მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572321.
ბიოლოგია | თავი XLII
უჯრედები თხევად გარემოში ცოცხლობენ.
Cells live in aqueous surroundings.
572322.
ბიოლოგია | თავი XLII
მათთვის საჭირო რესურსები, როგორიცაა საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი, პლაზმური მემბრანის გავლით ციტოპლაზმაში ხვდება.
The resources they need, such as nutrients and oxygen, move across the plasma membrane into the cytoplasm.
572323.
ბიოლოგია | თავი XLII
ერთუჯრედიან ორგანიზმებში ასეთი გაცვლა უშუალოდ გარეგან გარემოსთან მიმდინარეობს.
In unicellular organisms, these exchanges occur directly with the external environment.
572324.
ბიოლოგია | თავი XLII
მრავალუჯრედიანი ორგანიზმების უჯრედთა უმეტესობაში გარეგან გარემოსთან მიმოცვლა შეუძლებელია.
For most of the cells making up multicellular organisms direct exchange with the environment is not possible.
572325.
ბიოლოგია | თავი XLII
ამის გამო გაჩნდა ევოლუციურად ისეთი ფიზიოლოგიური სისტემები, რომლებიც ტრანსპორტსა და მიმოცვლაზე იქნებოდა სპეციალიზებული.
This constraint is associated with the evolution of physiological systems specialized for material transport and exchange.
572326.
ბიოლოგია | თავი XLII
ორაგულის ლაყუჩები გარეგანი გარემოსთვის დიდზედაპირიან არეს წარმოადგენს.
The gills of a salmon present an expansive surface area to the outside environment.
572327.
ბიოლოგია | თავი XLII
უმცირესი სისხლძარღვების (კაპილარების) ქსელები ლაყუჩების გარე ზედაპირთან ახლოს მდებარეობს.
Networks of tiny blood vessels (capillaries) lie close to the outside surfaces of the gills.
572328.
ბიოლოგია | თავი XLII
გარემომცველ წყალში გახსნილი ჟანგბადი დიფუზიით გადის ლაყუჩების მფარავ თხელ ეპითელიუმში, და გადადის სისხლში, იმავდროულად ნახშირორჟანგი გარეთ, წყალში დიფუნდირდება.
Oxygen dissolved in the surrounding water diffuses across the thin epithelium covering the gills and into the blood, while carbon dioxide diffuses out into the water.
572329.
ბიოლოგია | თავი XLII
ორაგულსა და სხვა ცხოველების უმეტესობას გარემოსთან ნივთიერებათა მიმოცვლის სპეციალური სისტემები გააჩნიათ.
Salmon and most other animals have organ systems specialized for exchanging materials with the environment.
572330.
ბიოლოგია | თავი XLII
თითქმის ყველას, აგრეთვე, აქვს შინაგანი სატრანსპორტო სისტემები, რომელსაც სითხეები (სისხლი ან უჯრედშორისი სითხე) სხეულში გადააქვს.
Most also have an internal transport system that conveys fluid (blood or interstitial fluid) throughout the body.
572331.
ბიოლოგია | თავი XLII
ამ თავში შევისწავლით ცხოველთა შინაგანი ტრანსპორტის მექანიზმებს.
In this chapter, we will explore mechanisms of internal transport in animals.
572332.
ბიოლოგია | თავი XLII
ჩვენ ასევე გამოვიკვლევთ ცხოველსა და მის გარემოს შორის ქიმიური გადატანის მთავარ მაგალითს: აირთა ცვლას (ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის), უჯრედული სუნთქვისა და ბიოენერგეტიკისთვის მნიშვნელოვან პროცესს.
We will also examine a key example of chemical transfer between animals and their environment: the exchange of the gases oxygen (O2) and carbon dioxide (CO2), a process essential to cellular respiration and bioenergetics.
572333.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლის მიმოქცევის სისტემა ფილოგენეზს ასახავს.
Circulatory systems reflect phylogeny.
572334.
ბიოლოგია | თავი XLII
მხოლოდ დიფუზია დიდ მანძილზე ეფექტური სატრანსპორტო საშუალება არ არის.
Diffusion alone is not adequate for transporting substances over long distances.
572335.
ბიოლოგია | თავი XLII
ამის მაგალითია ძუძუმწოვრების ტვინისკენ მომნელებელი ტრაქტიდან გლუკოზის გადატანა და ფილტვებიდან ჟანგბადის მიწოდება.
For example, for moving glucose from the digestive tract and oxygen from the lungs to the brain of a mammal.
572336.
ბიოლოგია | თავი XLII
დიფუზია რამდენიმე მმ-ზე უფრო დიდ მანძილზე არაეფექტურია, რამდენადაც დრო, რომელიც ნივთიერებას ერთი ადგილიდან მეორეზე დიფუზიისთვის სჭირდება დისტანციის კვადრატის პროპორციულია.
Diffusion is inefficient over distances of more than a few millimetres, because the time it takes for a substance to diffuse from one place to another is proportional to the square of the distance.
572337.
ბიოლოგია | თავი XLII
მაგალითად, თუ გლუკოზის მოცემულ რაოდენობას 1წმ. სჭირდება 100 მკმ მანძილის გავლისთვის, 100 წმ. დასჭირდება 1მმ-სთვის და თითქმის 3სთ. 1 სმ-სთვის.
For example, if it takes 1 second for a given quantity of glucose to diffuse 100 μm, it will take 100 seconds for the same quantity to diffuse 1 mm and almost 3 hours to diffuse 1 cm.
572338.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლის მიმოქცევის სისტემა ამ პრობლემას წყვეტს, უზრუნველყოფს რა იმას, რომ არც ერთ ნივთიერებას უჯრედში შესვლისთვის ან იქიდან გამოსასვლელად არ უწევს დიდ მანძილზე დიფუზია.
The circulatory system solves this problem by ensuring that no substance must diffuse very far to enter or leave a cell.
572339.
ბიოლოგია | თავი XLII
სითხის სწრაფად გადატანით სხეულში სისხლის მიმოქცევის სისტემა ფუნქციურად აკავშირებს სხეულის თხევად გარემოს იმ ორგანოებთან, რომლებშიც ხდება აირთა ცვლა, საკვები ნივთიერებების აბსორბცია ან ნივთიერებების გამოყოფა.
By rapidly transporting fluid in bulk throughout the body, the circulatory system functionally connects the aqueous environment of the body cells to the organs that exchange gases, absorb nutrients, and dispose of wastes.
572340.
ბიოლოგია | თავი XLII
ძუძუმწოვრების ფილტვებში ჩასუნთქული ჰაერის ჟანგბადი თხელი ეპითელიუმის გავლით სისხლში გადადის, ნახშირორჟანგი კი საპირისპირო მიმართულებით დიფუნდირდება.
In the lungs of a mammal, oxygen from inhaled air diffuses across a thin epithelium and into the blood, while carbon dioxide diffuses in the opposite direction.