მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574341.
ბიოლოგია | თავი XLV
46-ე თავში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ უკუკავშირების ურთიერთქმედებებს, რომლებიც არეგულირებს გონადური სტეროიდების სეკრეციას.
In Chapter 46, we will examine in detail the feedback relationships that regulate the secretion of gonadal steroids.
574342.
ბიოლოგია | თავი XLV
მელატონინი და ბიორიტმები.
Melatonin and Biorhythms.
574343.
ბიოლოგია | თავი XLV
ხერხემლიანების ენდოკრინული სისტემის განხილვას ჩვენ ვასრულებთ ეპიფიზით, ჯალღუზისებური სხეული, მცირე ზომის ქსოვილის შეჯგუფებით ძუძუმწოვრების ტვინის ცენტრთან ახლოს (ზოგიერთ სხვა ხერხემლიანში, ის ნანახია ტვინის ზედაპირთან ახლოს).
We conclude our discussion of the vertebrate endocrine system with the pineal gland, a small mass of tissue near the center of the mammalian brain (it is found closer to the brain surface in some other vertebrates).
574344.
ბიოლოგია | თავი XLV
ეპიფიზი ასინთეზებს და გამოყოფს მოდიფიცირებულ ამინომჟავას - ჰორმონ მელატონინს.
The pineal gland synthesizes and secretes the hormone melatonin, a modified amino acid.
574345.
ბიოლოგია | თავი XLV
სახეობაზე დამოკიდებულებით, ეპიფიზი შეიცავს სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედებს, ან აქვს თვალთან ნერვული კავშირები, რაც აკონტროლებს მის სეკრეტორულ აქტივობას.
Depending on the species, the pineal gland contains light-sensitive cells or has nervous connections from the eyes that control its secretory activity.
574346.
ბიოლოგია | თავი XLV
მელატონინი არეგულირებს ფუნქციებს, რომლებიც დაკავშირებულია სინათლესთან და სეზონთან, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ცვლილებები დღის ხანგრძლივობაში.
Melatonin regulates functions related to light and to seasons marked by changes in day length.
574347.
ბიოლოგია | თავი XLV
თუმცა მელატონინი მრავალ ხერხემლიანში მოქმედებს კანის პიგმენტაციაზე, მისი უმთავრესი ფუნქციები დაკავშირებულია გამრავლებასთან ასოცირებულ ბიოლოგიურ რიტმებთან.
Although melatonin affects skin pigmentation in many vertebrates, its primary functions are related to biological rhythms associated with reproduction.
574348.
ბიოლოგია | თავი XLV
მელატონინის სეკრეცია ღამით მიმდინარეობს, ხოლო სეკრეტის რაოდენობა ღამის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.
Melatonin is secreted at night, and the amount secreted depends on the length of the night.
574349.
ბიოლოგია | თავი XLV
მაგალითად, ზამთარში დღე მოკლეა ღამე კი - გრძელი, ამიტომ, მეტი მელატონინის გამოყოფა ხდება.
In winter, for example, the days are short, and the nights are long, so more melatonin is secreted.
574350.
ბიოლოგია | თავი XLV
ამგვარად, მელატონინის წარმოქმნა დამაკავშირებელი რგოლია ბიოლოგიურ საათსა და დღე-ღამურ ან სეზონურ აქტივობებს შორის, როგორიც არის გამრავლება.
Thus, melatonin production is a link between a biological clock and daily or seasonal activities, such as reproduction.
574351.
ბიოლოგია | თავი XLV
ბოლო დროის მონაცემები მიუთითებს, რომ მელატონინის მთავარი სამიზნე უჯრედები ტვინის შეწყვილებული სტრუქტურაა, რომელსაც სუპრაქიაზმურ ბირთვს (SCN) უწოდებენ და, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც ბიოლოგიური საათი.
Recent evidence suggests that the main target cells of melatonin are in the part of the brain called the suprachiasmatic nucleus (SCN), which functions as a biological clock.
574352.
ბიოლოგია | თავი XLV
სავარაუდოდ, მელატონინი ამცირებს SCN-ის ნეირონების აქტივობას, ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს რიტმების განმაპირობებელ მის როლთან.
Melatonin seems to decrease the activity of neurons in the SCN, and this may be related to its role in mediating rhythms.
574353.
ბიოლოგია | თავი XLV
თუმცა, მელატონინის ზუსტი როლი და ზოგადად ბიოლოგიური საათები ჯერ კიდევ შესასწავლი რჩება.
However, much remains to be learned about the precise role of melatonin and about biological clocks in general.
574354.
ბიოლოგია | თავი XLV
უხერხემლოთა რეგულატორულ სისტემებში ასევე ჩართულია ენდოკრინული და ნერვული სისტემების ურთიერთქმედებები.
Invertebrate regulatory systems also involve endocrine and nervous system interactions.
574355.
ბიოლოგია | თავი XLV
უხერხემლო ცხოველების სხვადასხვა ჰორმონი ჰორმონის გამომყოფ ტიპურ ენდოკრინულ უჯრედებში და ნეიროსეკრეტორულ უჯრედებში წარმოიქმნება.
Invertebrate animals produce a variety of hormones in typical hormone-secreting endocrine cells and in neurosecretory cells.
574356.
ბიოლოგია | თავი XLV
უხერხემლოთა ზოგიერთ ჰორმონს ჰომეოსტაზური ფუნქციები აქვს, როგორიცაა წყლის ბალანსის რეგულაცია.
Some invertebrate hormones have homeostatic functions, such as regulation of water balance.
574357.
ბიოლოგია | თავი XLV
მიუხედავად ამისა, ჩვენ უფრო მეტი ვიცით იმ ჰორმონების შესახებ, რომლებიც ფუნქციონირებენ გამრავლებასა და განვითარებაში.
However, we know the most about hormones that function in reproduction and development.
574358.
ბიოლოგია | თავი XLV
მაგალითად, ჰიდრას ერთი ჰორმონი ასტიმულირებს ზრდასა და დაკვირტვას, მაგრამ ხელს უშლის სქესობრივ გამრავლებას.
In a hydra, for example, one hormone stimulates the growth and budding of sexual reproduction but prevents sexual reproduction.
574359.
ბიოლოგია | თავი XLV
უფრო რთულ უხერხემლოებში ენდოკრინული და ნერვული სისტემები ზოგადად ინტეგრირებულია გამრავლებისა და განვითარების კონტროლისთვის.
In more complex invertebrates, the endocrine and nervous systems are generally integrated in the Se control of reproduction and development.
574360.
ბიოლოგია | თავი XLV
მაგალითად, მოლუსკ აპლიზიაში სპეციალიზებული ნერვული უჯრედები გამოყოფენ ნეიროჰორმონს, რომელიც ასტიმულირებს ათასობით კვერცხის დადებას და ამავე დროს აკავებს კვებასა და ლოკომოციას - აქტივობებს, რომლებიც ხელს უშლის გამრავლებას.
In the mollusk Aplysia, for instance, specialized nerve cells secrete a neurohormone that stimulates the laying of thousands of eggs and also inhibits feeding and locomotion, activities that interfere with reproduction.