მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574361.
ბიოლოგია | თავი XLV
ფეხსახსრიანების ყველა ჯგუფს აქვს ექსტენსიური ენდოკრინული სისტემა.
All groups of arthropods possess extensive endocrine systems.
574362.
ბიოლოგია | თავი XLV
კიბოსნაირებს აქვთ ჰორმონი, რომელიც ფუნქციონირებს ზრდისა და გამრავლების დროს, წყლის ბალანსის, ჯავშნისა და თვალების პიგმენტის გადანაცვლებაში და მეტაბოლიზმის რეგულაციაში.
Crustaceans have hormones that function in growth and reproduction, water balance, movement of pigments in the integument and eyes, and regulation of metabolism.
574363.
ბიოლოგია | თავი XLV
აქვთ რა ეგზოსკელეტონი, რომელსაც არ შეუძლია გაჭიმვა, კიბოსნაირები და მწერები ნახტომისებურად იზრდებიან, ყოველი ეგზოსკელეტონის ცვლისას იშორებენ მას და იწყებენ ახლის სეკრეციას.
Having exoskeletons that cannot stretch, crustaceans and insects appear to grow in spurts, shedding the old exoskeleton and secreting a new one with each molt.
574364.
ბიოლოგია | თავი XLV
შემდგომში მწერების უმეტესობა საბოლოო, ზრდასრულ ნიშან-თვისებებს ეგზოსკელეტონის ბოლო ცვლის დროს შეიძენს.
Further, most insects acquire their adult characteristics in a single terminal molt.
574365.
ბიოლოგია | თავი XLV
მწერებსა და კიბოსნაირებში (და როგორც ჩანს, ეგზოსკელეტონის მქონე ყველა ფეხსახსრიანში), ეგზოსკელეტონის ცვლის ჩართვა ჰორმონით ხდება.
In insects and crustaceans (and most likely in all arthropods with exoskeletons), molting is triggered by a hormone.
574366.
ბიოლოგია | თავი XLV
მწერების განვითარების ჰორმონული რეგულაცია საკმაოდაა შესწავლილი.
The hormonal regulation of insect development has been studied extensively.
574367.
ბიოლოგია | თავი XLV
ეგზოსკელეტონის ცვლასა და ზრდასრულ ფორმად მეტამორფოზში სამი ჰორმონი ასრულებს ძირითად როლს.
Three hormones play major roles in molting and metamorphosis into the adult form.
574368.
ბიოლოგია | თავი XLV
მწერების ტვინის ნეიროსეკრეტორული უჯრედების მიერ წარმოქმნილი ტვინის ჰორმონი ასტიმულირებს პროთორაკალური (prothoracic) ჯირკვლიდან (უშუალოდ ტვინის შემდეგ მდებარე შეწყვილებულ ენდოკრინული ჯირკვალი) ეკდიზონის გამოთავისუფლებას.
Brain hormone, produced by neurosecretory cells in the insect brain, stimulates the release of ecdysone from the prothoracic glands, a pair of endocrine glands just behind the head.
574369.
ბიოლოგია | თავი XLV
ეკდიზონი ხელს უწყობს ეგზოსკელეტონის ცვლასა და ზრდასრულობის ნიშან-თვისებების განვითარებას მუხლუხიდან პეპლამდე.
Ecdysone promotes molting and the development of adult characteristics, as in the change from a caterpillar to a butterfly.
574370.
ბიოლოგია | თავი XLV
ტვინის ჰორმონის და ეკდიზონის ბალანსირება ხდება ამ სისტემის ჰორმონის - იუვენალური ჰორმონის მოქმედებით.
Brain hormone and ecdysone are balanced by the third hormone in this system, juvenile hormone.
574371.
ბიოლოგია | თავი XLV
იუვენალური ჰორმონი გამოიყოფა უშუალოდ ტვინის შემდეგ მდებარე წყვილი მცირე ზომის ენდოკრინული ჯირკვლებიდან „corpora allata“-დან, რომელიც ხერხემლიანების წინა ჰიპოფიზის ერთგვარ ანალოგს წარმოადგენს.
Juvenile hormone is secreted by a pair of small endocrine glands just behind the brain, the corpora allata, which are somewhat analogous to the anterior pituitary gland in vertebrates.
574372.
ბიოლოგია | თავი XLV
როგორც მისი სახელი მიუთითებს, იუვენალური ჰორმონი ხელს უწყობს ლარვული (იუვენალური) მახასიათებლების შენარჩუნებას.
As its name suggests, juvenile hormone promotes the retention of larval (juvenile) characteristics.
574373.
ბიოლოგია | თავი XLV
იუვენალური ჰორმონის შედარებით მაღალი კონცენტრაციისას ეკდიზონს ჯერ კიდევ შეუძლია ეგზოსკელეტონის ცვლის სტიმულაცია, მაგრამ ამის შედეგად წარმოქმნილი ინდივიდი ლარვაზე დიდია.
In the presence of a relatively high concentration of juvenile hormone, ecdysone can still stimulate molting, but the product is simply a larger larva.
574374.
ბიოლოგია | თავი XLV
ხოლო მაშინ, როდესაც იუვენალური ჰორმონის დონე იკლებს, ეკდიზონით განპირობებულ ეგზოსკელეტონის ცვლას შეუძლია შეაჩეროს განვითარება ე.წ. ჭუპრის სტადიაზე.
Only when the level of juvenile hormone wanes can ecdysone-induced molting produce a developmental stage called a pupa.
574375.
ბიოლოგია | თავი XLV
იუვენალური ჰორმონის სინთეზური ფორმები ამჟამად გამოიყენება როგორც მწერების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც ხელს უშლის მწერებს რეპროდუქციულ მდგომარეობაში გადასვლას.
Synthetic versions of juvenile hormones are now being used as insecticides to prevent insects from maturing into reproducing adults.
574376.
ბიოლოგია | თავი XLV
მომდევნო თავში ჩვენ განვიხილავთ გამრავლებას, როგორც ხერხემლიანებში ასევე უხერხემლოებში.
In the next chapter, we will look at reproduction in both vertebrates and invertebrates.
574377.
ბიოლოგია | თავი XLV
ენდოკრინული სისტემა არის ცენტრალური არა მხოლოდ ინდივიდის გადარჩენისთვის, არამედ სახეობის გავრცელებისთვის.
The endocrine system is central not only to the survival of the individual but also to the propagation of the species.
574378.
ბიოლოგია | თავი XLVI
ცხოველთა გამრავლება.
Animal Reproduction.
574379.
ბიოლოგია | თავი XLVI
შეწყვილება სქესობრივი გამრავლებისთვის.
Doubling Up for Sexual Reproduction.
574380.
ბიოლოგია | თავი XLVI
სურათი 46.1-ზე ორი ჭიაყელას შეჯვარებაა ილუსტრირებული.
The two earthworms in Figure 46.1 are mating.