მოიძებნა 668042 ჩანაწერი
573361.
ბიოლოგია | თავი XLIII
ძროხის ყვავილის ვირუსი იცავს ჩუტყვავილას ვირუსისგან, რადგანაც ეს ორი ვირუსი იმდენად მსგავსია, რომ იმუნური სისტემა მათ განსხვავებას ვერ ახერხებს.
Cowpox virus protects against smallpox virus because the two viruses are so similar that the immune system cannot distinguish them.
573362.
ბიოლოგია | თავი XLIII
ძროხის ვირუსით ვაქცინაცია ახდენს იმუნური სისტემის სენსიტიზაციას, ისე რომ, ის ძლიერ რეაგირებს, თუკი მოგვიანებით ძროხის ან რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩუტყვავილას ვირუსი შეიჭრება ორგანიზმში.
Vaccination with the cowpox virus sensitizes the immune system so that it reacts vigorously if later exposed to the cowpox virus or, more importantly, the smallpox virus.
573363.
ბიოლოგია | თავი XLIII
თანამედროვე ვაქცინა შეიცავს ინაქტივირებულ ბაქტერიულ ტოქსინებს, მოკლულ ან დასუსტებულ მიკრობებს, მათ ნაწილებს, ან ზოგჯერ მიკრობული ცილის მაკოდირებელ გენსაც კი, რომლებიც ჩვეულებრივ დაავადებას არ იწვევენ.
Modern vaccines include inactivated bacterial toxins, killed microbes, parts of microbes, viable but weakened microbes that generally do not cause illness, and even genes encoding microbial proteins.
573364.
ბიოლოგია | თავი XLIII
ყველა ეს აგენტი, იწვევს მყისიერ იმუნურ პასუხს და ხანგრძლივ იმუნოლოგიურ მეხსიერებას (მეხსიერების უჯრედების წყალობით).
All these agents induce an immediate immune response and long-lasting immunological memory (thanks to memory cells).
573365.
ბიოლოგია | თავი XLIII
ჩვილებისა და ბავშვების რუტინულმა აქტიურმა იმუნიზაციამ სხვა ინფექციების შემთხვევები დრამატულად შეამცირა განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა პოლიომიელიტი, ყივანახველა და ა.შ.
A vaccinated person who encounters the actual pathogen from which the vaccine was derived will have the same quick secondary response as a person previously infected with the pathogen.
573366.
ბიოლოგია | თავი XLIII
ვაქცინაციის მსოფლიო კამპანიამ უზრუნველყო ჩუტყვავილას აღმოფხვრა გვიან 1970-იან წლებში.
A worldwide vaccination campaign led to the eradication of smallpox in the late 1970s.
573367.
ბიოლოგია | თავი XLIII
პატარა ბავშვების რეგულარულმა აქტიურმა იმუნიზაციამ სხვა ინფექციების შემთხვევები დრამატულად შეამცირა განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა პოლიომიელიტი, ყივანახველა და ა.შ.
Routine active immunization of infants and children has dramatically reduced the incidence of other infectious diseases, such as polio, measles, and whooping cough, in developed countries.
573368.
ბიოლოგია | თავი XLIII
სამწუხაროდ, ყველა ინფექციური აგენტი ადვილად არ ექვემდებარება ვაქცინაციას.
Unfortunately, not all infectious agents are easily managed by vaccination.
573369.
ბიოლოგია | თავი XLIII
მაგალითად, პათოგენების ახალი შტამების გაჩენა მცირედ შეცვლილი ზედაპირის ანტიგენებით, ართულებს ზოგი მიკრობისთვის ვაქცინის განვითარებას, ასეთს მიეკუთვნება მალარიის პარაზიტი.
For example, the emergence of new strains of pathogens with slightly altered surface antigens complicates the development of vaccines against some microbes, such as the parasite that causes malaria.
573370.
ბიოლოგია | თავი XLIII
იმუნიტეტი შეიძლება განვითარდეს ერთი ადამიანისგან, რომელმაც განსაზღვრული დაავადება გადაიტანა, სხვაში ანტისხეულების გადატანით.
Immunity can also be conferred by transferring antibodies from an individual who is immune to a particular infectious agent to someone who is not.
573371.
ბიოლოგია | თავი XLIII
ამას პასიურ იმუნიტეტს უწოდებენ, რამდენადაც ის არ არის რეციპიენტის B და T უჯრედებზე დამოკიდებული.
This is called passive immunity because it does not result from the action of the recipient's own B and T cells.
573372.
ბიოლოგია | თავი XLIII
სანაცვლოდ, გადატანილი ანტისხეულები მიმართულნი არიან იმისკენ, რომ მყისიერად დაშალონ ნებისმიერი მიკრობი, რომლისთვისაც ისინი სპეციფიკურობას ავლენენ.
Instead, the transferred antibodies are poised to immediately help destroy any microbes for which they are specific.
573373.
ბიოლოგია | თავი XLIII
პასიური იმუნიტეტი მყისიერ დაცვას უზრუნველყოფს, მაგრამ ის გრძელდება მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გადატანილი ანტისხეულები ცოცხლობენ (კვირიდან რამდენიმე თვემდე).
Passive immunity provides immediate protection, but it persists only as long as the transferred antibodies last (a few weeks to a few months).
573374.
ბიოლოგია | თავი XLIII
პასიური იმუნიზაცია ბუნებრივად ვლინდება, როდესაც ფეხმძიმე ქალების IgG ანტისხეულები გადიან პლაცენტას და გადადიან ჩანასახში.
Passive immunization occurs naturally when IgG antibodies of a pregnant woman cross the placenta to her fetus.
573375.
ბიოლოგია | თავი XLIII
გარდა ამისა, IgA ანტისხეულები გადაეცემა დედისგან შვილებს რძით გამოკვების დროს.
In addition, IgA antibodies are passed from a mother to her nursing infant in breast milk.
573376.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს ეხმარება ბავშვის დაცვას ინფექციებისგან, სანამ ბავშვის იმუნური სისტემა მომწიფებას განიცდის.
These help protect the infant from infection while the baby's own immune system is maturing.
573377.
ბიოლოგია | თავი XLIII
ხელოვნურ პასიურ იმუნიტეტში, იმუნიზებული ცხოველის ანტისხეულები შეიყვანება არაიმუნიზირებულ ცხოველში.
In artificial passive immunization, antibodies from an immune animal are injected into a nonimmune animal.
573378.
ბიოლოგია | თავი XLIII
მაგალითად, თუ პიროვნებას ცოფიანი ცხოველი უკბენს, შესაძლოა შევუყვანოთ ანტისხეულები, რომლებიც სხვა ადამიანში გამომუშავდა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად.
For example, a person bitten by a rabid animal may be given antibodies isolated from other people who have been vaccinated against rabies.
573379.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია, რამდენადაც ცოფი შეიძლება სწრაფად გავრცელდეს და აქტიურ იმუნიზაციაზე პასუხი ძალიან ნელი აღმოჩნდეს მსხვერპლის გადასარჩენად.
This measure is important because rabies may progress rapidly, and the response to active immunization may be too slow to save the victim.
573380.
ბიოლოგია | თავი XLIII
დიდი ნაწილი იმ ადამიანებისა, ვისაც ცოფის ვირუსი შეხვედრია, პასიურად და აქტიურად იმუნიზებულია.
Most people who have been exposed to the rabies virus are both passively and actively immunized.