მოიძებნა 668043 ჩანაწერი
573801.
ბიოლოგია | თავი XLIV
ეს კაპილარებიც მარყუჟს ქმნიან, რომლის დაღმავალი და აღმავალი ძარღვებიც სისხლს ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით ატარებს.
The vasa recta also forms a loop, with descending and ascending vessels conveying blood in opposite directions.
573802.
ბიოლოგია | თავი XLIV
მიუხედავად იმისა, რომ გამომყოფი მილაკები და მათი გარშემომრტყმელი კაპილარები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, ისინი ნივთიერებებს უშუალოდ არ ცვლიან.
Although the excretory tubules and their surrounding capillaries are closely associated, they do not exchange materials directly.
573803.
ბიოლოგია | თავი XLIV
მილაკები და კაპილარები ქსოვილურ სითხეშია ჩაყურსული, რომლის გავლითაც სხვადასხვა ნივთიერება სისხლის პლაზმასა და ნეფრონის მილაკების ფილტრატს შორის დიფუნდირებს.
The tubules and capillaries are immersed in interstitial fluid, through which various substances diffuse between the plasma within capillaries and the filtrate within the nephron tubule.
573804.
ბიოლოგია | თავი XLIV
ეს გაცვლა ნეფრონებში სისხლისა და ფილტრატის დინების ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით ძლიერდება.
This exchange is facilitated by the relative direction of blood flow and filtrate flow in the nephrons.
573805.
ბიოლოგია | თავი XLIV
სისხლის ფილტრატიდან შარდამდე.
From Blood Filtrate to Urine.
573806.
ბიოლოგია | თავი XLIV
ამ ნაწილში ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, როგორ ხდება ფილტრატის შარდად გარდაქმნა ძუძუმწოვრების ნეფრონსა და შემკრებ მილაკში.
In this section we will concentrate on how the filtrate becomes urine as it flows through the mammalian nephron and col lecting duct.
573807.
ბიოლოგია | თავი XLIV
პროქსიმალური მილაკი.
Proximal tubule.
573808.
ბიოლოგია | თავი XLIV
პროქსიმალურ მილაკში სეკრეცია და რეაბსორბცია ფილტრატის შემდგენლობასა და მოცულობას მნიშვნელოვნად ცვლის.
Secretion and reabsorption in the proximal tubule substantially alter the volume and composition of filtrate.
573809.
ბიოლოგია | თავი XLIV
მაგალითად, სატრანსპორტო ეპითელიუმის უჯრედები ახდენენ რა წყალბადის იონების კონტროლირებულ გამოყოფას ორგანიზმის სითხეების შედარებით მუდმივი pH შენარჩუნებას უწყობენ ხელს.
For example, the cells of the ban transport epithelium help maintain a relatively constant pH in body fluids by the controlled secretion of H+.
573810.
ბიოლოგია | თავი XLIV
ეს უჯრედები ასევე ასინთეზებენ და გამოყოფენ ამონიუმს, რომელიც ანეიტრალებს მჟავას და იცავს ფილტრატს ძლიერი შემჟავიანებისგან.
The cells also synthesize and secrete ammonia, which neutralizes the acid and keeps the filtrate from becoming too acidic.
573811.
ბიოლოგია | თავი XLIV
რაც უფრო მჟავეა ფილტრატი, მით უფრო მეტ ამონიუმს გამოყოფენ უჯრედები, მიუხედავად იმისა, რომ აზოტოვანი პროდუქტების უმეტესობა შარდოვანას სახით გამოიყოფა, ძუძუმწოვრების შარდი ზოგჯერ ამ წყაროდან წარმოქმნილ ამონიუმს შეიცავს.
The more acidic the filtrate, the more ammonia the cells secrete, and the urine of a mammal usually contains some ammonia from this source, even though most nitrogenous waste is excreted as urea.
573812.
ბიოლოგია | თავი XLIV
პროქსიმალური მილაკები მნიშვნელოვანი ბიკარბონატული ბუფერის რეაბსორბციასაც ახდენენ.
The proximal tubules also reabsorb about 90% of the important buffer bicarbonate.
573813.
ბიოლოგია | თავი XLIV
წამლები და სხვა მომწამვლელი ნივთიერებები, რომელიც ღვიძლში გადის, პერიტუბულარული კაპილარებიდან ქსოვილური სითხისა და ეპითელიუმის გავლით პროქსიმალურ მილაკში გადადის.
Drugs and other poisons that have been processed in the liver pass from the peritubular capillaries into the interstitial fluid and then are secreted across the epithelium of the proximal tubule.
573814.
ბიოლოგია | თავი XLIV
ამის საპირისპიროდ, საჭირო საკვები ნივთიერებები მათ შორის გლუკოზა, ამინომჟავები და კალიუმის იონები აქტიურად ან პასიურად ფილტრატიდან ქსოვილურ სითხეში და შემდგომ პერიტუბულარულ კაპილარებში გადადის.
Conversely, valuable nutrients, including glucose, amino acids, and potassium (K), are actively or passively transported from the filtrate to the interstitial fluid and then are moved into the peritubular capillaries.
573815.
ბიოლოგია | თავი XLIV
პროქსიმალური მილაკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, საწყისი ფილტრატის დიდი მოცულობიდან ნატრიუმის ქლორიდისა და წყლის რეაბსორბციაა.
One of the most important functions of the proximal tubule is the reabsorption of most of the NaCl (salt) and water from the huge initial filtrate volume.
573816.
ბიოლოგია | თავი XLIV
ფილტრატის მარილი, სატრანსპორტო ეპითელიუმის უჯრედებში დიფუნდირდება და უჯრედების მემბრანები ნატრიუმის იონებს აქტიური ტრანსპორტის გზით ქსოვილურ სითხეში გადაიტანენ.
Salt in the filtrate diffuses into the cells of the transport epithelium, and the membranes of the cells actively transport Na into the interstitial fluid.
573817.
ბიოლოგია | თავი XLIV
დადებითი მუხტის ტრანსპორტი, ქლორის უარყოფითი იონის მილაკის გარეთ გადატანით ბალანსდება.
This transfer of positive charge is balanced by the passive transport of the Clout of the tubule.
573818.
ბიოლოგია | თავი XLIV
როდესაც მარილები ფილტრატიდან ქსოვილურ სითხეში გადადის, წყალიც ოსმოსის გზით თან მიყვება.
As salt moves from the filtrate to the interstitial fluid, water follows by osmosis.
573819.
ბიოლოგია | თავი XLIV
ეპითელიუმის გარეთა მხარეს ზედაპირის გაცილებით ნაკლები ფართობი აქვს, ვიდრე სანათურისკენ მიმართულ მხარეს, რაც ამცირებს მარილებისა და წყლის მილაკში გაჟონვის ალბათობას.
The exterior side of the epithelium has a much smaller surface area than the side facing the lumen, minimizing leakage of salt and water back into the tubule.
573820.
ბიოლოგია | თავი XLIV
ამის ნაცვლად, მარილები და წყალი ქსოვილური სითხიდან პერიტუბულარულ კაპილარებში გადადის.
Instead, the salt and water now diffuse from the interstitial fluid into the peritubular capillaries.