მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574441.
ბიოლოგია | თავი XLVI
სქესობრივი გამრავლება წარმოადგენს განსაკუთრებულ პრობლემას მჯდომარე ან ჩაზრდილი ცხოველებისთვის და ისეთი პარაზიტებისთვის, როგორიცაა სოლიტერი, რომლებიც შეიძლება იშვიათად შეხვდეს საპირისპირო სქესის წარმომადგენელს.
Sexual reproduction presents a special problem for sessile or burrowing animals and for parasites, such as tapeworms, which may seldom encounter a member of the opposite sex.
574442.
ბიოლოგია | თავი XLVI
ერთი გადაწყვეტა ამ პრობლემისა არის ჰერმაფროდიტიზმი, როდესაც ყოველ ინდივიდს აქვს როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი გამრავლების სისტემა (ტერმინი მოდის ჰერმესისა და აფროდიტესგან, ბერძენი ღმერთებისგან).
One solution to this problem is hermaphroditism, in which each individual has both male and female reproductive systems (the term is derived from Hermes and Aphrodite, a Greek god and goddess).
574443.
ბიოლოგია | თავი XLVI
თუმცა ზოგიერთი ჰერმაფროდიტი თავის თავს ანაყოფიერებს, უმეტესობა მაინც უნდა შეეწყვილოს იგივე სახეობის სხვა ინდივიდს.
Although some hermaphrodites fertilize themselves, most must mate with members of the same species.
574444.
ბიოლოგია | თავი XLVI
ამ შემთხვევაში, ყოველი ცხოველი არის როგორც მამრი, ასევე მდედრი, გასცემს და იღებს სპერმას, ისევე, როგორც ეს დავინახეთ ჭიაყელაში.
In this case, each animal serves as both male and female, donating and receiving sperm, as we saw for earthworms.
574445.
ბიოლოგია | თავი XLVI
თითოეული ინდივიდი პოტენციური პარტნიორია.
Every individual is a potential mate.
574446.
ბიოლოგია | თავი XLVI
ყოველი ჰერმაფროდიტული შერწყმით ორჯერ მეტი შთამომავლობა მიიღება, ვიდრე მდედრისა და მამრის შერწყმით, სადაც მხოლოდ ერთი პარტნიორის კვერცხუჯრედები ნაყოფიერდება.
Each hermaphroditic mating can result in twice as many offspring as from a male-female mating, where only one partner's eggs are fertilized.
574447.
ბიოლოგია | თავი XLVI
რეპროდუქციული გამრავლების სხვა მნიშვნელოვანი მაგალითია თანმიმდევრული ჰერმაფროდიტიზმი, რომელშიც ინდივიდი იცვლის სქესს თავისი სიცოცხლის მანძილზე.
Another remarkable reproductive pattern is sequential hermaphroditism, in which an individual reverses its sex during its lifetime.
574448.
ბიოლოგია | თავი XLVI
ზოგიერთ სახეობაში, თანმიმდევრული ჰერმაფროდიტი ჯერ მდედრია, ხოლო სხვა სახეობაში - მამრი.
In some species, the sequential hermaphrodite is female first, while in other species, it is male first.
574449.
ბიოლოგია | თავი XLVI
სხვადასხვა სახეობის რიფის თევზებში სქესობრივი რევერსია დაკავშირებულია ასაკთან და ზომებთან.
In various species of reef fishes called wrasses, sex reversal is associated with age and size.
574450.
ბიოლოგია | თავი XLVI
მაგალითად, კარიბის ზღვის ლურჯთავა დიდტუჩა დასაწყისში ინდივიდი ჯერ მდედრია.
For example, the Caribbean bluehead wrasse is a female.
574451.
ბიოლოგია | თავი XLVI
მათ შორის მხოლოდ დიდი ზომის ან დაბერებულ თევზებში ხდება მდედრობითიდან მამრობითზე შეცვლა.
First species in which only the largest (usually the oldest) individuals change from female to male.
574452.
ბიოლოგია | თავი XLVI
ეს თევზები ბინადრობენ ჰარამხანაში, რომელიც ერთი მამრისა და რამდენიმე მდედრისგან შედგება.
These fish live in harems consisting of a single male and several females.
574453.
ბიოლოგია | თავი XLVI
თუ მამრი მოკვდა ან ექსპერიმენტშია წაყვანილი, ჰარამხანის ყველაზე დიდი მდედრი ახალი მამრი ხდება.
If the male dies or is removed in an experiment, the largest female in the harem becomes the new male.
574454.
ბიოლოგია | თავი XLVI
ერთი კვირის ფარგლებში ტრანსფორმირებული ინდივიდი წარმოქმნის სპერმას კვერცხის მაგივრად.
Within a week, the transformed individual is producing sperm instead of eggs.
574455.
ბიოლოგია | თავი XLVI
ამ სახეობაში, მამრი იცავს ჰარამხანას თავდამსხმელებისგან და, ამგვარად, სხეულის უფრო დიდი ზომა მდედრებთან შედარებით უფრო დიდ რეპროდუქციულ უპირატესობას მამრებს ანიჭებს.
In this species, the male defends the harem against intruders, and thus, a larger size may give a greater reproductive advantage to males than it does to females.
574456.
ბიოლოგია | თავი XLVI
პირიქით, თუ დასაწყისში ცხოველები მამრები არიან, ისინი მდედრებად გადაიქცევიან ზომების ზრდასთან დაკავშირებით.
In contrast, there are male-first animals that change from male to female when size increases.
574457.
ბიოლოგია | თავი XLVI
ასეთ შემთხვევებში, მამრებთან შედარებით, მდედრის რეპროდუქციული წარმატება დიდი ზომის გამო შეიძლება უფრო გაიზარდოს.
In such cases, greater size may increase the reproductive success of females more than it does males.
574458.
ბიოლოგია | თავი XLVI
მაგალითად, უდიდესი რაოდენობის გამეტების წარმოქმნა მეტად მნიშვნელოვანია ისეთი მჯდომარე ცხოველებისთვის, როგორიცაა ხამანწკა, რომელიც გამოყოფს თავის გამეტებს გარემომცველ წყალში.
For example, the production of huge numbers of gametes is an important asset for sedentary animals, such as oysters, that release their gametes into the surrounding water.
574459.
ბიოლოგია | თავი XLVI
უფრო დიდი ზომის მდედრები გამოყოფენ მეტ კვერცხს, ვიდრე პატარა ზომის ინდივიდები.
Larger females tend to produce more eggs than smaller ones.
574460.
ბიოლოგია | თავი XLVI
ლოკოკინების სახეობაში, რომელსაც თანმიმდევრული ჰერმაფროდიტიზმი ახასიათებს, პირველად, ჩვეულებრივ მამრებად ვითარდებიან.
Species of oysters that are sequential hermaphrodites are generally male first.