მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574161.
ბიოლოგია | თავი XLV
GH მთელ რიგ სამიზნე ქსოვილზე მოქმედებს და აქვს როგორც ტროპული, ასევე არატროფული ეფექტები.
GH acts on a wide variety of target tissues and has both tropic and nontropic effects.
574162.
ბიოლოგია | თავი XLV
მისი მთავარი ტროპული მოქმედება ღვიძლისთვის ინფორმაციის მიწოდებაა - ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორების (IGFს) გამოსათავისუფლებლად, რომელიც სისხლში ცირკულირებს და პირდაპირ ძვლისა და ხრტილების ზრდას ასტიმულირებს.
Its major tropic action is to signal the liver to release insulin-like growth factors (IGFs), which circulate in the blood and directly stimulate bone and cartilage growth.
574163.
ბიოლოგია | თავი XLV
GH-ის არარსებობისას მოუმწიფებელი ცხოველის ჩონჩხი წყვეტს ზრდას.
In the absence of GH, the skeleton of an animal stops growing.
574164.
ბიოლოგია | თავი XLV
ინიექცია ნაწილობრივ აღადგენს ცხოველის ზრდას ამ ჰორმონის საკუთარ წყაროს ექსპერიმენტულად მოკლებულ ცხოველებში.
Injecting the hormone into an animal experimentally deprived of its own supply partially restores the animal's growth.
574165.
ბიოლოგია | თავი XLV
GH ასევე განაპირობებს სხვადასხვა მეტაბოლურ ეფექტებს, რომლებმაც შესაძლოა გაზარდოს სისხლში გლუკოზის შემცველობა და ამგვარად უპირისპირდება ინსულინის ეფექტებს.
GH also exerts diverse metabolic effects that tend to raise blood glucose, thus opposing the effects of insulin.
574166.
ბიოლოგია | თავი XLV
GF-ის წარმოქმნის ნორმიდან გადახრას ადამიანებში შედეგად სხვადასხვა დარღვევა მოჰყვება, იმის მიხედვით, როდის ვლინდება პრობლემა და რამდენად მოიცავს ის ჰიპერსეკრეციას თუ ჰიპოსეკრეციას.
Abnormal production of GH in humans can result in several disorders, depending on when the problem occurs and whether it involves hypersecretion or hyposecretion.
574167.
ბიოლოგია | თავი XLV
GH-ის ჰიპერსეკრეცია ბავშვობაში იწვევს გიგანტიზმს, როდესაც ადამიანი იზრდება უჩვეულოდ მაღალი - 8 ფუტის სიმაღლის, თუმცა სხეულის პროპორციები შედარებით ნორმალური რჩება.
Hypersecretion of GH during childhood can lead to gigantism, in which the person grows unusually tall-as tall as 8 feet, though body proportions remain relatively normal.
574168.
ბიოლოგია | თავი XLV
GH-ის გადაჭარბებული წარმოქმნა ზრდასრულობაში – მდგომარეობა, ცნობილი როგორც აკრომეგალია, ასტიმულირებს ძვლის ზრდას სახის, ხელებისა და ტერფების ძვლოვან ქსოვილში, რომელიც ჯერ კიდევ მგრძნობიარეა ჰორმონისადმი.
Excessive production of GH in adulthood, a condition known as acromegaly, stimulates bony growth in a few tissues that are still responsive to the hormone, such as in the face, hands, and feet.
574169.
ბიოლოგია | თავი XLV
GH-ის ჰიპოსეკრეცია ბავშვობის ასაკში აყოვნებს ლულოვანი ძვლების ზრდას, რის გამოც, შესაძლებელია ჰიპოფიზური ჯუჯის განვითარება.
Hyposecretion of GH in childhood retards long-bone growth and can lead to pituitary dwarfism.
574170.
ბიოლოგია | თავი XLV
ამ დარღვევის მქონე ადამიანები სიმაღლეში აღწევენ დაახლოებით მხოლოდ 4 ფუტს, თუმცა სხეულის პროპორციები რჩება შედარებით ნორმალური.
Individuals with this disorder generally reach a height of only about 4 feet, though body proportions remain relatively normal.
574171.
ბიოლოგია | თავი XLV
თუ დიაგნოსტირება მოხდება სქესობრივ მომწიფებამდე ჰიპოფიზური ჯუჯა შესაძლოა წარმატებულად განიკურნოს ადამიანის GH-ით.
If diagnosed before puberty, pituitary dwarfism can be treated successfully with human GH.
574172.
ბიოლოგია | თავი XLV
მრავალი წელია, რაც გვამების ჰიპოფიზიდან გამოყოფილ GH-ზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა.
For many years, the supply of GH isolated from cadaver pituitaries fell far short of demand.
574173.
ბიოლოგია | თავი XLV
1980-იანი წლების შუა პერიოდში გენურმა ინჟინრებმა შეძლეს ადამიანის GH-ის სინთეზი, ჰორმონის მაკოდირებელი დნმ-ის ბაქტერიაში ჩანერგვით.
In the mid-1980s, genetic engineers learned to produce human GH by inserting DNA encoding the hormone into bacteria.
574174.
ბიოლოგია | თავი XLV
გენური ინჟინერიით შექმნილი GH-ით თერაპია ჰიპოფიზური ჯუჯობით დაავადებული ბავშვებისათვის დღეისათვის პრაქტიკაში წარმატებით ინერგება.
Therapy with genetically engineered GH is now fairly routine for children with pituitary dwarfism.
574175.
ბიოლოგია | თავი XLV
ზოგიერთი ათლეტი იღებს GH-ს იმ იმედით, რომ სპორტულ შედეგებს გაიუმჯობესებს.
Some athletes take GH in the belief that it can improve athletic performance.
574176.
ბიოლოგია | თავი XLV
თუმცა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ზრდასრულ ადამიანებში, რომლებიც არ განიცდიან ჰორმონის დეფიციტს, GH-ს კუნთის მასასა და სიძლიერეზე მცირე გავლენა აქვს.
However, research has shown that in healthy adults who are not hormone-deficient, GH has little impact on muscle mass and strength.
574177.
ბიოლოგია | თავი XLV
არაჰიპოფიზური ჰორმონები ხელს უწყობს მეტაბოლიზმის, ჰომეოსტაზის, განვითარებისა და ქცევის რეგულაციას.
Nonpituitary hormones help aval regulate metabolism, homeostasis, development, and behavior.
574178.
ბიოლოგია | თავი XLV
ახლა შევისწავლოთ ზოგიერთი არაჰიპოფიზური ჰორმონის ძირითადი ფუნქციები და მათი წარმომქმნელი ენდოკრინული ჯირკვლები.
Next, let's survey the major functions of several nonpituitary hormones and the endocrine glands that produce them.
574179.
ბიოლოგია | თავი XLV
წინა ჰიპოფიზის ტროპული ჰორმონები ამ ჰორმონებიდან ზოგიერთის და არა ყველა მათგანის სეკრეციას აკონტროლებს.
Tropic hormones from the anterior pituitary control the secretion of some, but not all, of these hormones.
574180.
ბიოლოგია | თავი XLV
თიროიდული ჰორმონები.
Thyroid Hormones.