მოიძებნა 668042 ჩანაწერი
573141.
ბიოლოგია | თავი XLIII
ესენი პარაზიტისა და დაჭრილი ქსოვილის გარშემო გროვდებიან, რაც ხელს უშლის დაზიანებული არის მიღმა პარაზიტების გავრცელებას.
These are deposited around parasites and wounded tissue, helping to prevent the spread of parasites beyond the affected area.
573142.
ბიოლოგია | თავი XLIII
მწერებში ფენოლოქსიდაზების გააქტიურება მიმდინარეობს ისეთივე საფეხურებიანი კასკადით, როგორიც ნანახია ხერხემლიანთა კომპლემენტარული ცილების გა.
Activation of phenoloxidase in insects occurs by a cascade of steps similar to those that activate vertebrate complement proteins.
573143.
ბიოლოგია | თავი XLIII
ბოლოდროინდელი კვლევები იმაზე მიუთითებს, რომ უხერხემლოებს ლიმფოციტების უჯრედული ანალოგები არ აქვთ.
Recent research indicates that invertebrates lack cells analogous to lymphocytes.
573144.
ბიოლოგია | თავი XLIII
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უხერხემლოები თანდაყოლილ, არასპეციფიკურ მექანიზმებზეა დამოკიდებული, განსაზღვრულ ფორმებში ნანახია თავისებურებები, რომელიც შეძენილ იმუნიტეტსაც ახასიათებს.
But even though they depend on innate, nonspecific mechanisms, certain invertebrate defenses do exhibit some features characteristic of acquired immunity.
573145.
ბიოლოგია | თავი XLIII
მაგალითად, შეძენილი იმუნიტეტი ჩვეულებრივ მიმართულია არა საკუთარი უჯრედების წინააღმდეგ.
For instance, acquired immunity is usually directed against non-self cells.
573146.
ბიოლოგია | თავი XLIII
ის უნარი, რომ საკუთარი უცხოსგან განასხვაონ, უძველეს უხერხემლოებშიც გვხვდება, მაგალითად, ღრუბელებში.
The ability to distinguish self from nonself is seen in the most ancient invertebrate lineage, the sponges.
573147.
ბიოლოგია | თავი XLIII
თუ ერთი სახეობის ორი ღრუბელის უჯრედები შეერევა, თითოეული ღრუბელის უჯრედები გადანაწილდება და რეაგრეგირდება, გამოყოფს რა სხვა ინდივიდის უჯრედებს.
If cells from two sponges of the same species are mixed, the cells from each sponge sort themselves and reaggregate, excluding cells from the other individual.
573148.
ბიოლოგია | თავი XLIII
შეძენილი იმუნიტეტის სხვა დამახასიათებელი ნიშანი არის იმუნოლოგიური მეხსიერება – უნარი უფრო სწრაფად უპასუხოს მეორეჯერ შემოჭრილ განსაზღვრულ აგენტს.
Another hallmark of acquired immunity is immunological memory—the ability to respond more quickly to a particular invader the second time it is encountered.
573149.
ბიოლოგია | თავი XLIII
ჭიაყელას ფაგოციტური უჯრედები უფრო სწრაფად ესხმიან თავს იგივე დონორი ჭიის მეორე იმპლანტს, ვიდრე პირველი მცდელობისას.
Phagocytic cells in a worm attack a second graft from the same donor worm much more rapidly than the first graft.
573150.
ბიოლოგია | თავი XLIII
უხერხემლოთა უმეტესობა მსგავს იმუნოლოგიურ მეხსიერებას არ ავლენს.
Most invertebrates, however, exhibit no such immunological memory.
573151.
ბიოლოგია | თავი XLIII
შეძენილ იმუნიტეტში, ინფექციების წინააღმდეგ სპეციფიკურ დაცვას ლიმფოციტები უზრუნველყოფენ.
In acquired immunity, lymphocytes provide specific defenses against infection.
573152.
ბიოლოგია | თავი XLIII
პათოგენები ორგანიზმში შეჭრისას ხერხემლიანთა თანდაყოლილი იმუნიტეტის თავდასხმის ქვეშ ხვდებიან, იმავდროულად, კონტაქტში მოდიან ლიმფოციტებთან, რომლებიც შეძენილი იმუნიტეტის უმთავრესი უჯრედებია.
While invading pathogens are under assault by a vertebrate's innate defenses, the intruders inevitably come into contact with lymphocytes, the key cells of acquired immunity.
573153.
ბიოლოგია | თავი XLIII
მიკრობებთან უშუალო კონტაქტი და აქტიური თანდაყოლილი იმუნიტეტიდან მოსული სიგნალები ბრძოლაში რთავენ ლიმფოციტებს.
Direct contact with microbes and signals from active innate defenses cause lymphocytes to join the fight.
573154.
ბიოლოგია | თავი XLIII
მაგალითად, როდესაც მაკროფაგები და დენდრიტული უჯრედები მიკრობს შთანთქავენ, ფაგოციტები იწყებენ ციტოკინების გამოყოფას, ეს ის ცილებია, რომლებიც ლიმფოციტებისა და სხვა იმუნური უჯრედების აქტივაციას ეხმარებიან.
For example, as macrophages and dendritic cells phagocytose microbes, the phagocytes begin to secrete cytokines, proteins that help activate lymphocytes and other cells of the immune system.
573155.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ურთიერთქმედებენ თანდაყოლილი და შეძენილი იმუნიტეტები.
This is just one example of how innate and acquired defenses interact.
573156.
ბიოლოგია | თავი XLIII
ნებისმიერი უცხო მოლეკულა, რომელიც სპეციფიკურად შეიცნობა ლიმფოციტების მიერ და ავლენს მათ პასუხს, ანტიგენად იწოდება.
Any foreign molecule that is specifically recognized by lymphocytes and elicits a response from them is called an antigen.
573157.
ბიოლოგია | თავი XLIII
ანტიგენების უმეტესობა ცილოვანი ან პოლისაქარიდული ბუნების დიდი მოლეკულებია.
Most antigens are large molecules, either proteins or polysaccharides.
573158.
ბიოლოგია | თავი XLIII
ზოგი ანტიგენი, მაგალითად, როგორიცაა ბაქტერიის მიერ გამოყოფილი ტოქსინები, უჯრედგარე სითხეში იხსნება; მაგრამ ბევრი მათგანი გამოიყოფა ბაქტერიის ან ტრანსპლანტური უჯრედების ზედაპირებიდან.
Some antigens, such as toxins secreted by bacteria, are dissolved in extracellular fluid, but many protrude from the surface of pathogens or transplanted cells.
573159.
ბიოლოგია | თავი XLIII
ლიმფოციტი სინამდვილეში ცნობს და უკავშირდება ანტიგენის მხოლოდ მცირე, ხელმისაწვდომ ნაწილს, რომელსაც ეპიტოპს ან ანტიგენის დეტერმინანტს უწოდებენ.
A lymphocyte actually recognizes and binds to just a small, accessible portion of an antigen, called an epitope or antigenic determinant.
573160.
ბიოლოგია | თავი XLIII
ცალკეულ ანტიგენს ჩვეულებრივ რამდენიმე ეპიტოპი აქვს, აქედან თითოეულს შეუძლია ამ ეპიტოპის შემცნობი ლიმფოციტების პასუხი გამოიწვიოს.
A single antigen usually has several different epitopes, each capable of inducing a response from lymphocytes that recognize that epitope.