მოიძებნა 668043 ჩანაწერი
573441.
ბიოლოგია | თავი XLIII
ალერგია არის პასუხი განსაზღვრულ ანტიგენებზე, რომელსაც ალერგენებს უწოდებენ, გადაჭარბებული მგრძნობელობა (ჰიპერსენსიტიურობა).
Allergies are exaggerated (hypersensitive) responses to certain antigens called allergens.
573442.
ბიოლოგია | თავი XLIII
ალერგიების წარმოქმნის ამხსნელი ერთი ჰიპოთეზა გვთავაზობს, რომ ის არის პარაზიტულ ჭიებზე იმუნური სისტემის პასუხის ევოლუციური ნარჩენი.
One hypothesis to explain the origin of allergies is that they are evolutionary remnants of the immune system's response to parasitic worms.
573443.
ბიოლოგია | თავი XLIII
ჭიებთან მებრძოლი ჰუმორული მექანიზმი ძალიან ჰგავს ალერგიულ პასუხს, რომელიც ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორიცაა ციება და ალერგიული ასთმა.
The humoral mechanism that combats worms is similar to the allergic response that causes such disorders as hay fever and allergic asthma.
573444.
ბიოლოგია | თავი XLIII
ალერგიის ყველაზე გავრცელებული ფორმები მოიცავს IgE კლასის ანტისხეულებს.
The most common allergies involve antibodies of the IgE class.
573445.
ბიოლოგია | თავი XLIII
მაგალითად, თივის ციება ვლინდება როდესაც პლაზმური უჯრედები გამოყოფენ IgE ანტისხეულებს მტვრის მარცვლის ზედაპირზე არსებული ანტიგენებისთვის.
Hay fever, for instance, occurs when plasma cells secrete IgE antibodies specific for antigens on the surface of pollen grains.
573446.
ბიოლოგია | თავი XLIII
ამ ანტისხეულების ნაწილი კუდით უკავშირდება შემაერთებელ ქსოვილში არსებულ მასტოციტებს.
Some of these antibodies attach by their tails to mast cells present in connective tissues.
573447.
ბიოლოგია | თავი XLIII
მოგვიანებით, როდესაც მტვრის მარცვლები ხელახლა შეიჭრება სხეულში, ისინი უკავშირდებიან შემაერთებელი ქსოვილის განსაზღვრულ უჯრედებზე არსებულ ანტიგენდამაკავშირებელ უბანთან ასოცირებულ IgE ანტისხეულის მოლეკულებს.
Later, when pollen grains again enter the body, they attach to the antigen-binding sites of mast cell-associated IgE, cross-linking adjacent antibody molecules.
573448.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს კი იწვევს ჰისტამინისა და სხვა ანთებითი აგენტების გამოყოფას გრანულებიდან (ვეზიკულებიდან) და აღნიშნულ პროცესს დეგრანულაცია ეწოდება.
This induces the mast cell to release histamine and other inflammatory agents from their granules (vesicles), a process called degranulation.
573449.
ბიოლოგია | თავი XLIII
გაიხსენეთ, რომ ჰისტამინი იწვევს წვრილი კაპილარების გაფართოებასა და განვლადობის გაზრდას.
Recall that histamine causes dilation and increased permeability of small blood vessels.
573450.
ბიოლოგია | თავი XLIII
სისხლძარღვების ასეთ ცვლილებებს მივყავართ ტიპურ ალერგიულ სიმპტომებამდე, როგორიცაა: ცემინება, ცხვირში გამონადენი, აცრემლებული თვალები და გლუვი კუნთების შეკუმშვა, რამაც შეიძლება სუნთქვის სირთულეები გამოიწვიოს.
Such vascular changes lead to typical allergy symptoms: sneezing, runny nose, tearing eyes, and smooth muscle contractions that can result in breathing difficulty.
573451.
ბიოლოგია | თავი XLIII
ანტიჰისტამინური პრეპარატები, ჰისტამინის რეცეპტორის ბლოკირების გზით, ამცირებს ალერგიულ სიმპტომებს.
Antihistamines diminish allergy symptoms by blocking receptors for histamine.
573452.
ბიოლოგია | თავი XLIII
მწვავე ანთებით პასუხს ხანდახან ანაფილაქსიურ შოკამდეც მივყავართ, როდესაც მთელი სხეული ახორციელებს სიცოცხლისთვის სახიფათო რეაქციას, რაც ალერგენის წარდგენის შემთხვევაში, წამების განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს.
An acute allergic response sometimes leads to anaphylactic shock, a whole-body, life-threatening reaction that can occur within seconds of exposure to an allergen.
573453.
ბიოლოგია | თავი XLIII
ანაფილაქსიური შოკი ვითარდება, როდესაც ფართოდ გავრცელებული მასტოციტების დეგრანულაცია მიმდინარეობს, რაც იწვევს პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოებას და სისხლის წნევის სწრაფ დავარდნას.
Anaphylactic shock develops when widespread mast cell degranulation triggers abrupt dilation of peripheral blood vessels, causing a precipitous drop in blood pressure.
573454.
ბიოლოგია | თავი XLIII
ფუტკრის შხამსა თუ პენიცილინზე ალერგიულმა რეაქციამ, იმ ადამიანებში, ვინც აღნიშნულის მიმართ ალერგიულია, შეიძლება ანაფილაქსიური შოკის განვითარება გამოიწვიოს.
Allergic responses to bee venom or penicillin can lead to anaphylactic shock in people who are extremely allergic to these substances.
573455.
ბიოლოგია | თავი XLIII
ამის მსგავსად ადამიანები, რომლებიც ძლიერ ალერგიულები არიან თევზზე, მიწის თხილზე, ან სხვა საკვებზე გარდაცვლილან უმცირესი რაოდენობით აღნიშნული ალერგენების მიღებითაც კი.
Likewise, people very allergic to peanuts, fish, or other foods have died from eating only tiny amounts of these allergens.
573456.
ბიოლოგია | თავი XLIII
ზოგი ადამიანი, რომელიც მძიმე ალერგიით არის დაავადებული, თან ატარებს ეპინეფრინით სავსე პატარა შპრიცებს, რომელიც ალერგიულ პასუხს ებრძვის.
Some individuals with severe hypersensitivities carry syringes containing the hormone epinephrine, which counteracts this allergic response.
573457.
ბიოლოგია | თავი XLIII
ავტოიმუნური დაავადებები.
Autoimmune Diseases.
573458.
ბიოლოგია | თავი XLIII
ზოგ ადამიანში იმუნური სისტემა კარგავს საკუთრის მიმართ მდგრადობას და სხეულის გარკვეულ მოლეკულებთან ბრძოლას იწყებს, იწვევს რა ავტოიმუნური დაავადებების დიდ ნაწილს.
In some individuals, the immune system loses tolerance for self and turns against certain molecules of the body, causing one of the many autoimmune diseases.
573459.
ბიოლოგია | თავი XLIII
სისტემური წითელი ქარის დროს, იმუნური სისტემა წარმოქმნის ანტისხეულებს (რომლებიც ავტოანტისხეულებად იწოდება) საკუთარი მოლეულების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, უჯრედთა დაშლისას წარმოქმნილი ჰისტონებისა და დნმ-ის ჩათვლით.
In systemic lupus erythematosus (lupus), the immune system generates antibodies (known as autoantibodies) against a wide range of self-molecules, including histones and DNA released by the normal breakdown of body cells.
573460.
ბიოლოგია | თავი XLIII
წითელი ქარი ხასიათდება კანზე გამონაყარით, ციებით, ართრიტით და თირკმელების დისფუნქციით.
Lupus is characterized by skin rashes, fever, arthritis, and kidney dysfunction.