მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574181.
ბიოლოგია | თავი XLV
ადამიანებსა და სხვა ძუძუმწოვარებში ფარისებრი ჯირკვალი (თიროიდული) ტრაქეის ვენტრალურ ზედაპირზე მდებარეობს და იგი ორი ნაწილისგან შედგება.
In humans and other mammals, the thyroid gland consists of two lobes located on the ventral surface of the trachea.
574182.
ბიოლოგია | თავი XLV
მრავალ სხვა ხერხემლიანში ჯირკვლის ორი ნახევარი განცალკევებულია საყლაპავის ორ მხარეს.
In many other vertebrates, the two halves of the gland are separated on the two sides of the pharynx.
574183.
ბიოლოგია | თავი XLV
ფარისებრი ჯირკვალი წარმოქმნის ორ ძალიან მსგავს ჰორმონს, რომლებიც მიიღება ამინომჟავა თიროზინისგან: ტრიიოდოთირონინს (T3), რომელიც იოდის სამი ატომისგან შედგება და ტეტრაიოდოთირონინს, ანუ თიროქსინს (T4), რომელიც იოდის ოთხ ატომს შეიცავს.
The thyroid gland produces two very similar hormones derived from the amino acid tyrosine: triiodothyronine (T3), which contains three iodine atoms, and tetraiodothyronine, or thyroxine (T4), which contains four iodine atoms.
574184.
ბიოლოგია | თავი XLV
ძუძუმწოვრებში ფარისებრი ჯირკვალი ძირითადად T4-ს გამოყოფს, მაგრამ სამიზნე უჯრედები მის უმეტეს წილს გარდაქმნის T3-ად, იოდის ერთი ატომის მოცილებით.
In mammals, the thyroid secretes mainly T4, but target cells convert most of it to T3 by removing one iodine atom.
574185.
ბიოლოგია | თავი XLV
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჰორმონს უჯრედის ბირთვში მდებარე ერთი და იგივე რეცეპტორული ცილა იკავშირებს, რეცეპტორს გააჩნია უფრო მაღალი აფინობა T3-ის მიმართ T4-თან შედარებით.
Although both hormones are bound by the same receptor protein located in the cell nucleus, the receptor has a greater affinity for T3 than for T4.
574186.
ბიოლოგია | თავი XLV
ამგვარად, უმეტესად T3 იწვევს პასუხებს სამიზნე უჯრედებში.
Thus, it is mostly T3 that brings about responses in target cells.
574187.
ბიოლოგია | თავი XLV
ჰიპოთალამუსი და წინა ჰიპოფიზი აკონტროლებს თიროიდული ჰორმონების სეკრეციას და მათ ეფექტებს ცხოველის ორგანიზმზე.
The hypothalamus and anterior pituitary control the secretion of thyroid hormones and hence their effects in an animal's body.
574188.
ბიოლოგია | თავი XLV
ეს პროცესი მოიცავს კომპლექსურ ნეიროენდოკრინულ გზას ორი უარყოფითი უკუკავშირის მარყუჟით.
This process involves a complex neuroendocrine pathway with two negative-feedback loops.
574189.
ბიოლოგია | თავი XLV
ფარისებრი ჯირკვალი ხერხემლიანების განვითარებასა და მომწიფებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
The thyroid gland plays a crucial role in vertebrate development and maturation.
574190.
ბიოლოგია | თავი XLV
თიროიდული კონტროლის შთამბეჭდავ მაგალითს წარმოადგენს თავკომბალას მეტამორფოზი ბაყაყად, რომელიც მრავალი განსხვავებული ქსოვილის საფუძვლიან რეორგანიზაციას მოიცავს.
A striking example is the thyroid control of the metamorphosis of a tadpole into a frog, which involves massive reorganization of many different tissues.
574191.
ბიოლოგია | თავი XLV
სხვა ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თიროიდული ჰორმონები საჭიროა ძვლის წარმომქმნელი უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ტვინის ემბრიონული განვითარების დროს ნერვული უჯრედების დატოტვისთვის.
Studies with other nonhuman animals have shown that thyroid hormones are required for the normal functioning of bone-forming cells and the branching of nerve cells during the embryonic development of the brain.
574192.
ბიოლოგია | თავი XLV
ფარისებრი ჯირკვალი ანალოგიურად მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისთვის.
The thyroid is equally important in human development.
574193.
ბიოლოგია | თავი XLV
კრეტინიზმისთვის, თიროიდული დეფიციტის მემკვიდრეობითი ფორმა, ჩონჩხის ზრდის შეჩერება და მწირი ფსიქიკური განვითარებაა დამახასიათებელი.
Cretinism, an inherited condition of thyroid deficiency, results in markedly retarded skeletal growth and poor mental development.
574194.
ბიოლოგია | თავი XLV
ამ დეფექტების პრევენცია ხშირად შესაძლებელია, ნაწილობრივ მაინც, თუ თიროიდული ჰორმონებით მკურნალობა სიცოცხლის ადრეულ სტადიაზე დაიწყება.
These defects can often be prevented, at least partially, if treatment with thyroid hormones begins early in life.
574195.
ბიოლოგია | თავი XLV
ფარისებრ ჯირკვალს მნიშვნელოვანი ჰომეოსტაზური ფუნქციებიც აქვს.
The thyroid gland also has important homeostatic functions.
574196.
ბიოლოგია | თავი XLV
მაგალითად, ზრდასრულ ძუძუმწოვრებში თიროიდული ჰორმონები სისხლის ნორმალური წნევის, გულისცემის სიხშირის, კუნთური ტონუსის, საჭმლის მონელებისა და რეპროდუქციული ფუნქციების შენარჩუნებას უწყობს ხელს.
In adult mammals, for instance, thyroid hormones help maintain normal blood pressure, heart rate, muscle tone, digestion, and reproductive functions.
574197.
ბიოლოგია | თავი XLV
T3 და T4 მნიშვნელოვანია ორგანიზმის ბიოენერგეტიკისთვის, უმთავრესად ჟანგბადის მოხმარების გაზრდასა და უჯრედულ მეტაბოლიზმში.
Throughout the body, T3 and T4 are important in bioenergetics, generally increasing the rate of oxygen consumption and cellular metabolism.
574198.
ბიოლოგია | თავი XLV
სისხლში ამ ჰორმონების ძალიან ჭარბ ან ძალიან მცირე რაოდენობას შედეგად სერიოზული მეტაბოლური დარღვევები მოჰყვება.
Too much or too little of these hormones in the blood can result in serious metabolic disorders.
574199.
ბიოლოგია | თავი XLV
ადამიანებში თიროიდული ჰორმონების მოჭარბებულმა სეკრეციამ, რომელიც ცნობილია როგორც ჰიპერთირეოიდიზმი, შესაძლოა გამოიწვიოს სხეულის მაღალი ტემპერატურა, გაძლიერებული ოფლიანობა, წონის დაკარგვა, გაღიზიანებადობა და სისხლის მაღალი წნევა.
In humans, excessive secretion of thyroid hormones, known as hyperthyroidism, can lead to high body temperature, profuse sweating, weight loss, irritability, and high blood pressure.
574200.
ბიოლოგია | თავი XLV
ჰიპერთირეოიდიზმის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის ბაზედოვის დაავადება (Graves’ disease), გადმოკარკლული თვალები, რაც გამოწვეულია თვალების უკან სითხის აკუმულაციით, ამ დაავადების ტიპური სიმპტომია.
The most common form of hyperthyroidism is Graves' disease, protruding eyes, caused by fluid accumulation behind the eyes, are a typical symptom.