მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572261.
ბიოლოგია | თავი XLI
კოლინჯი კი შეიწოვს ნარჩენი წყლის დიდ ნაწილს, რომელიც წვრილ ნაწლავში არ აბსორცირდა.
The colon reclaims much of the remaining water that was not absorbed in the small intestine.
572262.
ბიოლოგია | თავი XLI
წვრილი და მსხვილი ნაწლავი ერთად შეიწოვს მომნელებელ არხში შესული წყლის 90%-ს.
Together, the small intestine and colon reabsorb about 90% of the water that enters the alimentary canal.
572263.
ბიოლოგია | თავი XLI
მომნელებელი არხის ნაგავი, ფეკალური მასა უფრო მკვრივდება, როდესაც ის კოლინჯში პერისტალტიკის გზით გადაადგილდება.
The wastes of the digestive tract, the feces, become more solid as they are moved along the colon by peristalsis.
572264.
ბიოლოგია | თავი XLI
მოძრაობა პასიურია და დაახლოებით 12- 24სთ სჭირდება, რომ მასალა მთელი ორგანოს სიგრძეზე გადაადგილდეს.
The movement is sluggish, and it generally takes about 12 to 24 hours for material to travel the length of the organ.
572265.
ბიოლოგია | თავი XLI
თუ კოლინჯის შრე გაღიზიანდა, მაგალითად, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციით – უფრო ნაკლები წყლის რეაბსორბცია ხდება, ვიდრე ჩვეულებრივ, რაც დიარეას იწვევს.
If the lining of the colon is irritated by a viral or bacterial infection, for instance, less water than normal may be reabsorbed, resulting in diarrhea.
572266.
ბიოლოგია | თავი XLI
საწინააღმდეგო პრობლემა - შეკრულობა ვითარდება, როდესაც ფეკალური მასა კოლინჯის გასწვრივ ძალიან ნელა მოძრაობს.
The opposite problem, constipation, occurs when peristalsis moves the feces along the colon too slowly.
572267.
ბიოლოგია | თავი XLI
ჭარბი წყალი რეაბსორბირდება და ფეკალური მასა კომპაქტური ხდება.
An excess of water is reabsorbed, and the feces become compacted.
572268.
ბიოლოგია | თავი XLI
მსხვილ ნაწლავში უსაფრთხო ბაქტერიების მდიდარი ფლორა ბინადრობს.
Living in the large intestine is a rich flora of mostly harmless bacteria.
572269.
ბიოლოგია | თავი XLI
ადამიანის კოლინჯის ყველაზე უფრო ძირითადი ბინადარი Escherichia coli მოლეკულური ბიოლოგების ყველაზე საყვარელი საკვლევი ობიექტია.
One of the common inhabitants of the human colon is Escherichia coli, a favorite research organism of molecular biologists.
572270.
ბიოლოგია | თავი XLI
Escherichia coli-ს არსებობა ტბებსა და ნაკადულებში არის დაუმუშავებელი ექსკრემენტების შერევის ნიშანი.
The presence of Escherichia coli in lakes and streams is an indication of contamination by untreated sewage.
572271.
ბიოლოგია | თავი XLI
ნაწლავური ბაქტერიები ბინადრობენ არაშეწოვილ ორგანულ ნივთიერებებზე.
Intestinal bacteria live on unabsorbed organic material.
572272.
ბიოლოგია | თავი XLI
ბევრი ნაწლავური ბაქტერია, მათი მეტაბოლიზმის შედეგად აირებს გამოიმუშავებს, მათ შორის არის მეთანი და გოგირდწყალბადი.
As by-products of their metabolism, many colon bacteria generate gases, including methane and hydrogen sulfide.
572273.
ბიოლოგია | თავი XLI
ზოგი ბაქტერია წარმოქმნის ვიტამინებს, მათ შორის არის ბიოტინი, ფოლიუმის მჟავა, K და B ვიტამინები.
Some of the bacteria produce vitamins, including biotin, folic acid, vitamin K, and several B vitamins.
572274.
ბიოლოგია | თავი XLI
ეს ვიტამინები სისხლში შეწოვის შემდეგ ავსებს ჩვენს რაციონში შემავალ ვიტამინებს.
These vitamins, absorbed into the blood, supplement our dietary intake of vitamins.
572275.
ბიოლოგია | თავი XLI
ფეკალური მასები შეიცავს ბაქტერიების მთელ მასას, ისევე როგორც ცელულოზას და მოუნელებელ ნაერთებს.
Feces contain masses of bacteria, as well as cellulose and other undigested materials.
572276.
ბიოლოგია | თავი XLI
თუმც ცელულოზის მოლეკულებს ადამიანებისთვის არანაირი კალორიული ღირებულება არ აქვთ, მათი არსებობა მომნელებელ არხში ეხმარება საკვების გადაადგილებას ტრაქტში.
Although cellulose fibers have no caloric value to humans, their presence in the diet helps move food along the digestive tract.
572277.
ბიოლოგია | თავი XLI
კოლინჯის საბოლოო ნაწილი არის სწორი ნაწლავი, სადაც ფეკალური მასა ინახება ორგანიზმიდან გამოყოფამდე.
The terminal portion of the colon is called the rectum, where feces are stored until they can be eliminated.
572278.
ბიოლოგია | თავი XLI
სწორ ნაწლავსა და ანუსს შორის ორი სფინქტერია, ერთი უნებლიე და მეორე ნებითი.
Between the rectum and the anus are two sphincters, one involuntary and the other voluntary.
572279.
ბიოლოგია | თავი XLI
დღეში ერთხელ ან მეტჯერ, კოლინჯის ძლიერი შეკუმშვა წარმოქმნის დეფეკაციის აუცილებლობას.
One or more times each day, strong contractions of the colon create an urge to defecate.
572280.
ბიოლოგია | თავი XLI
ჩვენ ახლა გავყევით საკვებს მომნელებელი არხის ერთი ხვრელიდან (პირიდან) მეორისკენ (ანუსისკენ).
We have now followed a meal from one opening (the mouth) of the alimentary canal to the other (the anus).