მოიძებნა 668042 ჩანაწერი
573081.
ბიოლოგია | თავი XLIII
ნაცვლად იმისა, რომ ეს პარაზიტი შთანთქან, ეოზინოფილები მისი სხეულის მოპირდაპირედ თავსდებიან და დამშლელი ფერმენტებით იწყებენ მის მონელებას.
Rather than engulfing such a parasite, eosinophils position themselves against the parasite's body and then discharge destructive enzymes that damage the invader.
573082.
ბიოლოგია | თავი XLIII
ფაგოციტების მეოთხე ტიპი არის დენდრიტული უჯრედები, რომლებსაც მაკროფაგების მსგავსად, მიკროორგანიზმების მონელება შეუძლიათ.
The fourth type of phagocyte, dendritic cells, can ingest microbes like macrophages do.
573083.
ბიოლოგია | თავი XLIII
როგორც ამ თავში მოგვიანებით გაიგებთ, მათი პირველადი როლი შეძენილი იმუნიტეტის განვითარების სტიმულაციაა.
However, as you will learn later in the chapter, their primary role is to stimulate the development of acquired immunity.
573084.
ბიოლოგია | თავი XLIII
ანტიმიკრობული ცილები.
Antimicrobial Proteins.
573085.
ბიოლოგია | თავი XLIII
უამრავი ცილა მონაწილეობს თანდაყოლილ იმუნიტეტში, ისინი ან უშუალოდ თავს ესხმიან მიკრობებს, ან ხელს უშლიან მათ გამრავლებას.
Numerous proteins function in innate defense by attacking microbes directly or by impeding their reproduction.
573086.
ბიოლოგია | თავი XLIII
თქვენ უკვე ისწავლეთ ლიზოციმის ანტიმიკრობული მოქმედება.
You have already learned about the antimicrobial action of lysozyme.
573087.
ბიოლოგია | თავი XLIII
სხვა ანტიმიკრობულ ცილებს ეკუთვნის შრატის დაახლოებით 30 ცილა, რომლებიც კომპლიმენტარულ სისტემას ქმნიან.
Other antimicrobial proteins include about 30 serum proteins that make up the complement system.
573088.
ბიოლოგია | თავი XLIII
ინფექციის არარსებობისას, ეს ცილები ინაქტივირებულია.
In the absence of infection, these proteins are inactive.
573089.
ბიოლოგია | თავი XLIII
ბევრი მიკრობის ზედაპირზე არსებულ ნივთიერებებს შეუძლიათ ისეთი კასკადური პროცესების ჩართვა, რომლებიც კომპლიმენტარულ სისტემას ააქტიურებს და შემოჭრილი უჯრედების ლიზისს (დაშლას) იწვევს.
Substances on the surface of many microbes, however, can trigger a cascade of steps that activate the complement system, leading to lysis (bursting) of invading cells.
573090.
ბიოლოგია | თავი XLIII
გარკვეული კომპლიმენტარული ცილები ასევე ხელს უწყობენ ანთების განვითარებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შეძენილ იმუნიტეტში.
Certain complement proteins also help trigger inflammation or play a role in acquired defense.
573091.
ბიოლოგია | თავი XLIII
ორი ტიპის ინტერფერონი (α და β) ვირუსული ინფექციებისგან თანდაყოლილ დაცვას უზრუნველყოფს.
Two types of interferon (a and B) provide innate defense against viral infections.
573092.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს ცილები სხეულის იმ უჯრედების მიერ გამოიყოფა, რომლებიც ვირუსით არის ინფიცირებული და მეზობელი, არაინფიცირებული უჯრედების სტიმულირებას ახდენენ, რათა მათ სხვა ისეთი ნივთიერებები გამოიმუშაონ, რომლებიც ვირუსის გამრავლებას შეუშლის ხელს.
These proteins are secreted by virus-infected body cells and induce neighboring uninfected cells to produce other substances that inhibit viral reproduction.
573093.
ბიოლოგია | თავი XLIII
ამ გზით, ინტერფერონები ვირუსების სხეულში გავრცელებას ზღუდავენ და აკონტროლებენ ისეთ ვირუსულ ინფექციებს, როგორიცაა გაციება და გრიპი.
In this way, interferons limit the cell-to-cell spread of viruses in the body, helping control viral infections such as colds and influenza.
573094.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს თანდაყოლილი დაცვის მექანიზმი არ არის ვირუსსპეციფიკური.
This innate defense mechanism is not virus-specific.
573095.
ბიოლოგია | თავი XLIII
ერთი ვირუსის საპასუხოდ გამომუშავებულ ინტერფერონებს შეუძლიათ მცირე ხნით სხვა ვირუსებსაც შეებრძოლონ.
Interferons produced in response to one virus may also confer short-term resistance to unrelated viruses.
573096.
ბიოლოგია | თავი XLIII
განსაზღვრული ლიმფოციტები გამოყოფენ მესამე ტიპის ინტერფერონს, (γ) რაც მაკროფაგების გააქტიურებას ეხმარება, აძლიერებს რა მათ ფაგოციტურ უნარს.
Certain lymphocytes secrete a third type of interferon (y) that helps activate macrophages, enhancing their phagocytic ability.
573097.
ბიოლოგია | თავი XLIII
დღეისთვის შესაძლებელია ინტერფერონების მასობრივად წარმოება რეკომბინაციული დნმ-ის ტექნოლოგიით და მიმდინარეობს მათი შემოწმება ვირუსული ინფექციებისა და კიბოს სამკურნალოდ.
Interferons can now be mass-produced by recombinant DNA technology and are being tested for the treatment of viral infections and cancer.
573098.
ბიოლოგია | თავი XLIII
ანტიმიკრობული ცილების სხვა ჯგუფი, რომელთაც კარგად მორგებული სახელი დეფენსისი შეურჩიეს, აქტივირებული მაკროფაგების მიერ გამოიყოფა.
Yet another group of antimicrobial proteins, fittingly named defensins, are secreted by activated macrophages.
573099.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს მცირე ზომის ცილები სხეულის უჯრედების დაუზიანებლად, პათოგენების ფართო ჯგუფს სხვადასხვა მექანიზმებით ანადგურებენ.
These small proteins damage broad groups of pathogens by various mechanisms without harming body cells.
573100.
ბიოლოგია | თავი XLIII
ანთებითი პასუხი.
Inflammatory Response.