მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574501.
ბიოლოგია | თავი XLVI
მაგალითად, ტროპიკული ბაყაყის ერთ სახეობაში, მამრი ინახავს თავკომბალებს თავის კუჭში, სანამ ისინი მეტამორფოზირდებიან და გადაიქცევიან ახალგაზრდა ბაყაყებად.
In one species of tropical frog, for instance, the male carries the tadpoles in his stomach until they metamorphose and hop out as young frogs.
574502.
ბიოლოგია | თავი XLVI
მშობლების ზრუნვის ბევრი შემთხვევაა აღწერილი უხერხემლოებშიც.
There are also many cases of parental care among invertebrates.
574503.
ბიოლოგია | თავი XLVI
გამეტების წარმოქმნა და გატარება.
Gamete Production and Delivery.
574504.
ბიოლოგია | თავი XLVI
სქესობრივი გამრავლებისთვის, ცხოველებს უნდა ჰქონდეთ სისტემები, რომლებიც წარმოქმნის გამეტებს და შემდგომში გახდის მათ მისაწვდომს საწინააღმდეგო სქესის გამეტებისთვის.
To reproduce sexually, animals must have systems that produce gametes and make them available to the gametes of the opposite sex.
574505.
ბიოლოგია | თავი XLVI
ეს რეპროდუქციული სისტემები განსხვავებულია.
These reproductive systems are varied.
574506.
ბიოლოგია | თავი XLVI
ყველაზე მარტივი სისტემა არ შეიცავს განსაზღვრულ ორგანოებს - გონადებს, რომლებიც მრავალ ცხოველში გამეტებს წარმოქმნის.
The simplest systems do not even contain distinct gonads, the organs that produce gametes in most animals.
574507.
ბიოლოგია | თავი XLVI
მრავალჯაგრიანების უმრავლესობა ცალსქესიანია, მაგრამ არ აქვთ გარკვეული გონადები.
Most polychaetes have separate sexes but do not have distinct gonads.
574508.
ბიოლოგია | თავი XLVI
ამის ნაცვლად, კვერცხი და სპერმა ცელომის ამომფენი გაუნაყოფიერებელი უჯრედებიდან ვითარდება.
Rather, the eggs and sperm develop from undifferentiated cells lining the coelom.
574509.
ბიოლოგია | თავი XLVI
გამეტების მომწიფებისთანავე ხდება მათი გამოყოფა სხეულის კედლიდან და ცელომის ავსება.
As the gametes mature, they are released from the body wall and fill the coelom.
574510.
ბიოლოგია | თავი XLVI
მრავალჯაგრიანების სხვადასხვა სახეობაში, მომწიფებული გამეტები შესაძლებელია გადმოიღვაროს ექსკრეტორული ხვრელიდან, ან კვერცხის გაბერილმა მასამ შეიძლება გამოიწვიოს მშობლის სხეულის გახსნა გახლეჩით და მისი დაღუპვა, ამ გზით ხდება კვერცხის გარემოში გადმოღვრა.
Depending on the species, mature gametes maybe shed through the excretory openings, or the swelling mass of eggs may split the body open, killing the parent and spilling the eggs into the environment.
574511.
ბიოლოგია | თავი XLVI
ყველაზე რთული რეპროდუქციული სისტემები შეიცავს მრავალ დამატებით მილსა და ჯირკვლების მოწყობილობებს, რომლებიც ატარებს, კვებავს, იცავს გამეტებს და ავითარებს ემბრიონებს.
The most complex reproductive systems contain many sets of accessory tubes and glands that carry, nourish, and protect the gametes and the developing embryos.
574512.
ბიოლოგია | თავი XLVI
მრავალ ცხოველს, რომლის სხეულის ორგანიზაცია სხვა მხრივ შედარებით მარტივია, აქვს განსაკუთრებულად რთული რეპროდუქციული სისტემა.
Many animals whose body plans are otherwise relatively simple possess highly complex reproductive systems.
574513.
ბიოლოგია | თავი XLVI
მაგალითად, პარაზიტული ბრტყელი ჭიების რეპროდუქციული სისტემა ცხოველთა სამყაროში ურთულესთა შორისაა.
The reproductive systems of parasitic flatworms, for example, are among the most complex in the animal kingdom.
574514.
ბიოლოგია | თავი XLVI
ეს ჭიები ჰერმაფროდიტები არიან.
These worms are hermaphrodites.
574515.
ბიოლოგია | თავი XLVI
მწერების უმრავლესობა ცალსქესიანია რთული რეპროდუქციული სისტემით.
Most insects have separate sexes with complex reproductive systems.
574516.
ბიოლოგია | თავი XLVI
მამრებში სპერმა ვითარდება წყვილ სათესლეში, გადაადგილდება დახვეული სადინარით და ინახება ორ სათესლე პარკუჭში.
In the male, sperm develop in a pair of testes and are conveyed along a coiled duct to two seminal vesicles, where they are stored.
574517.
ბიოლოგია | თავი XLVI
შერწყმის პროცესში სპერმა ამოიფრქვევა მდედრის რეპროდუქციულ სისტემაში.
During mating, sperm are ejaculated into the female reproductive system.
574518.
ბიოლოგია | თავი XLVI
მდედრში, კვერცხი ვითარდება წყვილ საკვერცხეში და გადაადგილდება სადინარების მეშვეობით ვაგინაში, სადაც ხდება განაყოფიერება.
In the female, eggs develop in a pair of ovaries and are conveyed through ducts to the vagina, where fertilization occurs.
574519.
ბიოლოგია | თავი XLVI
მრავალ სახეობაში მდედრის რეპროდუქციული სისტემა შეიცავს სპერმათეკას, ჩანთას, რომელშიც სპერმა შესაძლებელია ინახებოდეს ერთ წელზე მეტ ხანს.
In many species, the female reproductive system includes a spermatheca, a sac in which sperm may be stored for a year or more.
574520.
ბიოლოგია | თავი XLVI
ყველა ხერხემლიანის რეპროდუქციული სისტემის ბაზური გეგმა საკმაოდ მსგავსია, მაგრამ აქვს ზოგიერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაც.
The basic plans of all vertebrate reproductive systems are quite similar, but there are some important variations.