მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572141.
ბიოლოგია | თავი XLI
რადგანაც საკვები გაივლის არხს ერთი მიმართულებით, ის შეიძლება ჩამოყალიბდეს სპეციალიზებულ უბნებად, რომლებიც მონელებასა და აბსორბციას თანმიმდევრულად ახორციელებს.
Because food moves along the canal in a single direction, the tube can be organized into specialized regions that carry out digestion and nutrient absorption in a stepwise fashion.
572142.
ბიოლოგია | თავი XLI
სრული მომნელებელი ტრაქტის სხვა უპირატესობა არის დამატებითი საკვების მიღების უნარი, მაშინ, როდესაც მანამდე მიღებული საკვები ჯერ კიდევ ბოლომდე მონელებული არ არის, რაც შესაძლოა რთული ან არაეფექტური იყოს გასტროვასკულარული ღრუს მქონე ცხოველებისთვის.
Another advantage of a complete digestive tract is the ability to ingest additional food before earlier meals are completely digested-which may be difficult or inefficient for animals with gastrovascular cavities.
572143.
ბიოლოგია | თავი XLI
ძუძუმწოვართა მომნელებელი სისტემის ყველა ორგანოს საჭმლის გადამუშავებაში განსაზღვრული ფუნქცია აკისრია.
Each organ of the mammalian digestive system has specialized food-processing functions.
572144.
ბიოლოგია | თავი XLI
საჭმლის გადამუშავების ძირითადი პრინციპები ცხოველთა დიდ ნაწილში მსგავსია, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია მაგალითად გამოვიყენოთ ძუძუმწოვრების მომნელებელი სისტემა .
The general principles of food processing are similar for a diversity of animals, so we can use the digestive system of mammals as a representative example.
572145.
ბიოლოგია | თავი XLI
ძუძუმწოვრების მომნელებელი სისტემა შედგება ალიმენტარული არხისა და სხვადასხვა მომნელებელი ჯირკვლისგან, რომლებიც სპეციალური მილებით მომნელებელ წვენებს არხში გამოყოფენ.
The mammalian digestive system consists of the alimentary canal and various accessory glands that secrete digestive juices into the canal through ducts.
572146.
ბიოლოგია | თავი XLI
პერისტალტიკა, გლუვი კუნთის შეკუმშვის რიტმული ტალღები აწვება საკვებს არხის გასწვრივ.
Peristalsis is rhythmic waves of contraction by smooth muscles in the wall of the canal.
572147.
ბიოლოგია | თავი XLI
სპეციალიზებული სეგმენტების ზოგ შეერთებაში კუნთოვანი შრე სახეშეცვლილია ბეჭდისმაგვარ სტრუქტურად, რომელსაც სფინქტერები ეწოდებათ, რომელიც ხურავს მილს და არეგულირებს მასალის გადასვლას არხის განყოფილებებს შორის.
At some of the junctions between specialized segments of the digestive tube, the muscular layer is modified into ringlike valves called sphincters, which close off the tube-like drawstrings, regulating the passage of material between chambers of the canal.
572148.
ბიოლოგია | თავი XLI
ძუძუმწოვართა მომნელებელი სისტემის დამატებითი ჯირკვლები არის სამი წყვილი სანერწყვე ჯირკვალი, პანკრეასი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, რომელიც მომნელებელ წვენს ინახავს.
The accessory glands of the mammalian digestive system are three pairs of salivary glands, the pancreas, the liver, and the gallbladder, which stores digestive juice.
572149.
ბიოლოგია | თავი XLI
ადამიანის მომნელებელი სისტემის მოდელად აღება, საშუალებას გვაძლევს, გავყვეთ საკვებს ალიმენტარული არხის გასწვრივ, უფრო დეტალურად გამოვიკვლიოთ, რა მოსდის საკვებს გადამუშავების თითოეულ ეტაპზე.
Using the human digestive system as a model, let's now follow a meal through the alimentary canal, examining in more detail what happens to the food in each of the processing stations along the way.
572150.
ბიოლოგია | თავი XLI
პირის ღრუ, ხახა და საყლაპავი.
The Oral Cavity, Pharynx, and Esophagus.
572151.
ბიოლოგია | თავი XLI
ფიზიკური და ქიმიური დამუშავება იწყება პირში.
Both physical and chemical digestion of food begin in the mouth.
572152.
ბიოლოგია | თავი XLI
ღეჭვის დროს, სხვადასხვა ფორმის კბილები ჭრის, ხლეჩს და აქუცმაცებს საკვებს, რაც აადვილებს ყლაპვას და ზრდის მისი ზედაპირის ფართობს.
During chewing, teeth of various shapes cut, smash, and grind food, making it easier to swallow and increasing its surface area.
572153.
ბიოლოგია | თავი XLI
პირის ღრუში საკვების არსებობა რთავს ნერვულ რეფლექსს, რომელიც იწვევს სანერწყვე ჯირკვლების მიერ ნერწყვის გამოყოფას პირის ღრუში.
The presence of food in the oral cavity triggers a nervous reflex that causes the salivary glands to deliver saliva through ducts to the oral cavity.
572154.
ბიოლოგია | თავი XLI
მანამდეც კი, სანამ საკვები პირში მოხვდება, ნერწყვის გამოყოფა შეიძლება დაიწყოს.
Even before food is actually in the mouth, salivation may occur in anticipation.
572155.
ბიოლოგია | თავი XLI
ადამიანები ყოველდღე ლიტრზე მეტ ნერწყვს გამოყოფენ.
Humans secrete more than a liter of saliva each day.
572156.
ბიოლოგია | თავი XLI
ნერწყვი შეიცავს გლიკოპროტეინს (ცილა-ნახშირწყლოვან კომპლექსს), რომელსაც მუცინი ეწოდება, ის იცავს პირს გამოშრობისგან და ხელს უწყობს ყლაპვას.
Saliva contains a slippery glycoprotein (carbohydrate-protein complex) called mucin, which protects the lining of the mouth from abrasion and lubricates food for easier swallowing.
572157.
ბიოლოგია | თავი XLI
ნერწყვი ასევე შეიცავს ბუფერებს, რომლებიც ხელს უშლის კბილების ლპობას, ანეიტრალებს რა პირში არსებულ მჟავას.
Saliva also contains buffers that help prevent tooth decay by neutralizing acid in the mouth.
572158.
ბიოლოგია | თავი XLI
ნერწყვში არსებული ანტიბაქტერიული აგენტები კლავს ბევრ ბაქტერიას, რომელიც პირში საკვებთან ერთად ხვდება.
Antibacterial agents in saliva kill many of the bacteria that enter the mouth with food.
572159.
ბიოლოგია | თავი XLI
ნახშირწყლების – ქიმიური ენერგიის მთავარი წყაროს - ქიმიური მონელება პირის ღრუში იწყება.
Chemical digestion of carbohydrates, a main source of chemical energy, begins in the oral cavity.
572160.
ბიოლოგია | თავი XLI
ნერწყვი შეიცავს ნერწყვის ამილაზას, სახამებლისა (გლუკოზის მცენარეულ პოლიმერს) და გლიკოგენის (გლუკოზის ცხოველურ პოლიმერს) დამშლელ ფერმენტს.
Saliva contains salivary amylase, an enzyme that hydrolyzes starch (a glucose polymer from plants) and glycogen (a glucose polymer from animals).