სინათლის ენერგიას იმისთვის, რომ ააგონ ენერგიით მდიდარი ორგანული მოლეკულები და შემდეგ გამოიყენონ ისინი საწვავად.
Autotrophs such as plants use light energy to build energy-rich organic molecules and then use those organic molecules for fuel.
571591.
ბიოლოგია | თავი XL
მათგან განსხვავებით, ჰეტეროტროფები (ცხოველები) მათთვის საჭირო ენერგიას საკვებიდან იღებენ, რომელიც სხვა ორგანიზმების მიერ სინთეზირებულ ორგანულ მოლეკულებს შეიცავს.
In contrast, heterotrophs such as animals must obtain their chemical energy from food, which contains organic molecules synthesized by other organisms.
571592.
ბიოლოგია | თავი XL
ენერგიის დინება ცხოველურ ორგანიზმში - მისი ბიოენერგეტიკა, საბოლოოდ განსაზღვრავს ცხოველის ქცევას, ზრდას, გამრავლებასა და თუ რამდენი საკვები ესაჭიროება მას.
The flow of energy through animal-its bioenergetics ultimately limits the animal's behavior, growth, and reproduction and determines how much food it needs.
571593.
ბიოლოგია | თავი XL
ენერგიის წყაროები და მათი მდებარეობა.
Energy Sources and Allocation.
571594.
ბიოლოგია | თავი XL
ცხოველები იღებენ ქიმიურ ენერგიას საკვებიდან.
Animals harvest chemical energy from food.
571595.
ბიოლოგია | თავი XL
საკვები გადამუშავდება ფერმენტული ჰიდროლიზის შედეგად, შემდეგ ენერგიის შემცველი მოლეკულები შთაინთქმება სხეულის უჯრედების მიერ.
Food is digested by enzymatic hydrolysis, and energy-containing molecules are absorbed by body cells.
571596.
ბიოლოგია | თავი XL
შეწოვის შემდეგ ენერგიის შემცველი მოლეკულების ძირითადი ნაწილი გამოიყენება ატფ-ის სინთეზისთვის, უჯრედული სუნთქვისა და ფერმენტაციის კატაბოლური პროცესების დროს.
Once absorbed, most of these energy-containing molecules are used to generate ATP by the catabolic processes of cellular respiration and fermentation.
571597.
ბიოლოგია | თავი XL
ატფ-ის ქიმიური ენერგია შესაძლებელს ხდის უჯრედის მუშაობას, საშუალებას აძლევს უჯრედებს, ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებს, შეასრულონ თავიანთი ფუნქციები, რათა ცხოველს სიცოცხლე შეუნარჩუნონ.
The chemical energy of ATP powers cellular work, enabling cells, organs, and organ systems to perform the many functions that keep an animal alive.
571598.
ბიოლოგია | თავი XL
რადგან ატფ-ის წარმოქმნა და გამოყენება სითბოს გამოყოფასთან არის დაკავშირებული, ცხოველები თავიანთ გარემოში გასცემენ სითბოს.
Because the production and use of ATP generate heat, an animal continuously gives off heat to its surroundings.
571599.
ბიოლოგია | თავი XL
სითბოს ბალანსი უფრო დეტალურად ამავე თავში მოგვიანებით განიხილება.
Heat balance is discussed in more detail later in this chapter.
571600.
ბიოლოგია | თავი XL
მას შემდეგ, რაც ენერგიის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია, საკვების დარჩენილი მოლეკულები გამოიყენება ბიოსინთეზისთვის, სხეულის ზრდისა და აღდგენის ჩათვლით, ცხიმის სახით ნივთიერების დამარაგებისთვის, გამეტების წარმოქმნისთვის.
After the energetic needs of staying alive are met, any remaining molecules from food can be used in biosynthesis, including body growth and repair, synthesis of storage material such as fat, and production of gametes.