მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571901.
ბიოლოგია | თავი XL
კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ იგი იღვიძებს რამდენიმე საათით, გამოიმუშავებს მეტაბოლურ სითბოს და სხეულის ტემპერატურა 37°С-მდე აჰყავს.
Every week or two, it arouses for a few hours, using metabolic heat to warm up to about 37°C.
571902.
ბიოლოგია | თავი XL
ეს პერიოდული გაღვიძებები საჭიროა იმ ფუნქციების შესანარჩუნებლად, რომლებიც მაღალ ტემპერატურას საჭიროებენ.
These periodic arousals may be needed for maintenance functions that require high body temperature.
571903.
ბიოლოგია | თავი XL
ჰიბერნაციის საშუალებით ბელდინგის თრია თავს იცავს ზამთრის სიცივისგან და საგრძნობლად ამცირებს ზამთარში გადარჩენისთვის საჭირო ენერგეტიკულ დანახარჯებს.
By hibernating, Belding's ground squirrels avoid severe colds and greatly reduce the amount of energy they need to survive the winter.
571904.
ბიოლოგია | თავი XL
იმის ნაცვლად, რომ დახარჯოს 150 კკალ ენერგია დღეში, რათა შეინარჩუნოს სხეულის ნორმალური ტემპერატურა ზამთრის ამინდში, თრია თავის სოროში ჰიბერნაციის დროს დღეში მხოლოდ 5-8კკალ-ს ხარჯავს და შეუძლია იარსებოს მხოლოდ დამარაგებული ცხიმის ხარჯზე.
Instead of having to spend 150 kcal per day to maintain normal body temperatures in winter weather, a squirrel in its burrow spends an average of only 5-8 kcal per day and can live on stored fat.
571905.
ბიოლოგია | თავი XL
ესტივაცია - ზაფხულის უმოძრაობა, ასევე ხასიათდება შენელებული მეტაბოლიზმით და უმოძრაობით, ის ცხოველებს საშუალებას აძლევს, გადაიტანონ მაღალი ტემპერატურა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მწირი საკვები რესურსების პერიოდში.
Estivation, or summer torpor, also characterized by slow metabolism and inactivity, enables animals to survive long periods of high temperatures and scarce water supplies.
571906.
ბიოლოგია | თავი XL
ჰიბერნაცია და ესტივაცია ირთვება დღის ხანგრძლივობის სეზონური ცვლილების შედეგად.
Hibernation and estivation are often triggered by seasonal changes in the length of daylight.
571907.
ბიოლოგია | თავი XL
მაგალითად, თრიები ჰიბერნაციის წინა პერიოდში ერთ თვეში წონას იორმაგებენ.
For example, ground squirrels double their weight in a month of gorging.
571908.
ბიოლოგია | თავი XL
მრავალ მცირე ზომის ძუძუმწოვარს და ფრინველს ახასიათებს დღიური გაშეშება, რაც საკვების მოპოვებასთან არის დაკავშირებული.
Many small mammals and birds exhibit a daily torpor that seems to be adapted to their feeding patterns.
571909.
ბიოლოგია | თავი XL
მაგალითად, ღამურების და ბიგების უმრავლესობა ღამე იკვებება, ხოლო დღის განმავლობაში უმოძრაოდ არის.
For instance, most bats and shrews feed at night and go into torpor during daylight hours.
571910.
ბიოლოგია | თავი XL
მცირე ზომის ფრინველი (Parus) და კოლიბრი იკვებებიან მთელი დღის განმავლობაში, ხოლო ღამით უმოძრაონი ხდებიან და მათი სხეული ტემპერატურა 10°С, ხოლო კოლიბრიში კი 25-30°С- მდე ეცემა.
Chickadees and hummingbirds feed during the day and often go into torpor on cold nights, the body temperature of chickadees drops as much as 10°C at night, and that of hummingbirds can fall 25-30°C.
571911.
ბიოლოგია | თავი XL
ყველა ის ენდოთერმული ცხოველი, რომელსაც დღეღამური უმოძრაობა ახასიათებს, შედარებით მცირე ზომის არის.
All endotherms that use daily torpor are relatively small.
571912.
ბიოლოგია | თავი XL
როდესაც ისინი აქტიურები არიან, მეტაბოლიზმის მაღალი სიჩქარე ახასიათებთ და შესაბამისად, ენერგიასაც დიდი რაოდენობით ხარჯავენ.
When active, they have high metabolic rates and, thus, very high rates of energy consumption.
571913.
ბიოლოგია | თავი XL
ცხოველებში აქტივობის და უმოძრაობის დღე-ღამურ ციკლს ბიოლოგიური საათი აკონტროლებს.
An animal's daily cycle of activity and torpor appears to be a built-in rhythm controlled by its biological clock.
571914.
ბიოლოგია | თავი XL
მაშინაც კი, როდესაც საკვები ხელმისაწვდომია ბიგასთვის დღე-ღამის განმავლობაში, მას მაინც ეწყება დღე-ღამური ტორპორი.
Even if food is made available to a shrew all day, it still goes through its daily torpor.
571915.
ბიოლოგია | თავი XL
ადამიანებში ძილის მოთხოვნილება და ძილის დროს სხეულის ტემპერატურის სუსტი კლება შესაძლებელია იყოს ოდესღაც ჩვენს ძუძუმწოვარ წინაპრებში არსებული ტორპორის გადმონაშთი.
The need for sleep in humans and the slight drop in body temperature that accompanies it may be an evolutionary remnant of daily torpor in our early mammalian ancestors.
571916.
ბიოლოგია | თავი XL
ჩვენ განვიხილეთ ცხოველთა ბიოლოგიის ძირითადი პრინციპები.
Having examined some general principles of animal biology.
571917.
ბიოლოგია | თავი XL
ახლა უკვე მზად ვართ, შევისწავლოთ ცხოველებში მიმდინარე ისეთი პროცესები, როგორიც არის როგორიც არის საჭმლის მონელება, სისხლის მიმოქცევა, აირთა ცვლა, ნარჩენების გამოყოფა, გამრავლება და კოორდინაცია.
We are now ready to compare how diverse animals perform such activities as digestion, circulation, gas exchange, excretion of wastes, reproduction, and coordination.
571918.
ბიოლოგია | თავი XLI
ცხოველთა კვება.
Animal Nutrition.
571919.
ბიოლოგია | თავი XLI
კვების საჭიროება.
The Need to Feed.
571920.
ბიოლოგია | თავი XLI
საკვების მიღების ყოველი დრო გვახსენებს, რომ ჩვენ ჰეტეროტროფები ვართ და საკვების რეგულარულ მომარაგებაზე ვართ დამოკიდებულნი.
Every mealtime is a reminder that we are heterotrophs dependent on a regular supply of food.