მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574041.
ბიოლოგია | თავი XLV
თითქმის ყველა შემთხვევაში ლიპიდებში ხსნადი ჰორმონით გააქტიურებული უჯრედშიდა რეცეპტორი ტრანსკრიფციის ფაქტორს წარმოადგენს, ხოლო პასუხი გენის ექსპრესიის ცვლილებაში ვლინდება.
In almost all cases, the intracellular receptor activated by a lipid-soluble hormone is a transcription factor, and the response is a change in gene expression.
574042.
ბიოლოგია | თავი XLV
უჯრედშიდა რეცეპტორების უმრავლესობა უკვე ლოკალიზებულია ბირთვში, როდესაც ისინი ჰორმონის მოლეკულებს უკავშირდება.
Most intracellular receptors are already located in the nucleus when they bind hormone molecules.
574043.
ბიოლოგია | თავი XLV
წარმოქმნილი ჰორმონ-რეცეპტორული კომპლექსები, თანმიმდევრულად უკავშირდება უჯრედის დნმ-ის სპეციფიკურ საიტებს და სპეციფიკური გენების ტრანსკრიფციას ასტიმულირებს.
The resulting hormone-receptor complexes bind, in turn, to specific sites in the cell's DNA and stimulate the transcription of specific genes.
574044.
ბიოლოგია | თავი XLV
~სტეროიდული ჰორმონების ზოგიერთი რეცეპტორი დაკავებულია ციტოპლაზმაში ჰორმონის იქ არ არსებობის შემთხვევაშიც.
Some steroid hormone receptors, however, are trapped in the cytoplasm when no hormone is present.
574045.
ბიოლოგია | თავი XLV
სტეროიდული ჰორმონის დაკავშირება მის ციტოპლაზმურ რეცეპტორთან ჰორმონ-რეცეპტორულ კომპლექსს ქმნის, რომელსაც ბირთვში გადაადგილება და სპეციფიკური გენების ტრანსკრიფციის სტიმულირება შეუძლია.
The binding of a steroid hormone to its cytoplasmic receptor forms a hormone-receptor complex that can move into the nucleus and stimulate the transcription of specific genes.
574046.
ბიოლოგია | თავი XLV
ორივე შემთხვევაში, ჰორმონით სტიმულაციის საპასუხოდ წარმოქმნილი მრნმ-ის ტრანსლაცია ციტოპლაზმაში ახალ ცილების სახით ხდება.
In both cases, mRNA produced in response to hormone stimulation is translated into a new protein in the cytoplasm.
574047.
ბიოლოგია | თავი XLV
მაგალითად, ესტროგენი იწვევს მდედრი ფრინველების რეპროდუქციული სისტემის უჯრედებში ოვალბუმინის, კვერცხის ცილაში მთავარი ცილის დიდი რაოდენობით სინთეზს.
For example, estrogen induces cells in the reproductive system of a female bird to synthesize large amounts of ovalbumin, the main protein of egg white.
574048.
ბიოლოგია | თავი XLV
ისევე როგორც ჰორმონებს, რომლებიც უკავშირდება უჯრედის ზედაპირულ რეცეპტორებს და ჰორმონებს, რომლებიც უჯრედშიდა რეცეპტორებს უკავშირდება, სხვადასხვა სამიზნე უჯრედში განსხვავებული ეფექტების გამოწვევა შეუძლია.
As with hormones that bind to cell-surface receptors, hormones that bind to intracellular receptors may exert different effects on different target cells.
574049.
ბიოლოგია | თავი XLV
ესტროგენი, რომელიც ასტიმულირებს ფრინველების რეპროდუქციულ სისტემაში ოვალბუმინის წარმოქმნას, ფრინველების ღვიძლში სხვა ცილების წარმოქმნას იწვევს.
The estrogen that stimulates a bird's reproductive system to make ovalbumin causes the bird's liver to make other proteins.
574050.
ბიოლოგია | თავი XLV
ერთსა და იმავე ჰორმონს სხვადასხვა სახეობაში შესაძლოა განსხვავებული ეფექტები ჰქონდეს.
The same hormone also may have different effects in different species.
574051.
ბიოლოგია | თავი XLV
მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლით გამოყოფილი თიროქსინი ადამიანებსა და სხვა ხერხემლიანებში მეტაბოლიზმს არეგულირებს.
For instance, thyroxine produced by the thyroid gland regulates metabolism in humans and other vertebrates.
574052.
ბიოლოგია | თავი XLV
მაგრამ ბაყაყებში, თიროქსინს დამატებითი ეფექტები აქვს.
But in frogs, thyroxine has additional effects.
574053.
ბიოლოგია | თავი XLV
ის იწვევს თავკომბალას მეტამორფოზს ზრდასრულ ფორმად, ასტიმულირებს თავკომბალას კუდის გაწოვას და სხვა ცვლილებებს.
It triggers the metamorphosis of a tadpole into an adult, stimulating the resorption of the tadpole's tail and other changes.
574054.
ბიოლოგია | თავი XLV
ლოკალური რეგულატორებით პარაკრინული სიგნალების გადაცემა.
Paracrine Signaling by Local Regulators.
574055.
ბიოლოგია | თავი XLV
სანამ გავაგრძელებთ ენდოკრინულ სისტემასა და ჰორმონულ რეგულაციაზე მსჯელობას, მოკლედ განვიხილოთ ლოკალური რეგულატორები.
Before continuing our discussion of the endocrine system and hormonal regulation, let us briefly consider local regulators.
574056.
ბიოლოგია | თავი XLV
ჰორმონებით შორ მანძილზე ენდოკრინული სიგნალების გადაცემის საპირისპიროდ, ლოკალური რეგულატორები სიგნალებს მოსაზღვრე უჯრედებს შორის გადასცემენ, ეს არის პროცესი, რომელიც მოიხსენიება როგორც სიგნალის პარაკრინული გადაცემა.
In contrast to long-distance endocrine signaling by hormones, local regulators convey messages between neighboring cells, a process referred to as paracrine signaling.
574057.
ბიოლოგია | თავი XLV
მათი წარმომქმნელი უჯრედების მიერ გამოყოფილი ლოკალური რეგულატორები, ახლომდებარე სამიზნე უჯრედებზე წამებში ან მილიწამებშიც კი მოქმედებით, უჯრედულ პასუხებს ჰორმონებზე უფრო სწრაფად იწვევს.
Once secreted by the cells that make them, local regulators act on nearby target cells within seconds or even milliseconds, eliciting cell responses more quickly than hormones can.
574058.
ბიოლოგია | თავი XLV
ზოგიერთ ლოკალურ რეგულატორს აქვს უჯრედის ზედაპირული რეცეპტორები, სხვებს - უჯრედშიდა რეცეპტორები.
Some local regulators have cell-surface receptors, while others have intracellular receptors.
574059.
ბიოლოგია | თავი XLV
ლოკალური რეგულატორების დაკავშირება მათ სპეციფიკურ რეცეპტორებთან განაპირობებს სამიზნე უჯრედებში იგივე პროცესებს, რასაც ჰორმონები იწვევს.
The binding of local regulators to their specific receptors triggers events within target cells similar to those elicited by hormones.
574060.
ბიოლოგია | თავი XLV
ქიმიური ნაერთების რამდენიმე ტიპი ფუნქციონირებს როგორც ლოკალური რეგულატორი.
Several types of chemical compounds function as local regulators.