მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572421.
ბიოლოგია | თავი XLII
გულის მარცხენა ნაწილი იღებს და ტუმბავს მხოლოდ ჟანგბადით მდიდარ სისხლს, მაშინ, როდესაც მარჯვენა ნაწილი იღებს და ტუმბავს ჟანგბადით ღარიბს.
The left side of the heart receives and pumps only oxygen-rich blood, while the right side receives and pumps only oxygen-poor blood.
572422.
ბიოლოგია | თავი XLII
ჟანგბადის მიწოდება გაძლიერებულია, რადგან არ ხდება ჟანგბადით მდიდარი და ღარიბი სისხლის შერევა და სისხლის მიმოქცევის ორი წრე, მას შემდეგ, რაც სისხლი ფილტვების კაპილარებს მოივლის, სისტემურ მიმოქცევაში წნევას აღადგენს.
Oxygen delivery is enhanced because there is no mixing of oxygen-rich and oxygen-poor blood, and double circulation restores pressure to the systemic circuit after blood has passed through the lung capillaries.
572423.
ბიოლოგია | თავი XLII
ძუძუმწოვრებისა და ფრინველებისთვის დამახასიათებელი სიცოცხლის ენდოთერმული ფორმის ჩამოსაყალიბებლად, ძლიერი ოთხსაკნიანი გული მნიშვნელოვანი შეგუებულობა იყო.
A powerful four-chambered heart was an essential adaptation in support of the endothermic way of life characteristic of mammals and birds.
572424.
ბიოლოგია | თავი XLII
ენდოთერმები დაახლოებით ათჯერ უფრო მეტ ენერგიას იყენებენ, ვიდრე შესაბამისი ზომის ექტოთერმული ცხოველები.
Endotherms use about ten times as much energy as equal-sized ectotherms.
572425.
ბიოლოგია | თავი XLII
ამის გამო, მათ სისხლის მიმოქცევის სისტემას ქსოვილებთან ათჯერ უფრო მეტი საწვავისა და ჟანგბადის გადატანა (და ათჯერ უფრო მეტი ნახშირორჟანგის გამოტანა) ესაჭიროება.
Therefore, their circulatory systems need to deliver about ten times as much fuel and O2 to their tissues (and remove ten times as much CO2 and other wastes).
572426.
ბიოლოგია | თავი XLII
ნივთიერებათა ასეთი დიდი მოძრაობა მიიღწევა გაყოფილი სისტემური და პულმონარული წრეებისა და ძლიერი და დიდი გულის ხარჯზე, რომელიც სისხლის საჭირო რაოდენობას ტუმბავს.
This large traffic of substances is made possible by separate and independent systemic and pulmonary circulations and by large, powerful hearts that pump the necessary volume of blood.
572427.
ბიოლოგია | თავი XLII
როგორც 25-ე თავში განვიხილეთ, ძუძუმწოვრები და ფრინველები, რომლებიც რეპტილიების სხვადასხვა წინაპრისგან წარმოიშვნენ და მათი ოთხსაკნიანი გული დამოუკიდებლად განვითარდა, ეს კონვერგენციული ევოლუციის მაგალითია.
As we discussed in Chapter 25, mammals and birds descended from different reptilian ancestors, and their four-chambered hearts evolved independently, an example of convergent evolution.
572428.
ბიოლოგია | თავი XLII
ძუძუმწოვრების სისხლის მიმოქცევის ორი წრე დამოკიდებულია ანატომიასა და გულის მოქმედების ციკლზე.
Double circulation in mammals depends on the anatomy and pumping cycle of the heart.
572429.
ბიოლოგია | თავი XLII
რამდენადაც გულის დაავადება ასეთი მნიშვნელოვანი და ფართოდ გავრცელებულია ადამიანთა პოპულაციებში, მეცნიერებს ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემა ყველა სხვასთან შედარებით უფრო დაწვრილებით აქვთ შესწავლილი.
Because heart disease is such a significant and widespread health problem in human populations, scientists have studied the human circulatory system in much greater detail than any other.
572430.
ბიოლოგია | თავი XLII
მისი სტრუქტურა და ფუნქცია შეიძლება გამოყენებული იყოს ძუძუმწოვართა სისხლის მიმოქცევის სისტემის ზოგად მოდელად.
Its structure and function can serve as a model for exploring mammalian circulation in general.
572431.
ბიოლოგია | თავი XLII
ძუძუმწოვართა სისხლის მიმოქცევა: მიმართულება.
Mammalian Circulation: The Pathway.
572432.
ბიოლოგია | თავი XLII
რამდენადაც თქვენ წაკითხული გაქვთ ძუძუმწოვართა გულსისხლძარღვთა სისტემის დეტალური მიმოხილვა, იხილეთ სურათი 42.5, რომელსაც ტექსტში შემოხაზული ნომრებისთვის მონიშნული ნომრები აქვს.
As you read this detailed discussion of blood flow through the mammalian cardiovascular system, refer to Figure 42.5, which has numbers keyed to the circled numbers in the text.
572433.
ბიოლოგია | თავი XLII
ჩვენს მოგზაურობას ვიწყებთ პულმონარული (ფილტვის) წრით, მარჯვენა პარკუჭი გადატუმბავს სისხლს ფილტვებისკენ ულმონარული არტერიის საშუალებით.
Beginning our tour with the pulmonary (lung) circuit, the right ventricle pumps blood to the lungs via the pulmonary arteries.
572434.
ბიოლოგია | თავი XLII
როდესაც სისხლი გაივლის მარჯვენა და მარცხენა ფილტვის კაპილარულ კონებს, ის იტვირთება ჟანგბადით და იცილებს ნახშირორჟანგს.
As the blood flows through capillary beds in the left and right lungs, it loads O2 and unloads CO2.
572435.
ბიოლოგია | თავი XLII
ჟანგბადით მდიდარი სისხლი ბრუნდება ფილტვებიდან პულმონარული ვენის გავლით მარცხენა წინაგულში.
Oxygen-rich blood returns from the lungs via the pulmonary veins to 4 the left atrium of the heart.
572436.
ბიოლოგია | თავი XLII
შემდგომში, როდესაც პარკუჭი იხსნება და წინაგული იკუმშება ჟანგბადით მდიდარი სისხლი მარცხენა წინაგულიდან მარცხენა პარკუჭში მიედინება.
Next, the oxygen-rich blood flows into 6 the left ventricle as the ventricle opens and the atrium contracts.
572437.
ბიოლოგია | თავი XLII
მარცხენა პარკუჭი ტუმბავს ჟანგბადით მდიდარ სისხლს სხეულის ქსოვილებისკენ სისტემური წრის გავლით.
The left ventricle pumps the oxygen-rich blood out to body tissues through the systemic circuit.
572438.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლი მარცხენა პარკუჭს აორტით ტოვებს, რომელსაც სისხლი არტერიებისკენ გადააქვს, რომელთა საშუალებითაც სისხლი სხეულის შიგნით ნაწილდება.
Blood leaves the left ventricle via 6 the aorta, which conveys blood to arteries leading throughout the body.
572439.
ბიოლოგია | თავი XLII
აორტის პირველი ტოტები კორონალური არტერიებია (არ არის ნაჩვენები), რომელთა საშუალებითაც გულის კუნთი სისხლით მარაგდება.
The first branches from the aorta are the coronary arteries (not shown), which supply blood to the heart muscle itself.
572440.
ბიოლოგია | თავი XLII
მერე გამოდის ტოტები, რომლებსაც სისხლი თავისა და მკლავებისკენ (ზედა კიდურებისკენ) მიაქვს.
Then come branches leading to capillary beds in the head and arms (forelimbs).