მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572521.
ბიოლოგია | თავი XLII
არტერიების სქელი კედლები უზრუნველყოფს ძალას, რომელიც გულიდან სწრაფად გადმოსროლილი სისხლის წნევას უძლებს და მათი ელასტიკურობა უზრუნველყოფს წნევის შენარჩუნებას მაშინაც კი, როდესაც გული მოდუნებულია.
The thicker walls of arteries provide strength to accommodate blood pumped rapidly and at high pressure by the heart, and their elasticity helps maintain blood pressure even when the heart relaxes between contractions.
572522.
ბიოლოგია | თავი XLII
უფრო თხელკედლიანი ვენები დაბალი სიჩქარითა და წნევით სისხლს უკან, გულისკენ აბრუნებენ.
The thinner-walled veins convey blood back to the heart at low velocity and pressure.
572523.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლი ვენებში ძირითადად კუნთების მოქმედებით მიედინება.
Blood flows through the veins mainly as a result of muscle action.
572524.
ბიოლოგია | თავი XLII
როდესაც მოძრაობთ, თქვენი ჩონჩხის კუნთები ვენებს აწვება და სისხლს ამოძრავებს.
Whenever you move, your skeletal muscles squeeze your veins and push blood through them.
572525.
ბიოლოგია | თავი XLII
დიდ ვენებში სისხლის ერთი მიმართულებით, გულისკენ მოძრაობას სარქვლებიც უზრუნველყოფს.
Within large veins, flaps of tissue act as one-way valves that allow blood to flow only toward the heart.
572526.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლის დინების სიჩქარე.
Blood Flow Velocity.
572527.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლი აორტაში ათასჯერ უფრო სწრაფად (დაახლოებით 30სმ/წმ) მოძრაობს ვიდრე კაპილარებში (დაახლოებით 0.026 სმ/წმ).
Blood travels over a thousand times faster in the aorta (about 30 cm/sec on average) than in capillaries (about 0.026 cm/sec).
572528.
ბიოლოგია | თავი XLII
სიჩქარის აღნიშნული ცვლილება მილებში სითხის მოძრაობის კანონს ექვემდებარება.
This velocity change follows from the law of continuity, which describes fluid movement through pipes.
572529.
ბიოლოგია | თავი XLII
თუ მილის დიამეტრი მის სიგრძეზე იცვლება, სითხე ვიწრო უბანში უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ფართო უბნებში.
If a pipe's diameter changes over its length, a fluid flows through narrower segments of the pipe faster than it flows through wider segments.
572530.
ბიოლოგია | თავი XLII
იქიდან გამომდინარე, რომ წამში გასული სითხის მოცულობა მთელ მილში მუდმივი უნდა იყოს, სითხე მილის ვიწრო ადგილებში უფრო სწრაფად უნდა გავიდეს.
Since the volume of flow per second must be constant through the entire pipe, the fluid must flow faster as the cross-sectional area of the pipe narrows.
572531.
ბიოლოგია | თავი XLII
თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ რამდენადაც კაპილარების დიამეტრი ძალიან მცირეა, სისხლმა კაპილარებში უფრო სწრაფად უნდა იმოძრაოს, ვიდრე არტერიებში.
You might think that blood should travel faster through capillaries than through arteries because the diameter of capillaries is very small.
572532.
ბიოლოგია | თავი XLII
მაგრამ კაპილარების ჯამური განივკვეთი განსაზღვრავს მათში დინების სიჩქარეს.
However, it is the total cross-sectional area of capillaries that determines the flow rate.
572533.
ბიოლოგია | თავი XLII
ყველა არტერია სისხლს, უამრავი რაოდენობით, კაპილარში აგზავნის, ასე რომ, კაპილარული კონის ჯამური განივკვეთი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე მიმოქცევის სისტემის ნებისმიერ სხვა ადგილას.
Each artery conveys blood to such an enormous number of capillaries that the total cross-sectional area is much greater in capillary beds than in any other part of the circulatory system.
572534.
ბიოლოგია | თავი XLII
ამ მიზეზით, სისხლის სიჩქარე მნიშვნელოვნად მცირდება, როდესაც ის არტერიებიდან არტერიოლებში შედის და კაპილარულ კონაში კიდევ უფრო ნელდება.
For this reason, the blood slows substantially as it enters the arterioles from arteries and slows further still in the capillary beds.
572535.
ბიოლოგია | თავი XLII
კაპილარები ერთადერთი ძარღვებია, რომელთა კედელიც საკმარისად თხელია სისხლსა და უჯრედშორის სითხეს შორის ნივთიერებათა მიმოცვლისთვის, სისხლის მოძრაობის დაბალი სიჩქარე კიდევ უფრო ზრდის ამ მიმოცვლას.
Capillaries are the only vessels with walls thin enough to permit the transfer of substances between the blood and interstitial fluid, and the slower flow of blood through these tiny vessels enhances this exchange.
572536.
ბიოლოგია | თავი XLII
კაპილარების დატოვების შემდეგ სისხლი ვენულებსა და ვენებში შედის.
As blood leaves the capillaries and enters the venules and veins.
572537.
ბიოლოგია | თავი XLII
სითხეები მათი შეხების ზედაპირებზე გარკვეული ძალით მოქმედებენ, რომელსაც ჰიდროსტატიკურ წნევას უწოდებენ, აღნიშნული წნევა მილებში სითხის მამოძრავებელი ძალას წარმოადგენს.
Fluids exert a force called hydrostatic pressure against the surfaces they contact, and it is that pressure that drives fluids through pipes.
572538.
ბიოლოგია | თავი XLII
სითხეები მაღალი წნევის არიდან დაბლისკენ მიემართებიან.
Fluids flow from areas of higher pressure to areas of lower pressure.
572539.
ბიოლოგია | თავი XLII
ჰიდროსტატიკური წნევა, რომელსაც სისხლი ძარღვების კედლებზე ავითარებს და, რომელიც მას ამოძრავებს სისხლის წნევად იწოდება.
The hydrostatic pressure that blood exerts against the wall of a vessel and that propels the blood is called blood pressure.
572540.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლის წნევა გაცილებით უფრო დიდია არტერიებში, ვიდრე ვენებში და ყველაზე მაღალია არტერიებში, პარკუჭოვანი სისტოლისას გულის შეკუმშვის დროს (სისტოლური წნევა).
Blood pressure is much greater in arteries than in veins and is highest in arteries when the heart contracts during ventricular systole (systolic pressure).