მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574381.
ბიოლოგია | თავი XLVI
თუ მათ ხელი არ ეშლებათ, ისინი მიწის ზედაპირზე ამგვარ მდგომარეობაში რამდენიმე საათის განმავლობაში რჩებიან.
Unless disturbed, they will remain above the ground and joined like this for several hours.
574382.
ბიოლოგია | თავი XLVI
თითოეული ჭიაყელა წარმოქმნის როგორც სპერმას, ასევე კვერცხუჯრედებს, თითოეული გასცემს და იღებს სპერმას შერწყმის დროს და თითოეული წარმოქმნის განაყოფიერებულ კვერცხს.
Each worm produces both sperm and eggs, each donates and receives sperm during mating, and each will produce fertilized eggs.
574383.
ბიოლოგია | თავი XLVI
რამდენიმე კვირაში, როგორც კი მოხდება ახალი ჭიაყელების გამოჩეკა, სქესობრივი გამრავლება სრულდება.
In a few weeks, sexual reproduction will be completed when new worms hatch.
574384.
ბიოლოგია | თავი XLVI
წინა თავებში შესწავლილი ცხოველების ფორმისა და ფუნქციის მრავალი ასპექტი, უფრო ფართო კონტექსტში, შეიძლება განხილულ იქნას როგორც წარმატებული გამრავლების ხელშემწყობი ადაპტაციები.
The many aspects of animal form and function we have studied in earlier chapters can be viewed, in the broadest context, as adaptations contributing to reproductive success.
574385.
ბიოლოგია | თავი XLVI
ინდივიდი დროებითია.
Individuals are transient.
574386.
ბიოლოგია | თავი XLVI
პოპულაცია აღემატება ინდივიდის სიცოცხლის შეზღუდულ ხანგრძლივობას მასში მუდმივად მიმდინარე გამრავლების გზით ახალი ინდივიდების შექმნით.
A population transcends finite life spans only by reproduction, the creation of new individuals from existing ones.
574387.
ბიოლოგია | თავი XLVI
ცხოველების რეპროდუქცია მოცემული თავის თემას წარმოადგენს.
Animal reproduction is the subject of this chapter.
574388.
ბიოლოგია | თავი XLVI
ჯერ შევადაროთ გამრავლების განსხვავებული მექანიზმები, რომელიც მოქმედებს ცხოველთა სამყაროში და შემდეგ დაწვრილებით შევისწავლოთ ძუძუმწოვრების, კერძოდ, ადამიანის გამრავლება.
We will first compare the diverse reproductive mechanisms that have evolved in the animal kingdom and then examine the details of mammalian, particularly human reproduction.
574389.
ბიოლოგია | თავი XLVI
ემბრიონული განვითარების უჯრედული და მოლეკულური დეტალები შემდეგ თავში განვიხილოთ, ხოლო აქ ყურადღებას უპირატესად მშობლების რეპროდუქციის ფიზიოლოგიაზე გავამახვილებთ.
Deferring the cellular and molecular details of embryonic development until the next chapter, we focus here on the physiology of reproduction, mostly from the perspective of the parents.
574390.
ბიოლოგია | თავი XLVI
ორივე სახის რეპროდუქცია – სქესობრივი და უსქესო, ცხოველთა სამეფოში გვხვდება.
Both asexual and sexual reproduction occur in the animal kingdom.
574391.
ბიოლოგია | თავი XLVI
ცხოველთა გამრავლების ორი ძირითადი ხერხი არსებობს.
There are two principal modes of animal reproduction.
574392.
ბიოლოგია | თავი XLVI
უსქესო (ბერძნულიდან Asexual „სქესის გარეშე”) გამრავლება - ახალი ინდივიდების შექმნა, როდესაც ყველა გენი მიღებულია ერთი მშობლიდან კვერცხუჯრედისა და სპერმის შერწყმის გარეშე.
Asexual (from the Greek, "without sex") reproduction is the creation of new individuals whose genes all come from one parent without the fusion of egg and sperm.
574393.
ბიოლოგია | თავი XLVI
უმრავლეს შემთხვევაში უსქესო გამრავლება მთლიანად უჯრედის მიტოზურ დაყოფასთანაა დაკავშირებული.
In most cases, asexual reproduction relies entirely on mitotic cell division.
574394.
ბიოლოგია | თავი XLVI
სქესობრივი გამრავლება წარმოადგენს შთამომავლობის შექმნას ჰაპლოიდური გამეტების შერწყმის გზით და დიპლოიდური ზიგოტის (განაყოფიერებული კვერცხუჯრედის) ფორმირებით.
Sexual reproduction is the creation of offspring by the fusion of haploid gametes to form a zygote (fertilized egg), which is diploid.
574395.
ბიოლოგია | თავი XLVI
ცხოველების გამეტები წარმოიქმნება მეიოზით.
Animal gametes arise by meiosis.
574396.
ბიოლოგია | თავი XLVI
მდედრობითი გამეტა - გაუნაყოფიერებელი კვერცხი (ეწოდება აგრეთვე კვერცხუჯრედი, ovum), არის შედარებით დიდი და უმოძრაო უჯრედი.
The female gamete, the unfertilized egg (also called an ovum), is a relatively large cell and not motile.
574397.
ბიოლოგია | თავი XLVI
მამრობითი გამეტა - სპერმა, ჩვეულებრივ, ბევრად უფრო პატარა მოძრავი უჯრედია.
The male gamete, the sperm, is generally a much smaller, motile cell.
574398.
ბიოლოგია | თავი XLVI
სქესობრივი გამრავლება ზრდის გენეტიკურ მრავალფეროვნებას შთამომავლობაში მშობლებისგან დამემკვიდრებული გენების უნიკალური კომბინაციების გენერაციით.
Sexual reproduction increases genetic variability among offspring by generating unique combinations of genes inherited from two parents.
574399.
ბიოლოგია | თავი XLVI
შთამომავლობის შექმნით, რომელსაც ფენოტიპური მრავალფეროვნება ახასიათებს, სქესობრივმა გამრავლებამ შეიძლება გააძლიეროს მშობელთა რეპროდუქციული წარმატება, როდესაც გარემო ფაქტორები (პათოგენების ჩათვლით) შედარებით სწრაფად იცვლება.
By producing offspring having a variety of phenotypes, sexual reproduction may enhance the reproductive success of parents when environmental factors (including pathogens) change relatively rapidly.
574400.
ბიოლოგია | თავი XLVI
უსქესო გამრავლების მექანიზმები.
Mechanisms of Asexual Reproduction.