მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571941.
ბიოლოგია | თავი XLI
თითქმის ყველა ცხოველში ატფ-ის წარმოქმნა დაფუძნებულია უჯრედის სუნთქვის პროცესში ენერგიით მდიდარი ორგანული მოლეკულების, როგორიცაა ნახშირწყლები, ცილები და ცხიმები დაჟანგვაზე.
Nearly all of an animal's ATP generation is based on the oxidation of energy-rich organic molecules, carbohydrates, proteins, and fats in cellular respiration.
571942.
ბიოლოგია | თავი XLI
რომელიმე ამ ნივთიერების მონომერები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც საწვავი, თუმცა ცხოველთა უმეტესობა ცილებს მხოლოდ ნახშირწყლების და ცხიმების მარაგის გამოლევის შემდეგ „წვავს”.
The monomers of any of these substances can be used as fuel, though most animals "burn" proteins only after exhausting their supply of carbohydrates and fats.
571943.
ბიოლოგია | თავი XLI
ცხიმები ენერგიით განსაკუთრებულად მდიდარია.
Fats are especially rich in energy.
571944.
ბიოლოგია | თავი XLI
ერთი გრამი ცხიმის დაჟანგვა გამოათავისუფლებს ორჯერ მეტ ენერგიას, ვიდრე ერთი გრამი ცილისა და ნახშირწყლის დაჟანგვა.
The oxidation of a gram of fat liberates about twice the energy liberated from a gram of carbohydrate or protein.
571945.
ბიოლოგია | თავი XLI
გლუკოზის რეგულაცია, როგორც ჰომეოსტაზის მაგალითი.
Glucose Regulation as an Example of Homeostasis.
571946.
ბიოლოგია | თავი XLI
როდესაც ცხოველი უფრო მეტ კალორიას იღებს, ვიდრე ატფ-ის წარმოქმნისთვის სჭირდება, ჭარბი კალორია შეიძლება ბიოსინთეზისთვის იქნას გამოყენებული.
When an animal takes in more calories than it needs to produce ATP, the excess can be used for biosynthesis.
571947.
ბიოლოგია | თავი XLI
თუ ცხოველი ზომაში არ იზრდება ან არ მრავლდება, სხეული ენერგიის გადაჭარბებულ რაოდენობას აგროვებს.
If the animal isn't growing in size or reproducing, the body tends to store the surplus in energy depots.
571948.
ბიოლოგია | თავი XLI
ადამიანებში ღვიძლი და კუნთოვანი ქსოვილი გლიკოგენის ფორმით ამარაგებს ენერგიას.
In humans, the liver and muscle cells store energy in the form of glycogen.
571949.
ბიოლოგია | თავი XLI
გლიკოგენი არის პოლიმერი, რომელიც გლუკოზის ბევრი ერთეულისგან შედგება.
Glycogen is a polymer made up of many glucose units.
571950.
ბიოლოგია | თავი XLI
გლუკოზა უჯრედებისა და მათი მეტაბოლიზმისთვის მთავარი საწვავია, ის ჰორმონების მოქმედებით რეგულირდება და ჰომეოსტაზის კარგ მაგალითს უზრუნველყოფს.
Glucose is a major fuel for cells, and its metabolism, regulated by hormone action, provides an important example of homeostasis.
571951.
ბიოლოგია | თავი XLI
თუკი სხეულის გლიკოგენის მარაგები სავსეა და კალორიული შეთვისება ისევ აჭარბებს კალორიულ დანახარჯს, ნაჭარბი, ცხიმის სახით მარაგდება.
If the body's glycogen depots are full and caloric intake still exceeds caloric expenditure, the excess is usually stored as fat.
571952.
ბიოლოგია | თავი XLI
როდესაც უფრო ნაკლები კალორიების ათვისება ხდება, ვიდრე იხარჯება – ალბათ მძიმე ფიზიკური ვარჯისა ან საკვების დეფიციტის დროს – საწვავი გადმოდის სამარაგო დეპოებიდან და იჟანგება.
When fewer calories are taken in than are expended, perhaps because of sustained heavy exercise or lack of food, fuel is taken out of storage depots and oxidized.
571953.
ბიოლოგია | თავი XLI
ამან შესაძლოა ცხოველის წონის დაკლება განაპირობოს.
This may cause an animal to lose weight.
571954.
ბიოლოგია | თავი XLI
ადამიანი და ცხოველი ჯერ ღვიძლში არსებულ გლიკოგენს ხარჯავს, ხოლო შემდეგ კი კუნთის გლიკოგენსა და ცხიმს.
The human body generally expends liver glycogen first and then draws on muscle glycogen and fat.
571955.
ბიოლოგია | თავი XLI
ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობას, მაშინაც კი, თუ ისინი მსუქნები არ არიან, ცხიმის საკმარისი მარაგი აქვთ, იმისთვის, რომ რამდენიმე კვირის შიმშილობისას გადაურჩნენ (საშუალოდ ადამიანის ენერგეტიკული მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს დღეში 0.3კგ ცხიმის დაჟანგვით).
Most healthy people, even if they are not obese, have enough stored fat to sustain them through several weeks of starvation (an average human's energy needs can be fueled by the oxidation of only 0.3 kg of fat per day).
571956.
ბიოლოგია | თავი XLI
კალორიული დისბალანსი.
Caloric Imbalance.
571957.
ბიოლოგია | თავი XLI
მნიშვნელოვანი პრობლემები ჩნდება, როდესაც ენერგეტიკული ბიუჯეტი დიდი ხნის მანძილზე დისბალანსს განიცდის.
Severe problems occur if the energy budget remains out of balance for long periods.
571958.
ბიოლოგია | თავი XLI
თუ ადამიანისა და სხვა ცხოველების დიეტა ქრონიკულად კალორიებით დეფიციტურია, არასაკმარისი გამოკვება ვითარდება.
If the diet of a human or other animal is chronically deficient in calories, undernourishment results.
571959.
ბიოლოგია | თავი XLI
ამ მდგომარეობაში, გლიკოგენისა და ცხიმების მარაგი მთლიანად გამოიყენება და სხეული საკუთარი ცილების დაშლას იწყებს, კუნთები იკლებს ზომაში და ტვინი შესაძლოა ცილების მიმართ დეფიციტური გახდეს.
In this condition, the stores of glycogen and fat are used up, the body begins breaking down its own proteins for fuel, muscles begin to decrease in size, and the brain can become protein-deficient.
571960.
ბიოლოგია | თავი XLI
თუ ენერგიის მიღება უფრო ნაკლებია, ვიდრე მისი დანახარჯი, საბოლოოდ სიკვდილი ვითარდება.
If energy intake remains less than energy expenditures, death will eventually result.