მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572581.
ბიოლოგია | თავი XLII
ტვინის, გულის, თირკმლების, და ღვიძლის კაპილარები ყოველთვის მაქსიმალურად დატვირთულია სისხლით, ხოლო სხვა ორგანოებში კი სისხლით მომარაგება დროთა განმავლობაში იცვლება და სისხლი ერთი სამიზნიდან მეორისკენ გადაინაცვლებს.
Capillaries in the brain, heart, kidneys, and liver are usually filled to capacity, but in many other sites, the blood supply varies over time as blood is diverted from one destination to another.
572582.
ბიოლოგია | თავი XLII
მაგალითად, საკვების მიღების შემდეგ სისხლის მიწოდება მომნელებელი სისტემისკენ ძლიერდება.
After a meal, for instance, the blood supply to the digestive tract increases.
572583.
ბიოლოგია | თავი XLII
აქტიური ფიზიკური ვარჯიშისას კი სისხლი საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ჩონჩხის კუნთებისკენ და კანისკენ ინაცვლებს.
During strenuous exercise, blood is diverted from the digestive tract and supplied more generously to skeletal muscles and skin.
572584.
ბიოლოგია | თავი XLII
ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საკვების მიღებისთანავე მძიმე ვარჯიში მოუნელებლობას იწვევს.
This is one reason that exercising heavily immediately after eating a big meal may cause indigestion.
572585.
ბიოლოგია | თავი XLII
კაპილარებში სისხლის გადანაწილებას ორი მექანიზმი არეგულირებს.
Two mechanisms regulate the distribution of blood in capillary beds.
572586.
ბიოლოგია | თავი XLII
ორივე დამოკიდებულია ნერვული იმპულსებითა და ჰორმონებით გლუვი კუნთების კონტროლზე.
Both depend on smooth muscles controlled by nerve signals and hormones.
572587.
ბიოლოგია | თავი XLII
ერთ მექანიზმში, არტერიოლის კედლის გლუვი კუნთის შეკუმშვა ავიწროებს ძარღვს, ამცირებს დიამეტრს და აქვეითებს სისხლის დინებას კაპილარული კონისკენ.
In one mechanism, contraction of the smooth muscle layer in the wall of an arteriole constricts the vessel, reducing its diameter and decreasing blood flow through it to a capillary bed.
572588.
ბიოლოგია | თავი XLII
როდესაც კუნთოვანი შრე დუნდება, არტერიოლა ფართოვდება და საშუალებას აძლევს სისხლს კაპილარში გადავიდეს.
When the muscle layer relaxes, the arteriole dilates, allowing blood to enter the capillaries.
572589.
ბიოლოგია | თავი XLII
მეორე მექანიზმში, გლუვი კუნთების წრეები, რომელთაც კაპილარული კონის შესასვლელთან მდებარეობის გამო პრეკაპილარული სფინქტერებს უწოდებენ, სისხლის დინებას არტერიოლებსა და ვენულებს შორის აკონტროლებენ.
In the other mechanism, rings of smooth muscle are called precapillary sphincters because they are located at the entrance to capillary beds, control the flow of blood between arterioles and venules.
572590.
ბიოლოგია | თავი XLII
როგორც თქვენ წაიკითხეთ, ნივთიერებათა მიმოცვლა სისხლსა და უჯრედშორის ქსოვილს შორის კაპილარების თხელი ენდოთელიუმის კედლის საშუალებით ხორციელდება.
As you have read, the exchange of substances between the blood and the interstitial fluid takes place across the thin endothelial walls of the capillaries.
572591.
ბიოლოგია | თავი XLII
ზოგი ნივთიერება აღნიშნულ ენდოთელიუმის შრეს ვეზიკულების შემადგენლობაში გაივლის, რომელიც უჯრედის ერთ ნაწილში ენდოციტოზის გზით წარმოიქმნება და მეორე ნაწილში ეგზოციტოზით გარეთ გამოიყოფა.
Some substances may be carried across an endothelial cell in vesicles that form by endocytosis on one side of the cell and then release their contents by exocytosis on the opposite side.
572592.
ბიოლოგია | თავი XLII
სხვა ნივთიერებები კი მარტივად დიფუნდირებენ სისხლსა და ქსოვილურ სითხეს შორის.
Others simply diffuse between the blood and the interstitial fluid.
572593.
ბიოლოგია | თავი XLII
პატარა მოლეკულები, როგორიცაა ჟანგბადი და ნახშირორჟანგი, ენდოთელიუმის შრეში კონცენტრაციული გრადიენტის მიმართულებით მოძრაობენ.
Small molecules, such as O2 and CO2, diffuse down concentration gradients across the endothelial cells.
572594.
ბიოლოგია | თავი XLII
დიფუზია შეიძლება მეზობელ უჯრედებს შორისაც განხორციელდეს.
Diffusion can also occur through the clefts between adjoining cells.
572595.
ბიოლოგია | თავი XLII
თუმცა, ასეთ შემთხვევაში ნივთიერებების დიდი რაოდენობა სითხის წნევის ზემოქმედებით ტრანსპორტირდება.
However, transport through these clefts occurs mainly by bulk flow due to fluid pressure.
572596.
ბიოლოგია | თავი XLII
კაპილარის შიგნით არსებული სისხლის წნევა სითხეს (რომელიც შედგება მცირე ზომის გახსნილი ნივთიერებებისგან, როგორიცაა შაქრები, მარილები, ჟანგბადი და შარდოვანა) კაპილარული ქსელიდან გარეთ აწვება.
Blood pressure within the capillary pushes fluid (consisting of water and small solutes such as sugars, salts, O2, and urea) through the capillary clefts.
572597.
ბიოლოგია | თავი XLII
გარეთ მიმართული მოძრაობა იწვევს სითხის ძარღვიდან გასვლას, არტერიოლასთან ახლოს მყოფ კაპილარულ უბანში.
The outward movement of this fluid causes a net loss of fluid from the upstream end of the capillary near an arteriole.
572598.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლის უჯრედები და უმეტესი ცილები ძალიან დიდია საიმისოდ, რომ ენდოთელიუმში გააღწიონ და ამიტომ კაპილარებში რჩებიან.
Blood cells suspended in blood and most proteins dissolved in the blood are too large to pass through the endothelium and remain in the capillaries.
572599.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლის ცილები, რომლებიც კაპილარებში რჩება, განსაკუთრებით ალბუმინი არტერიული ბოლოდან ვენულასკენ თითქმის მუდმივ ოსმოსურ წნევას ქმნის.
The blood proteins remaining in the capillaries, especially albumin, create approximately constant osmotic pressure from the arteriole to the venule end of a capillary bed.
572600.
ბიოლოგია | თავი XLII
ამისგან განსხვავებით, სისხლის წნევა მკვეთრად ეცემა.
In contrast, blood pressure drops sharply.