მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574121.
ბიოლოგია | თავი XLV
ის რთული მექანიზმის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს სისხლის ოსმოსური წნევის (ოსმოლარობის) რეგულაციას.
It is part of the elaborate mechanism that helps regulate the osmolarity of the blood.
574122.
ბიოლოგია | თავი XLV
ეს მექანიზმი ასახავს ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად უარყოფითი უკუკავშირის მნიშვნელობას და ჰიპოთალამუსის, როგორც ენდოკრინული სისტემის, ასევე ნერვული სისტემის წარმომადგენლის ცენტრალურ როლს.
This mechanism illustrates the importance of negative feedback in maintaining homeostasis and the central role of the hypothalamus as a member of both the endocrine system and the nervous system.
574123.
ბიოლოგია | თავი XLV
იხილეთ სურათი 44.16 იმისთვის, რომ გავიხსენოთ ADHის ფუნქციონირება ამ რთულ რეგულატორულ ჯაჭვში.
See Figure 44.16 to review the function of ADH in this complex regulatory circuit.
574124.
ბიოლოგია | თავი XLV
ოქსიტოცინი საშვილოსნოს კუნთებში სამიზნე უჯრედებზე მოქმედებით მშობიარობის დროს იწვევს შეკუმშვას.
Oxytocin induces target cells in the uterine muscles to contract during childbirth.
574125.
ბიოლოგია | თავი XLV
როგორც უკვე ადრე აღვნიშნეთ, ის აგრეთვე სარძევე ჯირკვლებიდან ძუძუთი კვების დროს რძის გამოყოფას იწვევს.
As described earlier, it also causes the mammary glands to eject milk during nursing.
574126.
ბიოლოგია | თავი XLV
ოქსიტოცინის სიგნალი ორივე შემთხვევაში დადებით უკუკავშირს ასახავს.
Oxytocin signaling in both cases exhibits positive feedback.
574127.
ბიოლოგია | თავი XLV
წინა ჰიპოფიზის ჰორმონები.
Anterior Pituitary Hormones.
574128.
ბიოლოგია | თავი XLV
წინა ჰიპოფიზში მრავალი განსხვავებული ჰორმონი წარმოიქმნება.
The anterior pituitary produces many different hormones.
574129.
ბიოლოგია | თავი XLV
ოთხი მათგანი მკაცრად ტროპული ჰორმონის სახით მოქმედებს, ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლიდან, თირკმელზედა ჯირკვლიდან და გონადებიდან ჰორმონების სინთეზსა და გამოყოფას.
Four function strictly as tropic hormones, stimulating the synthesis and release of hormones from the thyroid gland, adrenal glands, and gonads.
574130.
ბიოლოგია | თავი XLV
რამდენიმე სხვა ახდენს მხოლოდ პირდაპირ არატროპულ ეფექტებს არაენდოკრინულ ორგანოებზე.
Several others exert only direct, nontropic effects on nonendocrine organs.
574131.
ბიოლოგია | თავი XLV
ხოლო ერთს - ზრდის ჰორმონს, აქვს როგორც ტროპული, ასევე არატროფული მოქმედება.
And one, growth hormone, has both tropic and nontropic actions.
574132.
ბიოლოგია | თავი XLV
ტროპული ჰორმონები.
Tropic Hormones.
574133.
ბიოლოგია | თავი XLV
წინა ჰიპოფიზიდან გამოყოფილი სამი, მხოლოდ ტროპული მოქმედების მქონე ჰორმონი ერთმანეთთან ქიმიური სტრუქტურით მჭიდროდ არის დაკავშირებული.
Three of the exclusively tropic hormones secreted by the anterior pituitary are closely related in their chemical structures.
574134.
ბიოლოგია | თავი XLV
ყველა - ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი (FSH), მალუთეინიზებელი ჰორმონი (LH) და თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი (TSH), ერთმანეთის მსგავსი გლიკოპროტეინია - ცილის მოლეკულასთან დაკავშირებული ნახშირწყლებით.
Follicle-stimulating hormone (FSH), luteinizing hormone (LH), and thyroid-stimulating hormone (TSH) are all similar glycoproteins, protein molecules with carbohydrates attached to them.
574135.
ბიოლოგია | თავი XLV
FSH-სა და LH-ს გონადოტროპინებსაც უწოდებენ, რადგანაც ისინი მამრისა და მდედრის გონადების, სათესლეებისა და საკვერცხეების აქტივობას ასტიმულირებენ.
FSH and LH are also called gonadotropins because they stimulate the activities of the male and female gonads, the testes, and the ovaries.
574136.
ბიოლოგია | თავი XLV
TSH ხელს უწყობს თიროიდული (ფარისებრი) ჯირკვლის ნორმალურ განვითარებასა და თიროიდული ჰორმონების წარმოქმნას.
TSH promotes the normal development of the thyroid gland and the production of thyroid hormones.
574137.
ბიოლოგია | თავი XLV
ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (ACTH) წინა ჰიპოფიზის მეოთხე ტროპული ჰორმონია, რომელიც სტრუქტურით დანარჩენებისაგან განსხვავდება.
Adrenocorticotropic hormone (ACTH), the fourth anterior pituitary tropic hormone, is unrelated structurally to the others.
574138.
ბიოლოგია | თავი XLV
ის პეპტიდურ ჰორმონს წარმოადგენს, რომელიც დიდი პრეკურსორი ცილის დაშლის შედეგად მიიღება.
It is a peptide hormone derived from the cleavage of a large precursor protein.
574139.
ბიოლოგია | თავი XLV
ACTH თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნასა და სეკრეციას ასტიმულირებს.
ACTH stimulates the production and secretion of steroid hormones by the adrenal cortex.
574140.
ბიოლოგია | თავი XLV
წინა ჰიპოფიზის ოთხივე ტროპული ჰორმონი რთულ ნეიროენდოკრინულ გზებში მონაწილეობს.
All four anterior pituitary tropic hormones participate in complex neuroendocrine pathways.