მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574061.
ბიოლოგია | თავი XLV
ბევრი ნეიროტრანსმიტერი, საკვანძო მნიშვნელობის ლოკალური რეგულატორები ნერვულ სისტემაში ამინომჟავას დერივატებია.
Many neurotransmitters, the key local regulators in the nervous system, are amino acid derivatives.
574062.
ბიოლოგია | თავი XLV
პეპტიდ/ ცილოვან ლოკალურ რეგულატორებს ეკუთვნიან ციტოკინები, რომლებიც მონაწილეობს იმუნურ პასუხებში, ხოლო ზრდის ფაქტორების უმეტესობა უჯრედის პროლიფერაციასა და დიფერენციაციას ასტიმულირებს.
Among peptide/ protein local regulators are cytokines, which play a role in immune responses, and most growth factors, which stimulate cell proliferation and differentiation.
574063.
ბიოლოგია | თავი XLV
ზრდის ფაქტორები უჯრედგარე არეში უნდა ხვდებოდეს, რათა მრავალი ტიპის უჯრედის ნორმალური ზრდა, დაყოფა და განვითარება არეგულიროს.
Growth factors must be present in the extracellular environment in order for many types of cells to grow, divide, and develop normally.
574064.
ბიოლოგია | თავი XLV
ზრდის სხვადასხვა ფაქტორის ფუნქციები უჯრედის დაყოფისა და ქსოვილების განვითარების რეგულაციაში სხვა თავებშია განხილულია.
The functions of various growth factors in regulating cell division and tissue development are described in other chapters.
574065.
ბიოლოგია | თავი XLV
სხვა მნიშვნელოვანი ნეირორეგულატორია აირი - აზოტის ოქსიდი (NO).
Another important local regulator is the gas nitric oxide (NO).
574066.
ბიოლოგია | თავი XLV
როდესაც სისხლის ჟანგბადის დონე ეცემა, სისხლძარღვების კედლების ენდოთელიალური უჯრედები ასინთეზებს და გამოყოფს NO-ს.
When the blood oxygen level falls, endothelial cells in blood vessel walls synthesize and release NO.
574067.
ბიოლოგია | თავი XLV
აზოტის ოქსიდი ააქტიურებს ფერმენტს, რომელიც ადუნებს მოსაზღვრე გლუვი კუნთის უჯრედებს, რომელიც თავის მხრივ, აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის ნაკადს ქსოვილებისკენ.
Nitric oxide activates an enzyme that relaxes the neighboring smooth muscle cells, which in turn dilates the vessels and improves blood flow to tissues.
574068.
ბიოლოგია | თავი XLV
აზოტის ოქსიდი ასევე მონაწილეობს მამრების სასქესო ფუნქციებში პენისში სისხლის ნაკადის გაზრდითა და ერექციის წარმოქმნით.
Nitric oxide also plays a role in male sexual function by increasing blood flow into the penis and producing an erection.
574069.
ბიოლოგია | თავი XLV
მაღალი რეაქტიულობის და პოტენციურად ტოქსიკური, ჩვეულებრივ, ცვლილებებს სამიზნე უჯრედებში რამდენიმე წამიანი კონტაქტით იწვევს და შემდეგ იშლება.
Highly reactive and potentially toxic, it usually triggers changes in a target cell within a few seconds of contact and then breaks down.
574070.
ბიოლოგია | თავი XLV
წამალი ვიაგრა (sildenafil citrate), კურნავს მამრობით ერექციულ დისფუნქციას, ხელს უწყობს რა ერექციას NO-ს დაშლის ინტერფერენციით.
The drug Viagra (sildenafil citrate), a treatment for male erectile dysfunction, sustains an erection by interfering with this breakdown of NO.
574071.
ბიოლოგია | თავი XLV
აზოტის ოქსიდი ასრულებს სხვა ფუნქციებსაც, მაგალითად, ნერვულ სისტემაში ის ფუნქციონირებს როგორც ნეიროტრანსმიტერი და სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედებით გამოყოფილ NO-ს ბაქტერიები და სიმსივნური უჯრედები შეუძლია გაანადგუროს ორგანიზმის თხევად გარემოში.
Nitric oxide has other functions as well, for example in the nervous system, it can function as a neurotransmitter, and NO secreted by certain white blood cells can kill bacteria and cancer cells in body fluids.
574072.
ბიოლოგია | თავი XLV
ლოკალური რეგულატორების ჯგუფი, პროსტაგლანდინები (PG), მოდიფიცირებული ცხიმოვანი მჟავეებია, ისინი ხშირად პლაზმურ მემბრანაში ლიპიდებიდან იწარმოება.
A group of local regulators called prostaglandins (PGs) are modified fatty acids, often derived from lipids in the plasma membrane.
574073.
ბიოლოგია | თავი XLV
მათ ასე უწოდებენ იმიტომ, რომ პირველად აღმოაჩინეს ჯირკვალ პროსტატას სეკრეტში, რომელიც მონაწილეობს სპერმის წარმოქმნაში.
They are so named because they were first discovered in prostate-gland secretions that contribute to semen.
574074.
ბიოლოგია | თავი XLV
მრავალი ტიპის უჯრედებით ინტერსტიციალურ სითხეში გამოყოფილი პროსტაგლანდინები ქსოვილზე დამოკიდებულებით მომიჯნავე უჯრედებს სხვადასხვა გზით არეგულირებს.
Released from most types of cells into the interstitial fluid, prostaglandins regulate nearby cells in various ways, depending on the tissue.
574075.
ბიოლოგია | თავი XLV
მდედრის რეპროდუქციულ ტრაქტში შეღწეული სპერმით პროსტაგლანდინები ასტიმულირებენ მდედრის საშვილოსნოს კედლის გლუვ კუნთებს, რათა შეიკუმშონ და ამით ეხმარებიან სპერმას მიაღწიოს კვერცხუჯრედს.
In semen that reaches the reproductive tract of a female, prostaglandins stimulate smooth muscles of the female's uterine wall to contract, helping sperm reach an egg.
574076.
ბიოლოგია | თავი XLV
მშობიარობის დროს, მდედრის პლაცენტის უჯრედებით გამოყოფილი პროსტაგლანდინები საშვილოსნოს ახლომდებარე კუნთების აგზნებადობის მომატებით, ხელს უწყობს მშობიარობის გამოწვევას.
During childbirth, prostaglandins secreted by cells of the female's placenta cause the nearby muscles of the uterus to become more excitable, helping to induce labor.
574077.
ბიოლოგია | თავი XLV
იმუნურ სისტემაში, სხვადასხვა პროსტაგლანდინი ხელს უწყობს სიცხისა და ანთებითი პროცესის გამოწვევას და ასევე ტკივილის შეგრძნების გაძლიერებას.
In the immune system, various prostaglandins help induce fever and inflammation and also intensify the sensation of pain.
574078.
ბიოლოგია | თავი XLV
ასპირინისა და იბუპროფენის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია ამ წამლების მიერ პროსტაგლანდინების სინთეზის შეკავებით.
The anti-inflammatory effects of aspirin and ibuprofen are due to the drugs' inhibition of prostaglandin synthesis.
574079.
ბიოლოგია | თავი XLV
პროსტაგლანდინები ასევე მონაწილეობს სისხლის ფირფიტების აგრეგაციის რეგულაციაში - სისხლის კოლტის ფორმირების ადრეულ საფეხურზე.
Prostaglandins also help regulate the aggregation of platelets, an early step in the formation of blood clots.
574080.
ბიოლოგია | თავი XLV
ამიტომ, ზოგი ექიმი ურჩევს ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან გულის შეტევის რისკის ქვეშ, ასპირინი რეგულარულად მიიღონ.
This is why some physicians recommend that people who are at risk for a heart attack take aspirin on a regular basis.