მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574401.
ბიოლოგია | თავი XLVI
მრავალ უხერხემლოს შეუძლია უსქესოდ გამრავლდეს დაყოფით, მშობლის დანაწილებით ორ ან მეტ დაახლოებით თანაბარი ზომის ინდივიდად.
Many invertebrates can reproduce asexually by fission, the separation of a parent into two or more individuals of approximately equal size.
574402.
ბიოლოგია | თავი XLVI
უხერხემლოთა შორის გავრცელებულია აგრეთვე დაკვირტვით გამრავლება, როდესაც ახალი ინდივიდი მშობლის ორგანიზმიდან გამოიზრდება კვირტის სახით.
Also common among invertebrates is budding, in which new individuals arise from outgrowths of existing ones.
574403.
ბიოლოგია | თავი XLVI
მაგ., გარკვეულ მსუსხავ ნაწლავღრუიანებში (cnidarians) და გარსიანებში (tunicates), ახალი ინდივიდი გამოიზრდება მშობლის სხეულიდან.
For example, in certain cnidarians and tunicates, new individuals grow out from the body of a parent.
574404.
ბიოლოგია | თავი XLVI
მას შეუძლია მოშორდეს მშობელს ან დარჩეს მასზე მიმაგრებული და საბოლოოდ ჩამოაყალიბოს ფართო კოლონია.
The offspring may either detach from the parent or remain joined, eventually forming extensive colonies.
574405.
ბიოლოგია | თავი XLVI
ქვის მარჯანი, რომელიც შეიძლება 1მ-ზე მეტი სიგანის იყოს, წარმოადგენს ნაწლავღრუიანების რამდენიმე ათასი ინდივიდის დაკავშირებულ კოლონიას.
Stony corals, which may be more than 1 m across, are cnidarian colonies of several thousand connected individuals.
574406.
ბიოლოგია | თავი XLVI
ზოგიერთ უხერხემლოში, მაგალითად ღრუბელაში, უსქესო გამრავლების სხვა ფორმა გვხვდება - გამოიყოფა უჯრედების სპეციალური ჯგუფები, რომლებსაც შეუძლიათ ახალ ინდივიდებად ჩამოყალიბება.
In another form of asexual reproduction, some invertebrates, such as sponges, release specialized groups of cells that can grow into new individuals.
574407.
ბიოლოგია | თავი XLVI
უსქესო გამრავლების კიდევ ერთი ტიპი იწყება ფრაგმენტაციის პროცესით, სხეულის დანაწევრებით რამდენიმე ნაწილად, რომელთაგან ზოგიერთი ან ყველა ზრდასრულ ინდივიდად ვითარდება.
Yet another type of asexual reproduction starts with the process of fragmentation, the breaking of the body into several pieces, some or all of which develop into complete adults.
574408.
ბიოლოგია | თავი XLVI
ამ გზით გამრავლებულ ცხოველებში ფრაგმენტაციას თან უნდა ახლდეს რეგენერაცია - სხეულის დაკარგული ნაწილების აღდგენა.
For an animal to reproduce this way, fragmentation must be accompanied by regeneration, the regrowth of lost body parts.
574409.
ბიოლოგია | თავი XLVI
ფრაგმენტაციით და რეგენერაციით გამრავლება მრავალ ღრუბელში, ნაწლავღრუიანში, მრავალჯაგრიან რგოლოვან ჭიაში და გარსიანში გვხვდება.
Reproduction by fragmentation and regeneration occurs in many sponges, cnidarians, polychaete annelids, and tunicates.
574410.
ბიოლოგია | თავი XLVI
ბევრ ცხოველს შეუძლია აგრეთვე რეგენერაციით აღიდგინოს დაკარგული დანამატები.
Many animals can also replace lost appendages by regeneration.
574411.
ბიოლოგია | თავი XLVI
მაგალითად, ზღვის ვარსკვლავების უმეტესობას დაზიანების შემდეგ შეიძლება გამოეზარდოს ახალი სხივები – მაგრამ ეს გამრავლება არ არის, რადგან არ ხდება ახალი ინდივიდის შექმნა.
Most sea stars can grow new arms when injured, for example, but this is not reproduction because new individuals are not created.
574412.
ბიოლოგია | თავი XLVI
ზღვის ვარსკვლავებში იზოლირებული სხივიდან შეიძლება მთლიანად ახალი ინდივიდი განვითარდეს.
In sea stars of the genus Linckia, a whole new individual may develop from an isolated arm.
574413.
ბიოლოგია | თავი XLVI
ამგვარად, ერთმა ხუთსხივიანმა ცხოველმა, თუ იგი ნაწილებად დაიშალა, შესაძლებელია უსქესო გზით ხუთი შთამომავალი მოგვცეს.
Thus, a single animal with five arms, if broken apart, could asexually give rise to five offspring.
574414.
ბიოლოგია | თავი XLVI
უსქესო გამრავლებას რამდენიმე პოტენციური უპირატესობა აქვს.
Asexual reproduction has several potential advantages.
574415.
ბიოლოგია | თავი XLVI
მაგალითად, იზოლაციაში მობინადრე ცხოველებს შეუძლიათ შთამომავლობის მოცემა პარტნიორის გარეშე.
For instance, it enables animals living in isolation to produce offspring without locating mates.
574416.
ბიოლოგია | თავი XLVI
მათ შეუძლიათ აგრეთვე მოკლე დროში წარმოქმნან მრავალრიცხოვანი შთამომავლობა, რაც იდეალურია საარსებო გარემოს (ჰაბიტატის) სწრაფი დაპყრობისთვის.
It can also create numerous offspring in a short amount of time, which is ideal for colonizing a habitat rapidly.
574417.
ბიოლოგია | თავი XLVI
თეორიულად, უსქესო გამრავლება არის ძალიან სასარგებლო მდგრად, ხელსაყრელ გარემოში, ვინაიდან ზუსტად წარმატებულ გენოტიპებს ამკვიდრებს.
Theoretically, asexual reproduction is most advantageous in stable, favourable environments because it perpetuates successful genotypes precisely.
574418.
ბიოლოგია | თავი XLVI
გამრავლების ციკლები და პატერნები.
Reproductive Cycles and Patterns.
574419.
ბიოლოგია | თავი XLVI
მრავალი ცხოველის რეპროდუქციულ აქტივობაში ციკლების გამოვლენა ხშირად სეზონურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული.
Most animals exhibit cycles in reproductive activity, often related to changing seasons.
574420.
ბიოლოგია | თავი XLVI
გამრავლების პერიოდული ბუნება ცხოველებს საშუალებას აძლევს, შეინახონ რესურსები და გამრავლდნენ, როდესაც იმაზე მეტი ენერგია იქნება ხელმისაწვდომი, ვიდრე საჭიროა სიცოცხლის შენარჩუნებისთვის და, როდესაც გარემო პირობები ხელსაყრელი იქნება შთამომავლობის გადარჩენისთვის.
The periodic nature of reproduction allows animals to conserve resources and reproduce when more energy is available than is needed for maintenance and when environmental conditions favour the survival of offspring.