მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571921.
ბიოლოგია | თავი XLI
ყველა ცხოველი ჭამს სხვა ორგანიზმებს – მკვდარს ან ცოცხალს, მთლიანად ან ნაჭრებად.
All animals eat other organisms-dead or alive, whole or by the piece.
571922.
ბიოლოგია | თავი XLI
ზოგადად, ცხოველები სამი კვებითი კატეგორიიდან ერთს შეესაბამებიან.
In general, animals fit into one of three dietary categories.
571923.
ბიოლოგია | თავი XLI
ჰერბივორები, როგორიცაა გორილა, რქოსანი საქონელი, კურდღელი და ბევრი ლოკოკინა, ძირითადად ავტოტროფებით იკვებებიან.
Herbivores, such as gorillas, cattle, hares, and many snails, eat mainly autotrophs.
571924.
ბიოლოგია | თავი XLI
კარნივორები, როგორიცაა ზვიგენი, მიმინო, ობობა და გველები, სხვა ცხოველებს ჭამენ.
Carnivores, such as sharks, hawks, spiders, and snakes, eat other animals.
571925.
ბიოლოგია | თავი XLI
ომნივორები რეგულარულად მოიხმარენ ცხოველებს, ისევე როგორც უმაღლეს მცენარეებსა და წყალმცენარეებს.
Omnivores regularly consume animals as well as plant or algal matter.
571926.
ბიოლოგია | თავი XLI
ომნივორებს მიეკუთვნება ტარაკანი, ყვავი, დათვი, ენოტი და ადამიანი, რომლებიც ჩამოყალიბდნენ მონადირეებად და შემგროვებლებად.
Omnivorous animals include cockroaches, crows, bears, raccoons, and humans, who evolved as hunters and gatherers.
571927.
ბიოლოგია | თავი XLI
ტერმინები - ჰერბივორები, კარნივორები და ომნივორები გამოხატავენ საკვების ფორმას, რომელსაც ცხოველი ჩვეულებრივ გამოიყენებს, და იმ ადაპტაციებს, რომლებიც მათ ამ საკვების გადამუშავებაში უწყობენ ხელს.
The terms herbivore, carnivore, and omnivore represent the kinds of food an animal usually eats and the adaptations enabling it to obtain and process that food.
571928.
ბიოლოგია | თავი XLI
თუმცა, დაიმახსოვრეთ, რომ ცხოველთა უმეტესობა შემგუებლობითი მკვებავია და საჭიროების შემთხვევაში იმ საკვებსაც გამოიყენებს, რომელიც მათი დიეტის ფარგლებში არ შედის.
However, keep in mind that most animals are opportunistic feeders, eating foods that are outside their main dietary category when their usual foods aren't available.
571929.
ბიოლოგია | თავი XLI
მაგალითად, რქოსანი საქონელი და ირემი, რომლებიც ჰერბივორებს მიეკუთვნება ხანდახან მცენარეულ საკვებთან ერთად, მცირე ზომის ცხოველებსაც მიირთმევენ, როგორიცაა მწერები, ჭიები ან ფრინველთა კვერცხი.
For example, cattle and deer, which are herbivores, may occasionally eat small animals, such as insects and worms, or bird eggs, along with grass and other plants.
571930.
ბიოლოგია | თავი XLI
კარნივორების უმეტესობა საკვებ ნივთიერებებს იღებს მცენარეული მასალისგან, რომელიც მსხვერპლის მომნელებელ ტრაქტში რჩება.
Most carnivores obtain some nutrients from plant materials that remain in the digestive tract of the prey they eat.
571931.
ბიოლოგია | თავი XLI
ყველა ცხოველი მათ სხვა საკვებთან ერთად პროკარიოტებითაც იკვებება.
All animals consume prokaryotes along with their other types of food.
571932.
ბიოლოგია | თავი XLI
მიუხედავად იმისა, რას და როგორ ჭამს ცხოველი, ადეკვატურმა დიეტამ უნდა დააკმაყოფილოს სამი კვებითი მოთხოვნილება: საწვავი (ქიმიური ენერგია), რომელიც სხეულის ყველა უჯრედული პროცესისთვისაა აუცილებელი.
Regardless of what and how an animal eats, an adequate diet must satisfy three nutritional needs: fuel (chemical energy) for all the cellular work of the body.
571933.
ბიოლოგია | თავი XLI
უმი ორგანული მასალა, რომელსაც ცხოველები ბიოსინთეზში იყენებენ (ნახშირბადის ჩონჩხი, ბევრი სხვა მოლეკულის წარმოსაქმნელად).
The organic raw materials animals use in biosynthesis (carbon skeletons to make many of their own molecules).
571934.
ბიოლოგია | თავი XLI
მთავარი საკვები ნივთიერებები, როგორიცაა ვიტამინები, რომლებსაც ცხოველი თვითონ ვერ წარმოქმნის და ამიტომ, მზა ფორმით უნდა მიიღოს.
Essential nutrients are substances such as vitamins that the animal cannot make for itself from any raw material and therefore must obtain in food in prefabricated form.
571935.
ბიოლოგია | თავი XLI
ამ თავში, ჩვენ განვიხილავთ ცხოველთა კვებით მოთხოვნებს და საკვების მიღებისა და გადამუშავების განსხვავებულ ადაპტაციებს.
In this chapter, we will examine the nutritional requirements of animals and explore some of the diverse adaptations for obtaining and processing food.
571936.
ბიოლოგია | თავი XLI
თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ სურათი 41.2-ით, რომელიც მიმოიხილავს ცხოველთა კვების ოთხ მთავარ მექანიზმს.
You can begin with Figure 41.2, which surveys four main mechanisms by which animals feed.
571937.
ბიოლოგია | თავი XLI
ჰომეოსტატიკური მექანიზმები ცხოველის ენერგეტიკულ ბიუჯეტს აკონტროლებენ.
Homeostatic mechanisms manage an animal's energy budget.
571938.
ბიოლოგია | თავი XLI
ბიოენერგეტიკის თემა კვების საკითხების შესწავლისთვის არსებითია.
The theme of bioenergetics is integral to our study of nutrition.
571939.
ბიოლოგია | თავი XLI
როგორც ჩვენ მე-40 თავში განვიხილეთ, ენერგიის დინება ცხოველის სხეულისკენ და მისგან გარეთ, შესაძლოა „ბიუჯეტად“ განვიხილოთ, რომელსაც თან ახლავს ატფ-ის წარმოქმნა, ცხოველთა უმეტესობის ენერგეტიკული ბიუჯეტი ყველა ფუნქციისთვის აუცილებელია.
As we discussed in Chapter 40, the flow of energy into and out of an animal's body can be viewed as a "budget," with the production of ATP accounting for the largest fraction by far of most animals' energy budgets.
571940.
ბიოლოგია | თავი XLI
ატფ, უზრუნველყოფს ენერგიას ძირითადი მეტაბოლიზმისთვის, სხვადასხვა მოქმედებისთვის და თბილსისხლიანებში თერმორეგულაციისთვის.
This ATP powers basal (resting) metabolism, various activities, and, in endotherms, thermoregulation.