მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572501.
ბიოლოგია | თავი XLII
სხეულის ტემპერატურა მეორე ფაქტორია, რომელსაც პეისმეიკერზე გავლენა აქვს.
Body temperature is another factor that affects the pacemaker.
572502.
ბიოლოგია | თავი XLII
1 გრადუსით ტემპერატურის მომატება გულის ცემის სიხშირეს წუთში დაახლოებით 10-ით ზრდის.
An increase of only 1°C raises the heart rate by about 10 beats per minute.
572503.
ბიოლოგია | თავი XLII
ეს არის მიზეზი, რის გამოც თქვენი პულსი სიცხისას მატულობს.
This is the reason your pulse increases substantially when you have a fever.
572504.
ბიოლოგია | თავი XLII
გულისცემის სიხშირე ფიზიკური ვარჯიშის დროსაც იზრდება, ეს ადაპტაცია მომუშავე კუნთებისთვის საჭირო დამატებითი ჟანგბადის მიწოდებას უზრუნველყოფს.
Heart rate also increases with exercise, an adaptation that enables the circulatory system to provide the additional O2 needed by muscles hard at work.
572505.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლის მიმოქცევას ფიზიკური კანონები მართავს.
Physical principles govern blood circulation.
572506.
ბიოლოგია | თავი XLII
საკვები ნივთიერებებისა და მეტაბოლიზმის პროდუქტების გადატანა სისხლის საშუალებით ხორციელდება.
Blood delivers nutrients and removes wastes throughout an animal's body.
572507.
ბიოლოგია | თავი XLII
ეს ფუნქციები სისხლის მიმოქცევის სისტემებით მიიღწევა, ძარღვების დატოტიანებული ქსელი, ქალაქის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემას ჰგავს, რომელიც მოსახლეობას სუფთა წყლით ამარაგებს და ჭუჭყს აცილებს.
These functions are made possible by the circulatory system, a branching network of vessels similar in some ways to the plumbing system that delivers fresh water to a city and removes the city's waste.
572508.
ბიოლოგია | თავი XLII
ის ფიზიკური კანონები, რომელიც ქალაქის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებს მართავს ცხოველთა სისხლის მიმოქცევის სისტემაშიც მუშაობს.
The same physical principles that govern the operation of such plumbing systems also influence the functioning of animal circulatory systems.
572509.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლძარღვების სტრუქტურა და ფუნქციები.
Blood Vessel Structure and Function.
572510.
ბიოლოგია | თავი XLII
მიმოქცევის სისტემის ინფრასტრუქტურა სისხლძარღვების ქსელისგან შედგება.
The "infrastructure" of the circulatory system consists of its network of blood vessels.
572511.
ბიოლოგია | თავი XLII
ყველა სისხლძარღვი მსგავსი ქსოვილისგან შედგება.
All blood vessels are built of similar tissues.
572512.
ბიოლოგია | თავი XLII
არტერიების და ვენების კედლებს სამი მსგავსი შრე აქვთ.
The walls of both arteries and veins have three similar layers.
572513.
ბიოლოგია | თავი XLII
გარეთ, ელასტიკური ძაფებისგან შემდგარი შემაერთებელი ქსოვილი, მათ გაჭიმვასა და მოღუნვადობას უზრუნველყოფს.
On the outside, a layer of connective tissue with elastic fibres allows the vessel to stretch and recoil.
572514.
ბიოლოგია | თავი XLII
შუა შრე გლუვი კუნთოვანი ბოჭკოების უფრო ელასტიკურ ძაფებს მოიცავს.
A middle layer contains smooth muscle and more elastic fibres.
572515.
ბიოლოგია | თავი XLII
ყველა სისხლძარღვის, მათ შორის კაპილარების შიდა ამომფენი შრე ენდოთელიუმია, ბრტყელი უჯრედების ერთი შრე, რომელიც გლუვ ზედაპირს ქმნის და სისხლის დინების წინაღობას მინიმუმამდე ამცირებს.
Lining the lumen of all blood vessels, including capillaries, is an endothelium, a single layer of flattened cells that provides a smooth surface that minimizes resistance to the flow of blood.
572516.
ბიოლოგია | თავი XLII
სტრუქტურული განსხვავებები, არტერიების, ვენებისა და კაპილარების განსხვავებულ ფუნქციებს შეესაბამება.
Structural differences correlate with the different functions of arteries, veins, and capillaries.
572517.
ბიოლოგია | თავი XLII
კაპილარებს ორი გარეთა შრე არა აქვთ და მათი თხელი კედელი მარტო ბაზალური მემბრანისა და ენდოთელიუმისგან შედგება.
Capillaries lack the two outer layers, and their very thin walls consist only of endothelium and its basement membrane.
572518.
ბიოლოგია | თავი XLII
ეს აადვილებს ნივთიერებათა მიმოცვლას სისხლსა და ქსოვილურ სითხეს შორის.
This facilitates the exchange of substances between the blood and the interstitial fluid.
572519.
ბიოლოგია | თავი XLII
არტერიების შუა და გარეთა შრე უფრო სქელია ვიდრე ვენებისა.
Arteries have thicker middle and outer layers than veins.
572520.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლი, მიმოქცევის სისტემის ძარღვებში არათანაბარი სიჩქარითა და წნევით მიედინება.
Blood flows through the vessels of the circulatory system at uneven speeds and pressures.