მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571641.
ბიოლოგია | თავი XL
განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს უჩვეულოდ დაბალი მეტაბოლიზმის საშუალო სიჩქარე აქვთ, 1,5 BMR, რაც მჯდომარე ცხოვრების ნირის შედეგია.
Humans in most developed countries have an unusually low average daily metabolic rate of about 1.5 times BMR an indication of relatively sedentary lifestyles.
571642.
ბიოლოგია | თავი XL
ენერგიის ბიუჯეტები.
Energy Budgets.
571643.
ბიოლოგია | თავი XL
სხვადასხვა სახეობები საკვების ენერგიას და ნივთიერებებს სხვადასხვა გზით იყენებენ, რაც დამოკიდებულია მათ საარსებო გარემოზე, ზომებზე, ქცევაზე და ენდოთერმულ ან ექტოთერმულ სტრატეგიაზე.
Different species of animals use the energy and materials in vet food in different ways, depending on their environment, behavior, size, and basic strategy of endothermy or ectothermy.
571644.
ბიოლოგია | თავი XL
ცხოველების უმრავლესობისთვის, საკვების ძირითადი დანიშნულებაა ატფ-ის წარმოქმნა და მისი შედარებით მცირე ნაწილი გამოიყენება გამრავლებისა და ზრდისთვის.
For most animals, the majority of food is devoted to the production of ATP, and relatively little goes to growth or reproduction.
571645.
ბიოლოგია | თავი XL
მიუხედავად ამისა, ენერგიის ის რაოდენობა, რომელიც გამოიყენება BMR (ან SMR) და სხეულის ტემპერატურის კონტროლი იცვლება სახეობების მიხედვით.
However, the amount of energy used for BMR (or SMR), activity, and body temperature control varies considerably between species.
571646.
ბიოლოგია | თავი XL
მაგალითად, განვიხილოთ ტიპური ენერგეტიკული ბიუჯეტი ხმელეთის 4 ხერხემლიანისთვის: 25 გრამიანი ირმის თაგვისთვის, 4 კილოგრამიანი მდედრი პითონისთვის, 4 კილოგრამიანი ადელის პინგვინისთვის და 60-კილოგრამიანი ქალისთვის.
For example, consider the typical energy "budgets" of four terrestrial vertebrates: a 25-g female deer mouse, a 4-kg female python, a 4-kg male Adélie penguin, and a 60-kg female human.
571647.
ბიოლოგია | თავი XL
ქალი ხარჯავს საკუთარი ენერგიის დიდ ნაწილს მეტაბოლიზმის ბაზალური სიჩქარისთვის და შედარებით მცირე ნაწილს აქტივობასა და სხეულის ტემპერატურის რეგულირებისთვის.
The female human spends a large fraction of her energy budget on BMR and relatively little on activity and body temperature regulation.
571648.
ბიოლოგია | თავი XL
ზრდაზე მიდის ენერგეტიკული ბიუჯეტის ძალზე მცირე ნაწილი, წლიური ენერგიის ბიუჯეტის დაახლოებით 1%, რაც წელიწადში ერთი კილოგრამი ცხიმის, ან 5-6 კგ. სხვა ქსოვილების ეკვივალენტურია.
The small amount of growth, about 1% of her annual energy budget, is equivalent to adding about 1 kg of body fat or 5-6 kg of other tissues.
571649.
ბიოლოგია | თავი XL
ფეხმძიმობის 9 თვე და ძუძუთი კვება დედის წლიური ენერგეტიკული მოთხოვნილებების 5-8% შეადგენს.
The cost of nine months of pregnancy and several months of breast-feeding amounts to only 5-8% of the mother's annual energy requirements.
571650.
ბიოლოგია | თავი XL
მამრი პინგვინი გამოიყენებს თავისი ენერგეტიკული დანახარჯების დიდ ნაწილს აქტივობისთვის, რადგან იგი ძალზე ბევრს ცურავს საკვების დასაჭერად.
A male penguin spends a much larger fraction of his energy expenditures on activity because he swims to catch food.
571651.
ბიოლოგია | თავი XL
პინგვინის სხეულს კარგი სითბოიზოლაცია აქვს და შედარებით დიდი ზომისაა, ამიტომ, ნაკლებ ენერგიას ხარჯავს ტემპერატურის რეგულაციისთვის, რადგან შეგუებულია ანტარქტიკის ცივ გარემოში ცხოვრებას.
Because the penguin is well insulated and fairly large, he has relatively low costs of temperature regulation in spite of living in the cold antarctic environment.
571652.
ბიოლოგია | თავი XL
მისი ენერგეტიკული დანახარჯი წლიური ენერგეტიკული დანახარჯის 6% შეადგენს, რაც ძირითადად კვერცხის ინკუბაციაზე და წიწილების გამოკვებაზე დახარჯულ ენერგიაზე მოდის.
His reproductive costs, about 6% of annual energy expenditures, mainly come from incubating eggs (brooding) and bringing food to his chicks.
571653.
ბიოლოგია | თავი XL
ირმის თაგვის მდედრი ენერგეტიკული ბიუჯეტის დიდ ნაწილს ტემპერატურის რეგულაციაში ხარჯავს.
The female deer mouse spends a large fraction of her energy budget on temperature regulation.
571654.
ბიოლოგია | თავი XL
მისი სხეულის ზედაპირის შეფარდების მის მოცულობასთან მაღალი მაჩვენებელი აქვს, რაც სხეულის მცირე ზომით არის განპირობებული, ამიტომ თაგვი სითბოს სწრაფად კარგავს და გამუდმებით უნდა ახერხებდეს მეტაბოლური სითბოს წარმოქმნას სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად.
Because of the high surface-to-volume ratio that goes with small size, mice lose body heat rapidly and must constantly generate metabolic heat to maintain body temperature.
571655.
ბიოლოგია | თავი XL
გამრავლებაზე მდედრი თაგვი თავისი წლიური ენერგეტიკული ბიუჯეტის 12%-ს ხარჯავს.
Female deer mice spend about 12% of their energy budget on reproduction.
571656.
ბიოლოგია | თავი XL
ამ ენდოთერმული ცხოველებისგან განსხვავებით, ექტოთერმული პითონი ტემპერატურის რეგულაციაზე ენერგიას არ ხარჯავს.
In contrast to these endothermic animals, the ectothermic python has no temperature regulation costs.
571657.
ბიოლოგია | თავი XL
როგორც ყველა ქვეწარმავალი, ისიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იზრდება.
Like most reptiles, she grows continuously throughout life.
571658.
ბიოლოგია | თავი XL
სურათ 40.10-ზე მოყვანილ მაგალითში, გველი იმატებს 750 გრამ სხეულის ახალ ქსოვილებს.
In the example in Figure 40.10, the snake added about 750 g of new body tissue.
571659.
ბიოლოგია | თავი XL
ის აგრეთვე წარმოქმნის 650გ. კვერცხებს.
She also produced about 650 g of eggs.
571660.
ბიოლოგია | თავი XL
პითონის ეკონომიური ექტოთერმული სტრატეგია, მას შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეს ძალზე დაბალი ენერგეტიკული დანახარჯი მასის ერთეულზე, რომელიც მსგავსი ზომის ენდოთერმული პინგვინის ენერგეტიკული დანახარჯის მხოლოდ 1/40 შეადგენს.
The python's economical ectothermic strategy is revealed by her very low energy expenditure per unit mass, which is only 1/40 of the energy expended by the similarly-sized endothermic penguin.