მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572481.
ბიოლოგია | თავი XLII
გულის ხანგრძლივი მოქმედების მარეგულირებელი რამდენიმე მექანიზმია განვითარებული.
Several mechanisms have evolved that ensure the continuity and control of the heartbeat.
572482.
ბიოლოგია | თავი XLII
გულის ზოგი კუნთოვანი უჯრედი თვითაგზნების უნარით ხასიათდება, რაც ნიშნავს, რომ მაშინაც კი, როდესაც ისინი გულიდან მოსცილდება და ქსოვილის კულტურაში გადაიტანება ნერვული სისტემიდან მოსული სიგნალების გარეშე, ინარჩუნებს შეკუმშვის უნარს.
Some cardiac muscle cells are self-excitable, meaning they contract without any signal from the nervous system, even if removed from the heart and placed in tissue culture.
572483.
ბიოლოგია | თავი XLII
ყველა ამ უჯრედს შეკუმშვის საკუთარი რიტმი აქვს.
Each of these cells has its own contraction rhythm.
572484.
ბიოლოგია | თავი XLII
როგორ ხდება ინტაქტურ გულში მათი შეკუმშვების რეგულაცია?
How are their contractions coordinated in the intact heart?
572485.
ბიოლოგია | თავი XLII
გულის უბანი, რომელსაც სინოატრიალურ კვანძს (სა) ან პეისმეიკერს უწოდებენ, კუნთოვანი უჯრედების შეკუმშვის სიხშირეს განსაზღვრავს.
A region of the heart called the sinoatrial (SA) node, or pacemaker sets the rate and timing at which all cardiac muscle cells contract.
572486.
ბიოლოგია | თავი XLII
სა კვანძი შედგება განსაკუთრებული კუნთოვანი უჯრედებისგან, იგი მარჯვენა პარკუჭის კედელშია მოთავსებული, იმ ადგილთან ახლოს, სადაც ზედა ღრუ ვენა გულში შედის.
Composed of specialized muscle tissue, the SA node is located in the wall of the right atrium, near the point where the superior vena cava enters the heart.
572487.
ბიოლოგია | თავი XLII
რადგანაც ადამიანის (და სხვა ხერხემლიანების) გულის პეისმეიკერი განსაკუთრებული კუნთოვანი ქსოვილისგან შედგება და საკუთრივ გულშია მოთავსებული ხერხემლიანთა გულს მიოგენურ გულს უწოდებენ.
Because the pacemaker of the human heart (and of other vertebrates) is made up of specialized muscle tissues and located within the heart itself, the vertebrate heart is referred to as a myogenic heart.
572488.
ბიოლოგია | თავი XLII
ამისგან განსხვავებით, ფეხსახსრიანების გულის უმეტესი ნაწილი გარედან მოსული მოტორული ნერვებით არის წარმოდგენილი, აღნიშნულ წყობას ნეიროგენურ გულს უწოდებენ.
In contrast, the pacemakers of most arthropod hearts originate in motor nerves arising from the outside, an arrangement called a neurogenic heart.
572489.
ბიოლოგია | თავი XLII
სა კვანძის მიერ წარმოქმნილი ნერვული იმპულსები ძალიან ჰგავს ნერვული უჯრედების მიერ წარმოქმნილ იმპულსებს.
The SA node generates electrical impulses much like those produced by nerve cells.
572490.
ბიოლოგია | თავი XLII
რამდენადაც გულის კუნთოვანი უჯრედები ელექტრულად ურთიერთდაკავშირებულია (მეზობელ უჯრედებს შორის არსებული განსაკუთრებული დისკებით) საკვანძოდან იმპულსები წინაგულის კედელში სწრაფად ვრცელდება და ორივე წინაგულის უნისონში შეკუმშვას განაპირობებს.
Because cardiac muscle cells are electrically coupled (by the intercalated disks between adjacent cells), impulses from the SA node spread rapidly through the walls of the atria, causing both atria to contract in unison.
572491.
ბიოლოგია | თავი XLII
იმპულსები ასევე გადაეცემა გადამრთველ წერტილში განსაკუთრებულ კუნთოვან ქსოვილს, ატრიოვენტრიკულურ (ავ) კვანძს, რომელიც მარჯვენა წინაგულსა და პარკუჭს შორის კედელშია მოთავსებული.
The impulses also pass to another region of specialized cardiac muscle tissue, a relay point called the atrioventricular (AV) node, located in the wall between the right atrium and right ventricle.
572492.
ბიოლოგია | თავი XLII
აქ იმპულსები პარკუჭის კედელში გადასვლამდე დაახლოებით 0.1 წმ ყოვნდება.
Here, the impulses are delayed for about 0.1 second before spreading to the walls of the ventricles.
572493.
ბიოლოგია | თავი XLII
დაყოვნება უზრუნველყოფს იმას, რომ წინაგულები პარკუჭების შეკუმშვამდე სრულიად დაიცალოს.
The delay ensures that the atria empty completely before the ventricles contract.
572494.
ბიოლოგია | თავი XLII
სპეციალური კუნთოვანი ბოჭკოები, რომელთა კუნთოვან განტოტვას პურკინიეს ბოჭკოებს უწოდებენ, სიგნალს პარკუჭის კედლებში გულის წვერისკენ ატარებენ.
Specialized muscle fibres called bundle branches and Purkinje fibres then conduct the signals to the apex of the heart and throughout the ventricular walls.
572495.
ბიოლოგია | თავი XLII
იმპულსები, რომლებიც გულის ციკლისას მის კუნთში მოგზაურობს ელექტრულ დენს წარმოქმნის, ეს დენი სხეულის სითხეებით კანისკენ გადაიტანება და ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) სახით აღირიცხება.
The impulses that travel through cardiac muscle during the heart cycle produce electrical currents that are conducted through body fluids to the skin, where the currents can be detected by electrodes and recorded as an electrocardiogram (ECG or EKG).
572496.
ბიოლოგია | თავი XLII
სა კვანძი მთელი გულის რიტმს განსაზღვრავს, მაგრამ რამდენიმე ფიზიოლოგიური ფაქტორის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.
The SA node sets the tempo for the entire heart, but is influenced by a variety of physiological cues.
572497.
ბიოლოგია | თავი XLII
ნერვების ორი ჯგუფი გავლენას ახდენს „გულისცემის სიხშირეზე“ ერთი აჩქარებს პეისმეიკერს, მეორე კი ანელებს.
Two sets of nerves affect heart rate, one set speeds up the pacemaker, and the other set slows it down.
572498.
ბიოლოგია | თავი XLII
გულის სიხშირე რეგულირდება ამ ნერვების ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებით.
Heart rate is a compromise regulated by the opposing actions of these nerves.
572499.
ბიოლოგია | თავი XLII
პეისმეიკერზე გავლენას ჰორმონებიც ახდენს, რომლებიც სისხლში ჯირკვლებიდან გამოიყოფა.
The pacemaker is also influenced by hormones secreted into the blood by glands.
572500.
ბიოლოგია | თავი XLII
მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონი ეპინეფრინი ზრდის გულისცემის სიხშირეს.
For example, epinephrine, a hormone secreted by the adrenal glands, increases heart rate.