მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572341.
ბიოლოგია | თავი XLII
გულის, როგორც ტუმბოს, მოქმედებით სისხლის მიმოქცევის სისტემაში დიდი რაოდენობით სითხის მოძრაობას სხეულის ყველა ნაწილში სწრაფად გადაადგილდება ჟანგბადით მდიდარი სისხლი.
Bulk fluid movement in the circulatory system, powered by the heart, then quickly carries the oxygen-rich blood to all parts of the body.
572342.
ბიოლოგია | თავი XLII
როდესაც სისხლი გადის კაპილარებში, ნივთიერებები სისხლსა და უჯრედშიდა ქსოვილურ სითხეში გადაიტანება, რომელიც უჯრედებს უშუალოდ ერტყმის გარს.
As the blood streams through the body tissues within capillaries, chemicals are transported between the blood and the interstitial fluid that directly bathes the cells.
572343.
ბიოლოგია | თავი XLII
ცხოველთა უმეტეს ჯგუფში აირთა მიმოცვლა და შინაგანი ტრანსპორტი ფუნქციურადაა დაკავშირებული.
Internal transport and gas exchange are functionally related in most animal phyla.
572344.
ბიოლოგია | თავი XLII
ამ თავში ჩვენ განვიხილავთ სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის სისტემებს.
In this chapter, we will focus on both the circulatory and respiratory systems.
572345.
ბიოლოგია | თავი XLII
ჩვენ ასევე გამოვყოფთ ორგანოთა ამ ორი სისტემის როლს ჰომეოსტაზში - მაგალითად, უჯრედშორისი სითხის საკვები ნივთიერებებისა და გამოსაყოფი ნივთიერებების შემადგენლობის რეგულირებაში.
We will also highlight the role of these two organ systems in maintaining homeostasis for example, in regulating the interstitial fluid's content of nutrients and wastes.
572346.
ბიოლოგია | თავი XLII
თავდაპირველად განვიხილოთ მიმოქცევის სისტემა უხერხემლოებში.
First, let's look at circulation in invertebrate animals.
572347.
ბიოლოგია | თავი XLII
მიმოქცევა უხერხემლოებში.
Invertebrate Circulation.
572348.
ბიოლოგია | თავი XLII
უხერხემლოთა სხეულის განსხვავებული ზომები და ფორმები, შესაბამისობაშია მიმოქცევის სისტემის მრავალფეროვნებასთან.
The wide range of invertebrate body size and form is paralleled by diversity in circulatory systems.
572349.
ბიოლოგია | თავი XLII
სხვადასხვა გარემოში არსებული განსხვავებული შერჩევითი წნევა, უხერხემლოებში მიმოქცევის სისტემის ევოლუციურ მოდიფიკაციებს განსაზღვრავს.
The different selective pressures of various environments have also led to the evolutionary modification of circulatory systems among invertebrates.
572350.
ბიოლოგია | თავი XLII
ნაწლავური ღრუ.
Gastrovascular Cavities.
572351.
ბიოლოგია | თავი XLII
ჰიდრასა და ნაწლავღრუიანებს მათი მარტივი სხეულის გამო არ სჭირდებათ მიმოქცევის ნამდვილი სისტემა.
Owing to the simplicity of their body plan, hydras and other cnidarians do not require a true circulatory system.
572352.
ბიოლოგია | თავი XLII
ამ ცხოველებში სხეულის კედელი, რომელიც მხოლოდ ორი უჯრედული შრისგან შედგება, ნაწლავის ღრუს შემოფარგლავს, რომელიც მონელების და სხეულში ნივთიერებათა გავრცელების ფუნქციას ასრულებს.
In these animals, a body wall with only two thick cells encloses a central gastrovascular cavity, which serves both in digestion and in the distribution of substances throughout the body.
572353.
ბიოლოგია | თავი XLII
ღრუს შიგნით მყოფი სითხე გარეთ არსებულ წყალს ერთი ხვრელით უკავშირდება.
The fluid inside the cavity is continuous with the water outside through a single opening.
572354.
ბიოლოგია | თავი XLII
ასე რომ, ქსოვილის როგორც შიდა, ასევე გარეთა შრე სითხეშია მოთავსებული.
Thus, both the inner and outer tissue layers are bathed by fluid.
572355.
ბიოლოგია | თავი XLII
ჰიდრას ნაწლავის ღრუ ცხოველის საცეცებშიც შედის.
Thin branches of a hydra's gastrovascular cavity extend into the animal's tentacles.
572356.
ბიოლოგია | თავი XLII
ზოგ ნაწლავღრუიანში, მაგალითად როგორიც არის მედუზა, კიდევ უფრო ნატიფი ნაწლავის ღრუ გვხვდება.
Some cnidarians, such as jellies, have even more elaborate gastrovascular cavities.
572357.
ბიოლოგია | თავი XLII
რამდენადაც მონელება ღრუში იწყება, საკვებ ნივთიერებებთან უშუალო შეხება მხოლოდ შიდა შრის უჯრედებს აქვთ.
Since digestion begins in the cavity, only the cells of the inner layer have direct access to nutrients.
572358.
ბიოლოგია | თავი XLII
აღნიშნულ საკვებ ნივთიერებებს გარეთა შრის მისაღწევად მცირე დისტანციაზე უწევთ დიფუნდირება.
The nutrients have to diffuse only a short distance to reach the cells of the outer layer.
572359.
ბიოლოგია | თავი XLII
პლანარიებს და სხვა ბრტყელი ჭიების უმეტესობას ნაწლავის ღრუ გააჩნიათ, რომელიც გარემოსთან ნივთიერებათა მიმოცვლას ერთი ხვრელით უზრუნველყოფს.
Planarians and most other flatworms also have gastrovascular cavities that exchange materials with the environment through a single opening.
572360.
ბიოლოგია | თავი XLII
სხეულის ბრტყელი ფორმა და ორგანიზმის შიგნით ნაწლავის განშტოებები უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა უჯრედი შესაბამის გარემოშია ჩაყურსული და სადიფუზიო დისტანციაც მოკლეა.
The flat shape of the body and the branching of the gastrovascular cavity throughout the animal ensures that all cells are bathed by a suitable medium and that diffusion distances are short.