მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571961.
ბიოლოგია | თავი XLI
თუ ძლიერად ნაშიმშილები ადამიანი გადარჩა, დარღვევების ნაწილი შეიძლება შეუქცევადიც კი იყოს.
Even if a seriously undernourished person survives, some of the damage may be irreversible.
571962.
ბიოლოგია | თავი XLI
რამდენადაც ცალკეული მარცვლეულის დიეტა, როგორიც არის ბრინჯი და სიმინდი, შესაძლოა საკმარისი კალორიის უზრუნველმყოფელი იყოს, გამოკვების დარღვევები ხშირია ისეთ ქვეყნებში, სადაც ომი ან სხვა სახის კრიზისი საკვებით მომარაგების დარღვევებს იწვევს.
Because a diet of a single staple such as rice or corn (maize) can often provide sufficient calories, undernourishment is generally common only where drought, war, or some other crisis has severely disrupted the food supply.
571963.
ბიოლოგია | თავი XLI
არასაკმარისი გამოკვების სხვა მიზეზი არის ნერვული ანორექსია, კვების დარღვევა, როდესაც ადამიანი (და უმეტესად ქალი) აკვიატებულად იწყებს შიმშილობას წონის დაკლების მიზნით.
Another cause of undernourishment is anorexia nervosa, an eating disorder in which sufferers (who are most often female) compulsively starve themselves to lose weight.
571964.
ბიოლოგია | თავი XLI
დამაზიანებელი ეფექტი მოაქვს საკვების გადაჭარბებულ მიღებასაც.
Detrimental effects also result from excessive food intake.
571965.
ბიოლოგია | თავი XLI
შეერთებულ შტატებსა და სხვა მდიდარ ქვეყნებში ჭარბი კვება ან სიმსუქნე მზარდი საზოგადო პრობლემაა.
In the United States and other affluent nations, overnourishment, or obesity, is an increasingly common problem.
571966.
ბიოლოგია | თავი XLI
ადამიანის ხეული ამარაგებს ცხიმებს.
The human body hoards fat.
571967.
ბიოლოგია | თავი XLI
მას აქვს ტენდენცია, დაიმარაგოს საჭმლით მიღებული ცხიმის ნებისმიერი ჭარბი მოლეკულა, იმის მაგივრად, რომ ის საწვავად გამოიყენოს.
It tends to store any excess fat molecules obtained from food instead of using them for fuel.
571968.
ბიოლოგია | თავი XLI
ამისგან განსხვავებით, როდესაც ადამიანი ნახშირწყლებს ჭარბად მიიღებს, სხეული ზრდის ნახშირწყლების დაჟანგვის სიხშირეს.
In contrast, when a person eats an excess of carbohydrates, the body tends to increase its rate of carbohydrate oxidation.
571969.
ბიოლოგია | თავი XLI
ასე რომ, ცხიმის რაოდენობას დიეტაში უფრო პირდაპირი ეფექტი აქვს წონის მომატებაზე, ვიდრე ნახშირწყლების რაოდენობას.
Thus, the amount of fat in the diet can have a more direct effect on weight gain than the amount of dietary carbohydrates.
571970.
ბიოლოგია | თავი XLI
სიმსუქნე, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემა.
Obesity as a Human Health Problem.
571971.
ბიოლოგია | თავი XLI
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განიხილავს სიმსუქნეს, როგორც ჯანმრთელობის მთავარ გლობალურ პრობლემას.
The World Health Organization now recognizes obesity as a major global health problem.
571972.
ბიოლოგია | თავი XLI
ბევრ ქვეყანაში ცხიმოვანი საჭმლის მზარდი ხელმისაწვდომობა და ცხოვრების უფრო მჯდომარე სტილი, სხეულზე ჭარბი წონის დაგროვების მიზეზია.
The increased availability of fattening foods in many countries combines with more sedentary lifestyles to put excess pounds on bodies.
571973.
ბიოლოგია | თავი XLI
შეერთებულ შტატებში, მსუქანი (ზედმეტად ჭარბწონიანი) ადამიანების რიცხვი ბოლო ორ ათწლეულში გაორმაგდა 30%-მდე და 35% უბრალოდ ჭარბწონიანია.
In the United States, the percentage of obese (very overweight) people has doubled to 30% in the past two decades, and another 35% are overweight.
571974.
ბიოლოგია | თავი XLI
წონის პრობლემები ხშირად ადრეულ ასაკში იწყება.
Weight problems often begin at a young age.
571975.
ბიოლოგია | თავი XLI
ამერიკაში ბავშვებისა და მოზარდების 15% ჭარბწონიანია.
15% of children and adolescents in the U.S. are overweight.
571976.
ბიოლოგია | თავი XLI
სიმსუქნე ჯანმრთელობის მთელი რიგი პრობლემების ხელშემწყობი შეიძლება იყოს, მათ შორის არის დიაბეტის ყველაზე გავრცელებული ფორმა, მსხვილი ნაწლავისა და მკერდის სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომელმაც შეიძლება გულის შეტევამდე და ინსულტამდე მიიყვანოს ადამიანი.
Obesity contributes to a number of health problems, including the most common type of diabetes, cancer of the colon and breasts, and cardiovascular disease that can lead to heart attacks and strokes.
571977.
ბიოლოგია | თავი XLI
მთლიანი შეფასებებით, მხოლოდ აშშ-ში სიმსუქნე წელიწადში 300,000 სიკვდილის მიზეზია.
The overall estimate is that obesity is a factor in about 300,000 deaths per year in the U.S. alone.
571978.
ბიოლოგია | თავი XLI
ფართოდ გავრცელებული სიმსუქნის გამო, დაწყებულია აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და წონის კონტროლის პრობლემების შესაძლო მკურნალობის კუთხით.
The obesity epidemic has stimulated an increase in research on the causes and possible treatments for weight control problems.
571979.
ბიოლოგია | თავი XLI
მკვლევრებს უკვე აღმოჩენილი აქვთ რამდენიმე მექანიზმი, რომელიც სხეულის წონის რეგულაციას ეხმარება.
Researchers have already discovered several of the mechanisms that help regulate body weight.
571980.
ბიოლოგია | თავი XLI
ჰომეოსტაზური მექანიზმები არის უკუკავშირებითი წრეები, რომლებიც აკონტროლებს სხეულის მარაგსა და ცხიმის მეტაბოლიზმს.
Over the long term, these homeostatic mechanisms are feedback circuits that control the body's storage and metabolism of fat.