მოიძებნა 668042 ჩანაწერი
573021.
ბიოლოგია | თავი XLIII
დაცვის მეორე მთავარი ტიპი არის შეძენილი იმუნიტეტი, რომელსაც ასევე ადაპტიურ იმუნიტეტსაც უწოდებენ.
The second major kind of defense is acquired immunity, also called adaptive immunity.
573022.
ბიოლოგია | თავი XLIII
ის ვითარდება მხოლოდ ისეთი გამომწვევი აგენტების მოქმედების შემდეგ, როგორიცაა მიკრობები, სხეულის ანომალიური უჯრედები, ტოქსინები, ან სხვა უცხო სხეულები.
It develops only after exposure to inducing agents such as microbes, abnormal body cells, toxins, or other foreign substances.
573023.
ბიოლოგია | თავი XLIII
შეძენილი დაცვა მაღალსპეციფიკურია, რაც იმას გულისხმობს, რომ შესაძლებელია ერთი აგენტის მეორისგან გარჩევა, მათ შორის ისეთებისაც კი, რომლებიც მხოლოდ მცირედ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
Acquired defenses are highly specific-that is, they can distinguish one inducing agent from another, even those that differ only slightly.
573024.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს შეცნობა მიიღწევა სისხლის თეთრი უჯრედებით, რომლებსაც ლიმფოციტებს უწოდებენ და რომლებიც იმუნური პასუხების ორ ძირითად ტიპს წარმოქმნიან.
This recognition is achieved by white blood cells called lymphocytes, which produce two general types of immune responses.
573025.
ბიოლოგია | თავი XLIII
ჰუმორულ პასუხში, უჯრედები, რომლებიც ლიმფოციტების ნაწარმებია, გამოყოფენ დამცავ ცილებს, რომლებსაც ანტისხეულები ეწოდება და რომლებიც მიკრობებს უკავშირდებიან და განადგურებისთვის მონიშნავენ.
In the humoral response, cells derived from lymphocytes secrete defensive proteins called antibodies that bind to microbes and mark them for elimination.
573026.
ბიოლოგია | თავი XLIII
უჯრედული პასუხის დროს, ციტოტოქსიკური ლიმფოციტები პირდაპირ ანგრევენ ინფიცირებულ სხეულებს, სიმსივნურ უჯრედებს, ან უცხო ქსოვილს.
In the cell-mediated response, cytotoxic lymphocytes directly destroy infected body cells, cancer cells, or foreign tissue.
573027.
ბიოლოგია | თავი XLIII
სურათი 43.2. აჯამებს თანდაყოლილ და შეძენილ იმუნიტეტს.
Figure 43.2 summarizes innate and acquired immunity.
573028.
ბიოლოგია | თავი XLIII
ამ თავში თქვენ გაეცნობით, დაცვის ამ ორი კომპონენტის უჯრედული და ქიმიური მექანიზმები თუ როგორ იცავენ ერთად ხერხემლიანებს, სხვადასხვა საფრთხისგან.
In this chapter, you will learn how the various cellular and chemical components of these two kinds of defense together protect vertebrates from various threats.
573029.
ბიოლოგია | თავი XLIII
მოგვიანებით ამ თავში, ჩვენ ასევე მოკლედ შევეხებით უხერხემლოთა იმუნურ სისტემასაც, რომელიც მხოლოდ თანდაყოლილი არასპეციფიკური მექანიზმებით ფუნქციონირებს.
Later in the chapter, we will also look briefly at immunity in invertebrates, which are protected solely by innate, nonspecific mechanisms.
573030.
ბიოლოგია | თავი XLIII
თანდაყოლილი იმუნიტეტი უზრუნველყოფს ფართო სპექტრის ინფექციებისგან დაცვას.
Innate immunity provides broad defenses against infection.
573031.
ბიოლოგია | თავი XLIII
შეჭრილმა მიკრობმა უნდა გადალახოს გარეთა ბარიერები, რომელიც ცხოველის ზედაპირსა და სხეულის გახსნილ უბნებზე კანითა და ლორწოვანი გარსით არის შექმნილი.
An invading microbe must penetrate the external barriers formed by an animal's skin and mucous membranes, which cover the surface and line the openings of the body.
573032.
ბიოლოგია | თავი XLIII
პათოგენი, რომელიც წარმატებულად გაივლის აღნიშნულ ბარიერს, მალე შეეჯახება თანდაყოლილ უჯრედულ და ქიმიურ მექანიზმებს, რომლებიც ხელს უშლის მის თავდასხმას სხეულზე.
A pathogen that successfully breaks through these external defenses soon encounters several innate cellular and chemical mechanisms that impede its attack on the body.
573033.
ბიოლოგია | თავი XLIII
გარეგანი დაცვა.
External Defenses.
573034.
ბიოლოგია | თავი XLIII
ინტაქტური კანი არის ბარიერი, რომელშიც ჩვეულებრივ არ გადის ვირუსი და ბაქტერია, შესაძლოა, უმცირესი დაზიანების შედეგადაც კი განვლადი გახდეს.
Intact skin is a barrier that cannot normally be penetrated by viruses or bacteria, but even tiny abrasions may allow their passage.
573035.
ბიოლოგია | თავი XLIII
ამის მსგავსად, ლორწოვანი შრე, რომლითაც ამოფენილია სუნთქვის, მომნელებელი და შარდსასქესო გზები, ქმნის პოტენციური დამაზიანებელი მიკრობების შესვლის ბარიერს.
Likewise, the mucous membranes lining the digestive, respiratory, and genitourinary tracts bar the entry of potentially harmful microbes.
573036.
ბიოლოგია | თავი XLIII
აღნიშნული ლორწოვანი გარსების ზოგი უჯრედი თავად წარმოქმნის ლორწოს, ბლანტ სითხეს, რომელიც იჭერს მიკრობებს და სხვა ნაწილაკებს.
Certain cells of these mucous membranes also produce mucus, a viscous fluid that traps microbes and other particles.
573037.
ბიოლოგია | თავი XLIII
მაგალითად, ტრაქეაში წამწამოვანი ეპითელური უჯრედები ზევით განდევნიან ლორწოსა და სხვა ნაწილაკებს და არ უშვებენ მათ ფილტვებისკენ.
In the trachea, for example, ciliated epithelial cells sweep mucus and any entrapped microbes upward, preventing the microbes from entering the lungs.
573038.
ბიოლოგია | თავი XLIII
სხეულში სხვადასხვა მიკრობების მიერ კოლონების წარმოქმნა შეზღუდულია ლორწოვანი სეკრეტების, ნერწყვის და ცრემლის გამრეცხი მოქმედებითაც, რომლებითაც მუდმივად ხდება ეპითელური ზედაპირების ჩამორეცხვა.
Microbial colonization of the body is also inhibited by the washing action of the mucous secretions, saliva, and tears that constantly bathe the surfaces of various exposed epithelia.
573039.
ბიოლოგია | თავი XLIII
ლორწოვანი გარსები მათი ფიზიკური როლის მიღმა უზრუნველყოფენ ისეთი გარემოს შექმნასაც, რომელიც მიკრობებისთვის არასასურველია.
Beyond their physical role in inhibiting microbe entry provide an environment that is often hostile to microbes.
573040.
ბიოლოგია | თავი XLIII
ადამიანებში, ცხიმოვანი ჯირკვლებისა და საოფლე ჯირკვლების სეკრეცია კანს უქმნის განსაზღვრულ pH-ს რომელიც მერყეობს 3-სა და 5-ს შორის, რაც საკმარისად მჟავეა იმისთვის, რომ ბევრ ბაქტერიას კოლონიზაციაში შეუშალოს ხელი.
In humans, secretions from sebaceous (oil) glands and sweat glands give the skin a pH ranging from 3 to 5, which is acidic enough to prevent colonization by many microbes.